• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

2012-2024 წლებში ჯამში 315,708 მოქალაქით მეტმა დატოვა ქვეყანა, ვიდრე დაბრუნდა

13/05/2025
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

2024 წელს საქართველოს მოქალაქეების ემიგრაციის მაჩვენებელმა რეკორდულად იკლო და მიგრაციული სალდოს (სხვაობა ემიგრანტებსა და იმიგრანტებს შორის) დადებითი ბალანსი დაფიქსირდა. 2024 წლის მონაცემები ქვეყანაში არსებული მიგრაციის ზოგადი ტენდენციისგან რადიკალურად განსხვავებულია.

მიგრაციის მაჩვენებლებს საქსტატი აქვეყნებს, რომელიც შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებს ეყრდნობა. ემიგრანტიც და იმიგრანტიც შეიძლება იყოს როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე. ემიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელმაც საქართველო ბოლო 12 თვეში დატოვა და სხვა სახელმწიფოში სულ მცირე 183 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქვეყნიდან გასვლამდე იყო საქართველო, ანუ წინა 12 თვის მანძილზე, სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა საქართველოში. იმიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელიც საზღვრის გადმოკვეთიდან სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა საქართველოში და საზღვრის კვეთამდე საქართველო მისი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა არ იყო.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 121 425 ადამიანი, ხოლო იმიგრანტების რაოდენობამ 135 811 ადამიანი შეადგინა. გასულ წელს შემცირდა როგორც იმიგრანტების, ასევე ემიგრანტების რაოდენობა. ჯამში, მიგრაციული სალდო დადებითი იყო, ქვეყანაში 14 386 ადამიანით მეტი შემოვიდა, ვიდრე გავიდა.

მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს თუ განვიხილავთ, 2024 წელს ემიგრანტების რაოდენობამ 64,594 შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 60.5%-ით ნაკლებია. ამავე პერიოდში, იმიგრანტების ანუ ქვეყანაში დაბრუნებულთა რაოდენობაც შემცირდა. 2024 წელს საქართველოს მოქალაქეობის მქონე იმიგრანტების რაოდენობა 65,436 იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 28.8%-ით ნაკლებია. 2024 წელს საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში მიგრაციული სალდო ასევე დადებითი იყო, ანუ 842 მოქალაქით მეტი დაბრუნდა ქვეყანაში, ვიდრე გავიდა.

საქსტატმა მოქალაქეობის მიხედვით ემიგრანტების და იმიგრანტების სტატისტიკის წარმოება 2012 წლიდან დაიწყო. ყოველწლიურად საქართველოს უფრო მეტი მოქალაქე ტოვებდა, ვიდრე ბრუნდებოდა. ამ მხრივ გამონაკლისი იყო 2020 წელი, როდესაც დადებითი მიგრაციული სალდო (სხვაობა ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის) დაფიქსირდა, რაც პანდემიით და ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვით იყო განპირობებული. ბუნებრივია, რომ მოქალაქეები ჩაკეტილი საზღვრის პირობებში ემიგრაციაში ვერ მიდიოდნენ. 2021 წელს, როდესაც საზღვრები უცხოეთში კვლავ გაიხსნა, ემიგრაცია მკვეთრად გაიზარდა, ხოლო იმიგრანტთა, ანუ ქვეყანაში შემოსულთა რაოდენობა შემცირდა. 2021-2023 წლებში უარყოფითი მიგრაციული სალდოს რეკორდულად მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება. 2021 წელს მიგრაციული სალდო - 40,825, 2022 წელს -46,397, ხოლო 2023 წელს -71,584 იყო. (იხილეთ გრაფიკი 1).

2012-2024 წლებში ჯამში საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში მიგრაციული სალდო უარყოფითი იყო, ამ პერიოდში ჯამში 315,708 მოქალაქით მეტი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე დაბრუნდა.

გრაფიკი 1: 2012-2024 წლებში საქართველოს მოქალაქეობის მქონე ემიგრანტების და იმიგრანტების რაოდენობა, მიგრაციული სალდო


წყარო: საქსტატი (ეყრდნობა შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებს)

ამრიგად, 2012 წლიდან ყოველწლიურად უფრო მეტი მოქალაქე გადიოდა ქვეყნიდან, ვიდრე ბრუნდებოდა. მიგრაციის ისედაც უარყოფითი მაჩვენებლები 2021-2023 წლებში კიდევ უფრო გაუარესდა და საქართველოს მოქალაქე ემიგრანტების რაოდენობამ, ასევე უარყოფითი მიგრაციულმა სალდომ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. 2024 წელს, წინა წელთან შედარებით 2.5-ჯერ შემცირდა საქართველოს მოქალაქე ემიგრანტების რაოდენობა და დადებითი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა. მონაცემების სანდოობასთან დაკავშირებით საქსტატს მივმართეთ. უწყებაში აცხადებენ: „ჩვენს ხელში არ არის ეს მონაცემები, ჩვენ არ გვაქვს გადამოწმების შესაძლებლობა, შსს-ს რასაც მოგვაწვდის, მის მიერ დაზუსტებულ მონაცემებს, იმ სტატისტიკას ვაქვეყნებთ“. ამრიგად, 2024 წლის მიგრაციის სტატისტიკა მიგრაციის ზოგადი ტენდენციიდან სრულად ამოვარდნილია, თუმცა უცნობია, ამგვარი ცვლილება რა ფაქტორებმა განაპირობა.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა