• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
2016-2017 წლების ზამთრის ტურისტული სეზონი ციფრებში

2016-2017 წლების ზამთრის ტურისტული სეზონი ციფრებში

04/04/2017
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print
გასული წელი ტურისტების ზრდის თვალსაზრისით საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. 2016 წელს საქართველოს 6 350 ათასი ვიზიტორი ესტუმრა, მათი 43% კი ტურისტი იყო (ტურისტი არის ვიზიტორი, რომელიც ქვეყანაში 24 საათზე მეტი დროით რჩება). 2016-2017 წლების ზამთრის ტურისტული სეზონის (დეკემბერი-მარტი) დასრულების შემდეგ კი, ჩვენ დავინტერესდით, რამდენი ვიზიტორი ესტუმრა საქართველოს ამ პერიოდში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით საქართველოში 1 752 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 9%-ით აღემატება.   ცხრილი 1: 2011-2017 წლებში, დეკემბერ-მარტის პერიოდში, ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა
წლები დეკემბერი იანვარი თებერვალი მარტი სულ ზრდა
2011-2012 282 420 226 964 185 113 265 127 959 624 -
2012-2013 373 294 280 023 291 659 363 676 1 308 652 36%
2013-2014 392 628 320 005 295 434 394 884 1 402 951 7%
2014-2015 435 446 309 753 293 152 386 257 1 424 608 1.5%
2015-2016 465 985 323 159 360 402 451 737 1 601 283 12%
2016-2017 486 141 387 070 368 010 511 045 1 752 266 9%
  როგორც ცხრილიდან ჩანს, 2011-2012 წლების ზამთრის ტურისტული სეზონიდან დღემდე, ქვეყანაში ამ პერიოდში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ყველაზე მაღალი ზრდა 2012-2013 წლების შესაბამის პერიოდში დაფიქსირდა. რაც შეეხება ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობას, ბოლო ოთხი წლის მაჩვენებლების მიხედვით, ზამთრის ტურისტულ სეზონზე ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობაც ძირითადად მზარდია.   ცხრილი 2: 2013-2017 წლებში, დეკემბერ-მარტის პერიოდში, ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობა
წლები დეკემბერი იანვარი თებერვალი მარტი სულ ზრდა
2013-2014 145 642 122 996 108 685 144 934 522 257 -
2014-2015 145 946 111 908 101 046 136 389 495 289 -5%
2015-2016 155 048 116 369 120 215 170 835 562 467 14%
2016-2017 177 982 154 083 139 918 219 642 691 625 23%
  ჩვენ დავინტერესდით, რამდენად დატვირთული იყო უშუალოდ ზამთრის კურორტები 2016-2017 წლების დეკემბერ-თებერვლის სეზონზე (მარტის სტატისტიკა ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის). ვინაიდან სხვადასხვა კურორტზე ჩასული დამსვენებლების დაზუსტებული მონაცემები არ არსებობს, მიახლოებითი სურათის წარმოსაჩენად ჩვენ "მთის კურორტების კომპანიის" მიერ მოწოდებული ინფორმაცია გამოვიყენეთ. აღნიშნული კომპანია (ელექტრონული ბაზის საშუალებით - SKIDATA) საბაგიროებზე გაყიდული ბილეთების რაოდენობით ვიზიტორთა დაახლოებით რაოდენობას ადგენს.   ცხრილი 3: საბაგიროებზე ვიზიტორების საშუალო რაოდენობა 2016-2017 წლების სეზონზე (დეკემბერი-თებერვალი)
წელი 2016 დეკემბერი 2017 იანვარი 2017 თებერვალი ჯამი
თეთნულდი 513 4 001 3 751 8 265
ჰაწვალი 1 221 3 059 3 582 7 862
გოდერძი 1 533 2 915 1 013 5 461
გუდაური 68 805 103 612 97 782 270 199
ბაკურიანი 22 541 93 739 60 335 176 615
  2016-2017 წლების ზამთრის სეზონზე კურორტ თეთნულდის საბაგიროს 8 265 ვიზიტორი ეწვია, დაახლოებით იგივე რაოდენობა დაფიქსირდა ჰაწვალის საბაგირო ქსელზე. ამ მონაცემების მიხედვით, ყველაზე მცირე რაოდენობის ვიზიტორი გოდერძის საბაგიროებზე დაფიქსირდა, ყველაზე დიდი რაოდენობით კი, გუდაურის საბაგიროებზე - 270 199. ხოლო, ბაკურიანის საბაგიროებით 176 615-მა ტურისტმა ისარგებლა. რაც შეეხება წლევანდელი სეზონის მონაცემების გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებას, მსგავსი შედარების გაკეთება მხოლოდ გუდაურის მაგალითზე შეგვიძლია. როგორც აღვნიშნეთ, 2016-2017 წლების დეკემბერ-თებერვლის პერიოდში გუდაურის საბაგიროებზე ჯამში 270 199 ვიზიტი დაფიქსირდა, 2015-2016 წლების დეკემბერ-მარტში ეს მაჩვენებელი 201 821 იყო, 2014-2015 წლების ზამთრის სეზონზე კი - 171 983. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის მარტში გუდაურის საბაგიროებზე დაფიქსირებული ვიზიტორების რაოდენობა ჯერ ცნობილი არაა, წლევანდელი სეზონის სამ თვეში დაფიქსირებული მაჩვენებლები წინა წლების სრულ მონაცემებს უკვე აღემატება, რაც იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ ქართული ზამთრის კურორტების პოპულარობა იზრდება.
თეგები:
მიხეილ დუნდუა
ალექსანდრე ელისაშვილი
პროფესიული განათლება
ანი ნადირაშვილი
ანი ნადირაშვილი

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა