• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ბოლნისმა ივანიშვილისგან მიღებული შანსი ჯერ ვერ გამოიყენა

ბოლნისმა ივანიშვილისგან მიღებული შანსი ჯერ ვერ გამოიყენა

29/06/2017
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print
გასულ წელს, ე.წ. წინასაარჩევნო რეგიონალური ტურნეს ფარგლებში, ქვემო ქართლის ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილი შეხვდა. მედიის წარმომადგენლებმა ივანიშვილს რეგიონში არსებულ პრობლემებზე კითხვები დაუსვეს. საუბარი შეეხო ბოლნისში გერმანული უბნების რეაბილიტაციის საჭიროებას. კითხვაზე, შეძლებს თუ არა ფონდი „ქართუ“ ამ კუთხით ბოლნისის მუნიციპალიტეტის დახმარებას, ივანიშვილმა უპასუხა: „შევეცდები [ეს საკითხი] ურიგოდ განიხილონ“. ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, მოჰყვა თუ არა განვითარება ამ თემას და რა შედგი დადგა დაპირებიდან ცხრა თვის შემდეგ. ბოლნისის გამგეობაში ფაქტ-მეტრს განუცხადეს, რომ შედეგებზე საუბარი ჯერ ადრეა. გამგებელი დავით შერაზადიშვილი ამბობს, რომ ბოლნისის ისტორიული, გერმანული უბნების რეაბილიტაციის წინასაპროექტო დოკუმენტაციას ფონდ „ქართუს“ დაახლოებით ორ კვირაში გადაუგზავნიან. „არათუ უშუალოდ რეაბილიტაციას, ამ ისტორიული სახლების საპროექტოების მომზადებასაც დიდი თანხები სჭირდება. საშუალოდ, ერთი სახლის საპროექტოს მომზადება 20 ათასი ლარი ჯდება. ჩვენ რომ ასამდე სახლის საპროექტო მოვამზადოთ, ამას ბოლნისის ბიუჯეტი ვერ გაწვდება. ამიტომ, ფონდ „ქართუში“ გადასაგზავნად, ჩვენ წინასაპროექტო დოკუმენტაციას ვამზადებთ. უკვე გვაქვს 68 სახლის აზომვითი ნახაზები, 12 სახლს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, პარალელურად მიმდინარეობს სახლების პასპორტიზაცია. ორ კვირაში სრულად გვექნება ასამდე სახლის წინასაპროექტო დოკუმენტაცია და გავაგზავნით“, - აცხადებს ბოლნისის გამგებელი. გამგებლის თქმით, „ქართუში“ 2-3 გერმანული სახლის საპროექტოს გაგზავნას მათ არჩიეს, სრულად შეექმნათ სარეაბილიტაციო უბნების სურათი და ისე გაეგზავნათ. შერაზადიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ალბათ ორ თვეში მათ რეაბილიტაციის საკითხზე კონკრეტული პასუხი ექნებათ. გერმანელები საქართველოში ორასი წლის წინ ჩამოსახლდნენ. მათი კოლონიების ნაწილი შეიქმნა ქვემო ქართლის რეგიონშიც. ერთ-ერთი მათგანი, კატარინენფელდად წოდებული დღევანდელი ქალაქ ბოლნისის ტერიტორიაზე დაარსდა. თუმცა, ეს თანაცხოვრება დროებითი აღმოჩნდა. 1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ყველა გერმანელი გადაასახლეს. დღეს, ბოლნისში, მხოლოდ 12 შენობას აქვს მინიჭებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. არადა, მათ გარდა ათობით სახლი და გერმანული მარანია, რომელიც ასევე იმ პერიოდშია აშენებული და იმავე იერსახით არსებობს. საცხოვრებელი სახლების გარდა არის სხვა დანიშნულების შენობებიც, მათ შორის მცირე საწარმოებისთვის აშენებული ნაგებობები და ყოფილი ლუთერანული ეკლესია, სადაც ახლა ბოლნისის სპორტულული კომპლექსი ფუნქციონირებს. თანამედროვე ბოლნისის ქუჩებში სამი ტიპის ტენდენციას ვხედავთ: გერმანული სახლები, რომელიც დრომ და წლების განმავლობაში მიუხედავობამ, თითქმის გაქრობის პირას მიიყვანა. ასეთი შენობები უკვე ნანგრევებს წარმოადგენენ; გვხვდება გერმანული სახლები, რომლებიც თანამედროვე ბოლნისელებმა გადააკეთეს; მესამე ტენდენციას ქმნიან ისტორიული სახლები, რომლებმაც ამ დრომდე შეინარჩუნეს თავისი იერსახე, თუმცა რეაბილიტაციას საჭიროებენ.
თეგები:
მედეა აბაშიძე
ახმეტა - თელავის № 28 საარჩევნო ოლქი
სკოლები
სასკოლო ჩანთები
Telegraph
დედოლარიზაცია
ანა მოსაშვილი
ქამრან მამედოვი
მანონ ბოკუჩავა
მანონ ბოკუჩავა

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა