• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების სტატისტიკა

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების სტატისტიკა

ერთიანი ეროვნული გამოცდების აბიტურიენტების მიერ დაძლევა/ვერ დაძლევის საკითხი, წარმოადგენს ერთ-ერთ

20/10/2018
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

ერთიანი ეროვნული გამოცდების აბიტურიენტების მიერ დაძლევა/ვერ დაძლევის საკითხი, წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რისი მეშვეობითაც ფასდება სასკოლო განათლების წარმატებულობის ხარისხი.

ფაქტ-მეტრმა გაანალიზა 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და გამოყო მიღწეული შედეგების და არსებული „ჩავარდნების“ ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი.

2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია გაიარა 40 405-მა აბიტურიენტმა, რეგისტრირებული აბიტურიენტებიდან, გამოცდაზე გავიდა 36 497 აბიტურიენტი, სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს სასწავლებლებში მოიპოვა 26 696 მათგანმა, ხოლო მოსამზადებელ პროგრამებზე 1 211 აბიტურიენტმა. საგამოცდო ზღვარს მიღმა დარჩა (ერთ საგანში მაინც ჩაიჭრა) 8 590 აბიტურიენტი, რაც საერთო რაოდენობის 24.4%-ია (იხ. ცხრილი1).

 

ცხრილი 1: 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები 

წელი

რეგისტრირებული აბიტურიენტები გამოცდაზე გასული წარმატებით გადალახა

საგამოცდო ზღვარს მიღმა დარჩა

2018

 40 405  36 497  27 907  

8 590

წყარო: შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი

 

რაც შეეხება სახელმწიფო გრანტს, 2018 წლის მონაცემებით, 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 1 011-მა აბიტურიენტმა, 70%-იანი გრანტი - 1 455-მა, ხოლო 50%-იანი გრანტი - 4 077-მა აბიტურიენტმა. მოსამზადებელ პროგრამებზე სახელმწიფო 100%-იანი გრანტი მოიპოვა 187-მა აბიტურიენტმა (იხ. ცხრილი2).

 

ცხრილი 2: 2018 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სახელმწიფო გრანტის განაწილება აბიტურიენტთა რაოდენობის მიხედვით

წელი გრანტი 100% გრანტი 70% გრანტი 30% მოსამზადებელი პროგრამები

გრანტი 100%

2018

 1 011  1 455  4 077  

187

წყარო: შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი

 

მნიშვნელოვანია ცალკეული საგნების მიხედვით საგამოცდო მინიმალურ ზღვარს მიღმა დარჩენილი აბიტურიენტების სტატისტიკაც. 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე უფრო პრობლემური საგანი, მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვის თვალსაზრისით, იყო მათემატიკა. მათემატიკის გამოცდაზე გასული აბიტურიენტებიდან დაახლოებით 24%-მა საგამოცდო ზღვარი ვერ გადალახა. კიდევ ერთი რთულად გადასალახი გამოცდა აბიტურიენტებისთვის ზოგადი უნარები აღმოჩნდა. უნარების გამოცდაზე გასული 36 224 აბიტურიენტიდან, 5 107 აბიტურიენტი ჩაიჭრა, რაც საერთო რაოდენობის 14%-ია. აბიტურიენტების დაახლოებით 7% ქართული ენის გამოცდაზე, ხოლო 4% უცხო ენის გამოცდაზე დარჩა საგამოცდო მინიმალური კომპეტენციის ზღვარს მიღმა.

რაც შეეხება გასული წლების სტატისტიკას, შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიხედვით, 2012 წლის ეროვნულ გამოცდებზე ერთ საგანში მაინც ჩაიჭრა აბიტურიენტების 26%. 2013 წელს ეს რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა - 31%-მა ვერ შეძლო საგამოცდო მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა ერთ საგანში მაინც. ჩაჭრილი აბიტურიენტების გაზრდილი პროცენტული მაჩვენებელი შესაძლოა უკავშირდებოდეს 2013 წლის სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს. 2013 წელს საატესტატო გამოცდები არ ჩატარებულა ერთიანი კომპიუტიზირებული პრინციპით, თითოეულმა სკოლამ ინდივიდუალურად წარმართა საატესტატო გამოცდები, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსწავლეთა დიდი ნაწილი წინასწარ ფლობდა საგამოცდო ტესტების ნიმუშებს, შესაბამისად, საატესტატო გამოცდებმა ვერ უზრუნველყო ეროვნულ გამოცდებზე გაეშვა აბიტურიენტთა ის ბირთვი, რომელსაც შეეძლო გადაელახა კომპეტენციის მინიმალური ზღვარი. 2014 წელს საგამოცდო ზღვარს მიღმა დარჩენილი აბიტურიენტების პროცენტული მაჩვენებელი ისევ შემცირდა, ამჯერად, აბიტურიენტების 24% დარჩა ერთ საგანში მაინც საგამოცდო ზღვარს მიღმა, 2015, 2016 წლებში ეს რიცხვი ისევ გაიზარდა 27% და 28%-მდე. 2017 წლის შედეგები გაუტოლდა 2012 წლის შედეგებს - საგამოცდო მინიმალური კომპეტენციის ზღვარს მიღმა აბიტურიენტების 26% დარჩა. აღსანიშნავია, რომ 2012-2017 წლებში ამ მიმართულებით ვითარება არ გამოსწორებულა, აბიტურიენტთა მეოთხედზე მეტს, კვლავ, არ შეუძლია დაძლიოს გამოცდების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. აღსანიშნავია, რომ წლიდან-წლამდე ზოგიერთ საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი იკლებს ან/და ტესტები მარტივდება, თუმცა აბიტურიენტთა შედეგებზე ეს გარემოება არ აისახება (იხ. გრაფიკი1).

 

გრაფიკი 1: 2012-2017 წლებში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საგამოცდო ზღვარს მიღმა დარჩენილი აბიტურიენტების წილი

graw1

წყარო: შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში რეპეტიტორების ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტრო ოფიციალურად არ საუბრობს, არსებული ცოდნაა, რომ ხშირად აბიტურიენტები გამოცდების ჩაბარებას სწორედ რეპეტიტორებთან აქტიური მომზადების ხარჯზე ახერხებენ.

ირინა გურგენაშვილი
ირინა გურგენაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა