• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ინფორმაცია, რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენების მიერ გურიის დასახმარებლად თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით, არ დასტურდება

ინფორმაცია, რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენების მიერ გურიის დასახმარებლად თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით, არ დასტურდება

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენებმა, გურიის დასახმარებლად დიდი რაოდენობით თანხა ჩარიცხეს

07/03/2025
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენებმა, გურიის დასახმარებლად დიდი რაოდენობით თანხა ჩარიცხეს (1; 2; 3; 4; 5; 6; 7; 8). ჩამოთვლილია ბიზნესმენთა სახელები და მათ მიერ გადარიცხული თანხა. ამასთან, მითითებულია, რომ ინფორმაცია ქართული დიასპორის გადაცემაში გავრცელდა, თუმცა არ აკონკრეტებენ, რომელ გადაცემაზეა საუბარი.


სინამდვილეში, ღია წყაროებში მსგავსი ინფორმაცია არ იძებნება.

Facebook-ზე ინფორმაციის ძიებისას, აღმოჩნდა, რომ ინფორმაციის პირველწყარო Facebook-ანგარიშია, სახელად „სოფიო გასვიანი“. მან პოსტი 2025 წლის 28 თებერვალს, 01:10-ზე გამოაქვეყნა (2025 წლის 7 მარტის მონაცემით, პოსტი წაშლილია).


პოსტს 400-ზე მეტი კომენტარი ჰქონდა, მათ შორის იყო კითხვები, თუ სად, რომელ ფონდში ჩარიცხეს ბიზნესმენებმა ეს თანხა, ან კონკრეტულად რომელ გადაცემაში იყო ამ საკითხზე საუბარი. თუმცა პოსტის ავტორი ამ კითხვებს პასუხს არ სცემდა.

აღსანიშნავია, რომ პოსტი Facebook-ზე 2025 წლის 28 თებერვალს გამოქვეყნდა, პოსტის ავტორი კომენტარების სექციაში წერდა, რომ „როცა საჭირო გახდება“ ყველაფერს გამოაქვეყნებდა, თუმცა 2025 წლის 7 მარტის მონაცემებით, მას ახალი ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია. პირიქით, აღნიშნული პოსტიც წაშალა.

საგულისხმოა, რომ მთავრობას გურიის დასახმარებელი ფონდის შექმნასთან დაკავშირებით, ინფორმაცია არ გაუვრცელებია. რაც შეეხება სხვა ფონდებს, მაგალითად, „ნანუკას ფონდს“, ასევე ჯგუფს „მოხალისეები გურიისთვის“, სადაც ვრცელდება ინფორმაცია ჩარიცხვებთან დაკავშირებით, რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენების მიერ თანხის ჩარიცხვის შესახებ არაფერი დაუწერიათ. ჯგუფში „მოხალისეები გურიისთვის“ ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ გამოქვეყნებულ პოსტებში აღნიშნული ინფორმაცია არ გვხვდება. ამასთან, ერთ-ერთ პოსტში ნანუკა ჟორჟოლიანი წერს ჩარიცხული თანხის რაოდენობას მთლიანობაში და ხარჯებს დეტალურად აქვეყნებს (იხ. ფოტოები ქვემოთ).



საგულისხმოა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარ Facebook-გვერდზე ხშირად აქვეყნებს პოსტებს კონკრეტული პირებისა თუ კომპანიების მიერ ფონდში შეტანილ წვლილთან დაკავშირებით. არცერთ პოსტში ზემოხსენებული ბიზნესმენების გვარები არ გვხვდება.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია ქართულენოვან მედიასაშუალებებს არ გაუვრცელებიათ. ის არც რუსულენოვან პლატფორმებზე არ იძებნება. ინტერნეტსივრცეში ბიზნესმენების სახელების შესახებ ინფორმაცია მწირია. მხოლოდ კლიმენტი კეკუტიაზე იძებნება ინფორმაცია, როგორც ბიზნესმენზე. დანარჩენ პიროვნებებზე ცნობები ძალიან მცირეა.

რაც შეეხება ინფორმაციის გამავრცელებელ Facebook-ანგარიშს „სოფიო გასვიანი“. აღნიშნული Facebook-ანგარიშის სანდოობა საეჭვოა. About (შესახებ) სექციაში მონაცემები არ არის. ამასთან, არ ჩანს არც მეგობრები და ატვირთული ჰქონდა მხოლოდ ოთხი ფოტოსურათი. ვიზუალურად ფოტოებზე გამოსახული პიროვნებები ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ. ოთხიდან ერთი ფოტოსურათი, რომელზეც ჩანდა ქალი ხელში ვარდების თაიგულით, ერთ-ერთ ინსტაგრამ გვერდზე აღმოვაჩინეთ. ფოტო რუმინელ ქალს ეკუთვნის.


ამგვარად, ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენებმა, გურიის დასახმარებლად დიდი რაოდენობით თანხა ჩარიცხეს, არ დასტურდება.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 107 ქვეყანაში განხორციელდა. ექსპორტის მოცულობამ 1.7 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია

    აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 107 ქვ...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • პარლამენტი მუშაობას ოფიციალურად 2 სექტემბრიდან იწყებს და კანონების გაუქმება ვერ მოხდება

    პარლამენტი მუშაობას ოფიციალურად 2 სექტემ...

    მცდარი
    განცხადება არაზუსტია
  • 2012 წლის შემდეგ, ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები გაიზარდა 4-ჯერ… მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები  73%-დან 41%-მდე შემცირდა

    2012 წლის შემდეგ, ჯანდაცვაზე სახელმწიფო...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა