საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, "EBRD-ისთვის 2016 წელი, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების კუთხით, სარეკორდო იყო - ისტორიულად, ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საქართველოში, რომლის გაზრდა წელსაც იგეგმება. მათი მოლოდინები ძალიან პოზიტიურია".
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი - EBRD" 1991 წლიდან არსებობს. ბანკი აქტიურად საქმიანობს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, აფინანსებს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში განსახორციელებელ პროექტებს და ხელს უწყობს სახელმწიფოთა მდგრად ეკონომიკურ თუ დემოკრატიულ განვითარებას.
2016 წლის დეკემბერში შემუშავებულ სტრატეგიულ დოკუმენტში EBRD საქართველოში საქმიანობის 4 ცენტრალურ საინვესტიციო მიმართულებას გამოყოფს:
წყარო: EBRD-ის რეგიონული ოფისი საქართველოში
დასკვნა
"ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა" საქართველოში მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო და ჯამში 3 მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიცია განახორციელა. აქედან 91% კერძო, ხოლო 9% საჯარო სექტორში. 2016 წელს ბანკის მიერ საქართველოში დაბანდებული თანხა (როგორც გაცემული სესხების, ისე გაცემული გრანტების სახით) 248 მლნ ევროს შეადგენს და წინა წლების ანალოგიურ მონაცემებს აჭარბებს.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადება სიმართლეს შეესაბამება საქართველოსთან დაკავშირებით "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის" პოზიტიური პროგნოზის ასპექტშიც. EBRD-ის სტრატეგიულ დოკუმენტში საუბარია ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში შენელებულ ეკონომიკურ ზრდაზე, აღნიშნულის მიზეზად კი ნეგატიური რეგიონული ფაქტორებია დასახელებული. მიუხედავად არსებული რეცესიისა, EBRD-ის მიხედვით, საქართველოში არსებობს სტაბილური, ხელსაყრელი ბიზნესგარემო, ქვეყანა განაგრძობს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული სტანდარტების დანერგვასა და კანონმდებლობის მოდერნიზებას.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის სიმართლე.
- ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებულ სტანდარტებთან შესაბამისი ინოვაციური პროექტების დაფინანსება კერძო სექტორში;
- კომერციული ბანკების საფინანსო შუამავლობის ხელშემწყობი პროექტების დაფინანსება;
- რეგიონში საქართველოს ტრანზიტული პოტენციალის გამაძლიერებელი პროექტების დაფინანსება;
- საქართველოს ენერგო ეფექტიანობის ხელშემწყობი პროექტების დაფინანსება.
![image001](http://factcheck.ge/storage/files/wp/2017-03-image001.png)