„ფაქტ-მეტრის“ შესწორება/გასაჩივრების პოლიტიკა
2013 წლიდან „ფაქტ-მეტრის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პოლიტიკოსების ანგარიშვალდებულების ზრდა და მათ განცხადებებში მოცემული ფაქტების გადამოწმებაა. „ფაქტ-მეტრი“ უშვებს, რომ ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება შეცდეს. შესაბამისად, ჩვენ მიერ შემოწმებული განცხადებების ავტორებს (ან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს), თუ ისინი არ ეთანხმებიან ჩვენს კვლევასა და დასკვნას, „ფაქტ-მეტრი“ სთავაზობს მათი შენიშვნებისა და არგუმენტების წარმოდგენას. ჩვენი გუნდი აანალიზებს შენიშვნებს და არგუმენტების სისწორის შემთხვევაში, განაახლებს ან შეასწორებს კვლევასა და ვერდიქტს. 
განახლება - იმ შემთხვევაში, თუ სტატიას/კვლევას ემატება მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც მანამდე კვლევაში არ ჩანდა, თუმცა ის არ ცვლის ვერდიქტს, ჩვენ სტატიას განვაახლებთ. 
შესწორება - იმ შემთხვევაში, თუ სტატიას დაემატება ინფორმაცია, რომელიც ცვლის ვერდიქტს, ჩვენ სტატიას შევასწორებთ. 
განახლებულ თუ შესწორებულ სტატიას თვალსაჩინო ადგილას მიეთითება, თუ ვისი თხოვნით ან რა არგუმენტის გამო განახლდა/შესწორდა ის. აგრეთვე, მსგავსი სტატიები ხელახლა ქვეყნდება „ფაქტ-მეტრის“ ვებ და სოციალური მედიისგვერდებზე. იმ შემთხვევაში თუკი ორიგინალ პუბლიკაციაში შეუძლებელია ცვლილების შეტანა (მაგ. FactCheck.ge-ის მიერ დარეკლამებული კონტენტი), ხელახლა გამოქვეყნდება მასალა იმავე ფორმატითა და არხით, როგორც ორიგინალი, და თვალსაჩინოდ მიეთითება შეტანილი ცვლილებები.
დაინტერესებულ პირს შეუძლია გამოაგზავნოს დასაბუთებული მოსაზრება შემდეგ იმეილზე info@factcheck.ge, ჩვენს „ფეისბუქ“ გვერდზე (https://www.facebook.com/Factcheck.ge/). შემოსულ წერილს ფაქტ-მეტრის სარედაქციო საბჭო სტატიის ავტორთან ერთად განიხილავს [1].
[1] სარედაქციო საბჭო შედგება სამი რედაქტორისგან. სარედაქციო საბჭოზე გადაწყვეტილება მიიღება 2 ხმით.
თუ თვლით, რომ ფაქტმეტრი არღვევს ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ან/და ევროპულ პრინციპებს, შეგიძლიათ საჩივარი გაუგზავნოთ ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელს (IFCN), რომელიც განიხილავს თქვენს მოთხოვნას. თქვენი მოთხოვნა შეგიძლიათ გააგზავნოთ IFCN-ის ვებ-გვერდზე შემდეგ მისამართზე: https://ifcncodeofprinciples.poynter.org/complaints-policy
ან მიმართეთ ფაქტების გადამოწმების ევროპულ ქსელს (EFCSN), მისამართზე: https://efcsn.com/complaints/
IFCN და EFCSN არ არის სააპელაციო ორგანო, თუმცა კოდექსის სერიოზული დარღვევის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ პროექტს შეუჩერონ ან გაუუქმონ ვერიფიცირებული ხელმომწერის სტატუსი.
2022 წელს შესწორებული მასალები
- იოსებ ხახალეიშვილი: „სულ მოკლე ხანში დაიწყება აღნიშნული ობიექტების [ქუთაისის ასსაფეხურიანი კიბე და კოლხური შადრევანი] რეაბილიტაცია“. https://factcheck.ge/ka/story/41094 
 - სოციალურ ქსელში არესტოვიჩის ციტატა მანიპულაციურად ვრცელდება - https://factcheck.ge/ka/story/40853
 - სალომე ზურაბიშვილი: „შეწყალება შესაძლებელია მაშინ, როდესაც სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდება“. https://factcheck.ge/ka/story/41425
 
2023 წელს შესწორებული მასალები
- ირაკლი კობახიძე: გიორგი ვაშაძე აქირავებს რუს მდგმურზე თავის ბინას - https://factcheck.ge/ka/story/42156
 - დეზინფორმაცია: ოლენა ზელენსკამ Cartier-ის მაღაზიაში მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა - https://factcheck.ge/ka/story/42271
 - [განახლებულია] ინფორმაციას, რომ „ჰამასმა“ ისრაელიდან გატაცებული ბავშვები გალიებში გამოკეტა, ისრაელის გამოცემა არ ადასტურებს - https://factcheck.ge/ka/story/42272
 
2024 წელს შესწორებული მასალები
- [განახლებულია] სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარიზის ოლიმპიადის გახსნისას „საიდუმლო სერობის“ პაროდია აჩვენეს - https://factcheck.ge/ka/story/43098
 
    
- [განახლებულია] სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის Deepfake ვიდეო ვრცელდება - https://factcheck.ge/ka/story/42484
 
    
- გიორგი ვაშაძე VS დიმიტრი ხუნდაძე - https://factcheck.ge/ka/story/42656
 
    
- ლიეტუვა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას გვთხოვდა და თავად რუსეთში საქართველოზე მეტი ღვინო გაყიდა - https://factcheck.ge/ka/story/43320-lietuva-rusetistvis-sanqtsiebis-datsesebas-gvtkhovda-da-tavad-rusetshi-saqartveloze-meti-ghvino-gayida
 
2025 წელს შესწორებული მასალები
- [განახლებულია] ირაკლი კობახიძე: მე ვფიქრობ, ერთი თვე საკმაოდ ნორმალური ვადა იყო იმისთვის, რომ დაკომპლექტებულიყო [ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო] მისია და ჩამოსულიყვნენ, ამას დღეები სჭირდება.
https://factcheck.ge/ka/story/43539