• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ბათუმის მერიის 20 ავტომობილის საწვავისა და ტექნიკური მომსახურებისთვის 2013 წლიდან 2018 წლის ივლისამდე 1 257 952 ლარი დაიხარჯა

ბათუმის მერიის 20 ავტომობილის საწვავისა და ტექნიკური მომსახურებისთვის 2013 წლიდან 2018 წლის ივლისამდე 1 257 952 ლარი დაიხარჯა

გადასახადების გადამხდელებს რომ ბიუროკრატიის შენახვა ნაკლები უნდა უჯდებოდეთ, ამის შესახებ ახალმა

28/08/2018
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

გადასახადების გადამხდელებს რომ ბიუროკრატიის შენახვა ნაკლები უნდა უჯდებოდეთ, ამის შესახებ ახალმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე განაცხადა. ადმინისტრაციული, იგივე ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლება ხშირად საუბრობს. ფაქტ-მეტრი ყოველ ასეთ განცხადებას ამოწმებს და აანალიზებს. ამჯერად, გადავწყვიტეთ დაგვეთვალა, რამდენს ხარჯავს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ავტომობილების მოვლა-შენახვასა და საწვავზე.

ბათუმის მერიიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად,  ადგილობრივ ბიუჯეტს ოცი ერთეული ავტომობილის შენახვა უწევს. ამ ავტომობილებიდან ყველაზე ძვირადღირებულია Toyota Camry, რომლითაც ბათუმის მერი ლაშა კომახიძე გადაადგილდება. ამ ავტომობილის ფასი 43 274 ლარია, თუმცა, ფაქტ-მეტრისთვის მოწოდებული ინფორმაციით, ის მერიას 2009 წელს უსასყიდლოდ გადაეცა. 2013 წელს გამოშვებული Kia Cerato-თი, რომელშიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2013 წელს 32 590 ლარია გადახდილი, ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე სარგებლობს. იმავე მარკის, ოღონდ 2011 წელს გამოშვებული ავტომობილი, რომელიც მერიამ 30 000 ლარად შეიძინა, მერის მოადგილე ლელა სურმანიძეს ემსახურება. გარდა ამისა, მერიის ადმინისტრაციისა და შიდა აუდიტის სამსახურის განკარგულებაშია კიდევ ხუთი ავტომობილი. აქედან ერთი, 2016 წელს გადაცემულია უსასყიდლოდ, ხოლო დანარჩენი ოთხი ავტომობილი, რომლებიც შეძენილია 2008-2010 წლებში, ბიუჯეტს ჯამში 67 660 ლარი დაუჯდა.

რაც შეეხება დანარჩენ ავტომობილებს, ისინი მერიის სამსახურებს შორის ასეა გადანაწილებული:

 

ცხრილი 1: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების განკარგულებაში არსებული ავტომობილები და მათ შესაძენად ბიუჯეტიდან გადახდილი თანხა

სამსახური ავტომობილის შეძენის წელი ღირებულება    შენიშვნა
მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახური 2011 30 000  
მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის საინვესტიციო პოლიტიკის და საგრანტო პროგრამების მართვის განყოფილება 2017 18 942 მიღებულია უსასყიდლოდ
მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის საკუთრების აღიარების განყოფილება 2016 3 654 მიღებულია უსასყიდლოდ
მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება 2010 9 900  
მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება 2015 4 975 მიღებულია უსასყიდლოდ
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური 2008 23 850  
განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური 2011 30 000  
ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური 2008 23 850  
ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის საპროექტო და სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილება 2008 23 850  
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური 2008 23 850  
მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური 2008 23 850  
სულ (უსასყიდლოდ გადაცემული ავტომანქანების ღირებულების გარეშე)   189 150  

წყარო: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

 

როგორც ვხედავთ, ცხრილში მოცემული ავტომობილებიდან სამი მერიას უსასყიდლოდ გადაეცა, ხოლო დანარჩენი რვა ერთეული ავტომობილის შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 189 150 ლარია გადახდილი. თუ ამას ვიცე-მერის, მერის მოადგილისა და მერიის ადმინისტრაციის განკარგულებაში არსებული ავტომობილების შესაძენად გახარჯულ თანხასაც დავუმატებთ, გამოვა, რომ თხუთმეტი ერთეული ავტომობილი მერიამ 319 400 ლარად შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ავტოპარკს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხუთი ავტომანქანა შეემატა. აქედან ოთხი ერთეული მერიას უსასყიდლოდ გადაეცა. ჩვენ დავინტერესდით, ვის მიერ და რა პირობებით განხორციელდა ჩუქება. მერიის პრესსამსახურის უფროსის განმარტებით, ავტომანქანები თვითმმართველობას გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ ფარგლებში გადაეცა.

რაც შეეხება 20 ავტომანქანის საწვავისა და ტექნიკური მომსახურების ხარჯებს, ეს მონაცემები 2013 წლიდან მიმდინარე პერიოდის ჩათვლით გამოვითხოვეთ.

 

ცხრილი 2: ქალაქ ბათუმის მერიის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის გაწეული ხარჯი 2013 წლიდან 2018 წლის 1 ივლისამდე

წელი გახარჯული საწვავის ოდენობა, ლიტრი საწვავში გახარჯული თანხა, ლ ტექმომსახურებაში გახარჯული თანხა, ლ სულ გახარჯული თანხა, ლ
2013 115 249 217 307 68 590 285 897
2014 133 564 243 266 81 105 324 371
2015   85 211 139 114 51 319 190 433
2016   87 440 121 278 45 223 166 501
2017   95 261 175 015 54 449 229 464
2018 (ექვსი თვე)   23 754   49 246 12 040 61 286

წყარო: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

 

სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურებისა და საწვავისთვის ყველაზე მეტი, 324 371 ლარი, 2014 წელს გაიხარჯა. ამის შემდეგ, 2015 და 2016 წლებში კლება შეინიშნება, მაგრამ 2017 წელს გახარჯული საწვავის რაოდენობაცა და ხარჯიც მკვეთრად იმატებს.

მერიამ არ მოგვაწოდა ინფორმაცია, რამდენი ლარის გახარჯვა იგეგმება ტექნიკური მომსახურებისა და საწვავისთვის 2018 წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, მიმდინარე წლის საპროგნოზო მაჩვენებელს 2017 წელს გაწეულ მთლიან ხარჯთან ვერ შევადარებთ. თუმცა, თუ მხოლოდ 2018 წლის ექვსი თვის ხარჯს ავიღებთ და საშუალო  მაჩვენებელს გამოვიყვანთ, გამოვა, რომ ამ დროის განმავლობაში ერთი ავტომობილის საწვავისა და ტექნიკური მომსახურებისთვის უკვე გაიხარჯა საშუალოდ 3 064 ლარი. 2013 წლიდან დღემდე კი ოცი ავტომობილის საწვავი და ტექნიკური მომსახურება ადგილობრივ ბიუჯეტს 1 257 952 ლარი დაუჯდა.

რაც შეეხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მოთხოვნის მიუხედავად, ანალოგიური მონაცემები საკანონმდებლო ორგანოსგან არ მიგვიღია. საკრებულოს გვერდზე პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციით კი ირკვევა, რომ მათი მოვლა-შენახვისთვის (საწვავის გარეშე) 2017 წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან 90 195 ლარი გაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ჩატარებულ კვლევაში - „ბიუროკრატიული სისტემების გამოწვევები“ - საუბარია სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებულ ხარჯებსა და რაციონალურ განკარგვაზე. კვლევაში მოყვანილია მაგალითი გაერთიანებულ სამეფოში ავტოპარკით მომსახურების მოდელზე. მასში ნათქვამია, რომ ავტოპარკის მომსახურებას მოხელეებს აწვდის „სახელმწიფო სამსახურის სამთავრობო ავტომობილების სერვისი“, რომელიც სატრანსპორტო დეპარტამენტის ნაწილია. სამსახურს დაახლოებით 90 მანქანა ჰყავს. სამსახური აღრიცხავს თითოეული თანამდებობის პირის მიერ ავტომობილის გამოყენებას და ინტერნეტში აქვეყნებს ინფორმაციას თანამდებობის პირის ვინაობის, გამოყენების რაოდენობისა და პერიოდის შესახებ.

ნაზი რეხვიაშვილი
ნაზი რეხვიაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა