• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
რაში იხარჯება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი?

რაში იხარჯება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი?

24/01/2017
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print
საზოგადოებაში ხშირად ისმის კითხვები - საერთოდ საჭიროა თუ არა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო როგორც ცალკე ორგანო, რას ემსახურება ის და რაში იხარჯება გადასახადების გადამხდელების ფული. ფაქტ-მეტრმა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების შესწავლა გადაწყვიტა. 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება წინა წელთან შედარებით 46.8 მლნ ლარით გაიზარდა და 136.8 მილიონი ლარი შეადგინა. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მომუშავეთა რიცხოვნობა 349-ს შეადგენს, შრომის ანაზღაურების ფონდი კი 3.9 მილიონი ლარია. აღსანიშნავია, რომ ეს თანხა წინა წელთან შედარებით 674 ათასი ლარითაა შემცირებული. სამინისტროს ბიუჯეტი 4 პროგრამას აერთიანებს. ესენია: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მართვა; სპორტის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებები; სპორტის სფეროში დამსახურებულ მოღვაწეთა სოციალური დაცვის ღონისძიებები და ახალგაზრდობის სფეროში სახელმწიფო ხელშეწყობის ღონისძიებები. თითოეული პუნქტისათვის 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხები კი ასე გამოიყურება:   ცხრილი 1: სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტი (2017 წელი)
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება სპორტის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებები სპორტის სფეროში დამსახურებულ მოღვაწეთა სოციალური დაცვის ღონისძიებები ახალგაზრდობის სფეროში სახელმწიფო ხელშეწყობის ღონისძიებები
2 850 000 124 085 000 6 040 000 3 845 000
  ჩვენ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ 2010-2016 წლებში უწყების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ჩამონათვალი და მათი ბიუჯეტი გამოვითხოვეთ. სამინისტროს ინფორმაციით, უწყების დაფინანსებაზე სულ 7 ორგანიზაცია იმყოფება. ესენია:
  • სსიპ - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი;
  • სსიპ - ქართული სპორტის მუზეუმი;
  • სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
  • სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯი;
  • ააიპ - საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდი;
  • სსიპ - საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი;
  • სსიპ - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი.
აღნიშნული ორგანიზაციებისთვის 2010-2016 წლებში სახელმწიფოდან გამოყოფილი თანხების მოცულობა ასე გამოიყურება:   ცხრილი 2: სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბიუჯეტი 2010-2016 წლებში (ათას ლარებში)
ორგანიზაცია 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 სულ
ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრი 403.1 1034.7 2887.6 2867.8 2314.5 1859.8 2290.5 13658
ქართული სპორტის მუზეუმი - 39.8 40.0 40.0 50.0 69.84 70.0 310
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტი - - - 219.7 412.1 737.56 1100.0 2469
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კოლეჯი - - - - 155.0 248.79 350.0 754
ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი - - - - - - 10960.0 10960 
ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი 67.6 741.0 1069.7 974.2 1186.2 1225.75 1537.0 6801
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი 650.5 5458.5 5876.1 2486.9 2739.4 2555.55 3477.6 23224
სულ 1121.2  7274.0  9873.4  6588.6  6857.2  6697.29  19785.1  58177
წყარო: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო   აქვე აღსანიშნავია, რომ 2015 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფეხბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 7 მილიონი ლარი გამოიყო. 2016 წელს კი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი დაფუძნდა. 2016 წელს ფონდის ბიუჯეტი 11 მლნ ლარს შეადგენდა. ამასთან, 2016 წელს საქართველოს მთავრობამ ფეხბურთის განვითარების 2016-2020 წლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ დადგენილება მიიღო. დადგენილების მიხედვით, 2016-2020 წლებში პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებისთვის საჭირო თანხად 265.7 მლნ ლარი განისაზღვრა.
თეგები:
დავით ბატაშვილი
ბესო ნამჩვაძე
ნატალია ვახტანგაშვილი
ნატალია ვახტანგაშვილი

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა