• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ბრიტანეთში მშობლებს  არ აქვთ უფლება, ბავშვს მიუთითონ, გოგოა, თუ - ბიჭი

დეზინფორმაცია: ბრიტანეთში მშობლებს არ აქვთ უფლება, ბავშვს მიუთითონ, გოგოა, თუ - ბიჭი

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

26/12/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრიტანეთში  მშობლებს ეკრძალებათ,  სკოლის დამთავრებამდე ბავშვებს მათ სქესზე მიუთითონ. „ბრიტანელებს კი მისალოცად აქვთ საქმე.  ამიერიდან მშობელს არაა აქვს უფლება ბავშვს სკოლის დამთავრებამდე მიუთითოს,  და  იდეოლოგიურად ჩაუნერგოს, რომ ის ან ბიჭია ან გოგო. ბავშვი თვითონ გადაწყვეტს ინგლისში ვინაა საერთოდ და რას წარმოადგენს.  ისე კი არა როგორც ჩვენთან დედას რომ დედა ჰქვია და მამას მამა. ფუ რა სიბნელეა. არა არა რა ევროკავშირი ვინ შეგვიშვებს , ჩვენ ღრუზინ პრავასლავნიკებს, მანდ. რამდენი გვიკლია კიდევ“.  

რეალურად, ბრიტანეთში განათლების დეპარტამენტის მიერ მომზადებული სახელმძღვანელო (guidance) გამოქვეყნდა, რომელიც, პირიქით, გენდერული იდენტობის შეცვლასთან დაკავშირებულ საკითხებში მშობლების როლის გაზრდას ითვალისწინებს.  

 

2023  წლის 19 დეკემბერს ბრიტანეთის განათლების დეპარტამენტმა გამოაქვეყნა  სახელმძღვანელო „Gender Questioning Children. Non-statutory guidance for schools and colleges in England“, რომელიც სკოლებსა და კოლეჯებს პრაქტიკულ რჩევებს აწვდის იმ მოსწავლეებთან დაკავშირებით, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ თავიანთ გენდერს. განათლების დეპარტამენტის მიხედვით, სახელმძღვანელოს  სავალდებულო ხასიათი არ აქვს. აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელო  სამუშაო ვერსიაა და  სანამ 12-კვირიანი კონსულტაციის პერიოდს არ გაივლის, 2024 წლის გაზაფხულის ბოლომდე,  არ ამოქმედდება. 

სახელმძღვანელოს თანახმად, მასზე მუშაობის აუცილებლობა განაპირობა  იმ ბავშვების რაოდენობის მნიშვნელოვანმა  ზრდამ, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ მათ გენდერულ იდენტობას. ამავდროულად, მოსწავლეების მოთხოვნები  „სოციალური ტრანზიციასთან“ (Social Transition) დაკავშირებით,  რომელიც, სახელმძღვანელოს მიხედვით, შეიძლება  მოიცავდეს მოთხოვნას ცალკეული ნაცვალსახელების გამოყენებასთან, უნიფორმის  შეცვლასთან და სხვ., დაკავშირებით, გაიზარდა.

სახელმძღვანელო  ცხადყოფს, რომ სკოლები და კოლეჯები  ბავშვებს „სოციალური ტრანზიციის“ ყველა მოთხოვნას არ უნდა დათანხმდნენ.  იმ ბავშვებთან მიმართებით, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აქცევენ თავიანთ გენდერს,  სკოლებმა და კოლეჯებმა სოციალური ტრანზიციის მოქმედებები პროაქტიულად არ უნდა წამოიწყონ. მოქმედების დასაწყებად ბავშვის თხოვნასთან ერთად, რამდენიმე აუცილებელი ნაბიჯი უნდა გადაიდგას, მათ შორის, პროცესში მშობლების ჩართვა. როდესაც სკოლა განიხილავს მოთხოვნას, მათ უნდა გამოიჩინონ ძალიან ფრთხილი მიდგომა, მათ შორის გამოყონ ლოდინის პერიოდები და  გადაწყვეტილების მიღებამდე მაქსიმალურად ჩართონ პროცესში ბავშვის მშობლები: „მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის მშობლების შეხედულებებს დიდი წონა ჰქონდეს და სათანადოდ იყოს გათვალისწინებული“  

აღნიშნულ სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით, ბრიტანეთში ქალთა და თანასწორობის მინისტრმა კემი ბადენოჩმა ისაუბრა: „ის [სახელმძღვანელო] ცხადყოფს, რომ სკოლებს არ უნდა უწევდეთ მიიღონ ბავშვის  „სოციალური ტრანზიციის“ მოთხოვნა და მასწავლებლები და მოსწავლეებიც არ უნდა იყვნენ წნეხის ქვეშ, გამოიყენონ განსხვავებული ნაცვალსახელები (...) ჩვენთვის ასევე ნათელია, რამდენად მნიშვნელოვანია მშობლების ინფორმირება და ჩართულობა იმ გადაწყვეტილებებში, რომლებიც გავლენას ახდენს მათი შვილების ცხოვრებაზე.

სახელმძღვანელო ასევე უთითებს, რომ ბავშვებმა უნდა მოითხოვონ,  ისარგებლონ იმ  საპირფარეშოებით, საშხაპეებითა და გასახდელი ოთახებით, რომლებიც განკუთვნილია მათი ბიოლოგიური სქესისთვის. ასევე, სკოლებმა უნდა უზრუნველყონ კონკურენტული სპორტის სახეობაში მონაწილეობის მიღება გახადონ სამართლიანი, რაც ნიშნავს, რომ სახეობაში არსებობდეს გოგოებისა და ბიჭებისთვის ცალკე კატეგორიები.

„ყველა სპორტისთვის, სადაც სქესთა შორის ფიზიკური განსხვავებები საფრთხეს უქმნის ბავშვების უსაფრთხოებას,  სკოლამ და კოლეჯმა უნდა მიიღონ მკაფიო წესები, რომლებიც ვალდებულებად აქცევს სპორტის რომელიმე სახეობაში  ცალკეული სქესის მონაწილეობის მიღებას. გამონაკლისი არ დაიშვება“ (..) იმ სპორტისთვისაც კი, სადაც უსაფრთხოებას საფრთხე არ ემუქრება ორივე  სქესის მონაწილეობით, სკოლებმა და კოლეჯებმა უნდა უზრუნველყონ სპორტის სამართლიანობა,  კონკურენტუნარიანი სპორტისთვის“. 

სახელმძღვანელო ასევე ადასტურებს, რომ ერთსქესიან სკოლებს (single-sex school) შეუძლიათ უარი თქვან საპირისპირო სქესის მოსწავლეების მიღებაზე, მიუხედავად იმისა, ბავშვი მის გენდერს  კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, თუ - არა.

ამდენად, მტკიცება, რომ ბრიტანეთში ამიერიდან მშობელს არა აქვს უფლება ბავშვს სკოლის დამთავრებამდე მიუთითოს, რომ ის ბიჭია, თუ -  გოგო, მცდარია. ახალი სახელმძღვანელოს სამუშაო ვერსია, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა,  პირიქით,  გენდერული იდენტობის საკითხებზე სკოლებს მოუწოდებს,  ამ პროცესში მშობლების ჩართვა უზრუნველყონ.  

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#გენდერი
#ბრიტანეთი
#სოციალური ტრანზიცია
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა