• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
2025 წლის მონაცემებით, აჭარის მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა, თუმცა წლებია, შობადობა იკლებს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა მზარდია

2025 წლის მონაცემებით, აჭარის მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა, თუმცა წლებია, შობადობა იკლებს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა მზარდია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის რიცხოვნობა გაზრდილია. ეს მაშინ, როცა ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა იკლებს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა იმატებს

16/10/2025
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის რიცხოვნობა გაზრდილია. ეს მაშინ, როცა ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა იკლებს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა იმატებს (როგორც ირკვევა, საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა, აქ მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების რიცხოვნობის ზრდის ხარჯზე. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია). „ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, როგორია დემოგრაფიული სურათი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ჩვენ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები შევისწავლეთ. საწყის მაჩვენებლად, პირობითად, პანდემიამდელი 2019 წელი ავიღეთ.

ცხრილი 1. აჭარის მოსახლეობის რიცხოვნობა მუნიციპალიტეტების მიხედვით, 2019-2025 წლები, ათასი


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ცხრილი 1 აჩვენებს, რომ საანგარიშო პერიოდში, მოსახლეობის რიცხოვნობა გაზრდილია, ძირითადად, ბათუმის მუნიციპალიტეტში. განსაკუთრებით თვალშისაცემია 2023 წელი, როცა ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა, 2022 წელთან შედარებით, 5,500 ადამიანით გაიზარდა. სხვადასხვა ექსპერტის მოსაზრებით, ეს, შესაძლოა, უკავშირდებოდეს რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს, რის შემდეგაც საქართველოში ათასობით რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. მათი ნაწილი დარჩა და აქ თავისი კომპანიები დააფუძნა. მათთვის როგორც საცხოვრებლად, ისე ბიზნესსაქმიანობისთვის, განსაკუთრებით საინტერესო ლოკაციებს შორის, ბათუმი ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევით, რომელიც საქსტატის მონაცემებს ეფუძნება, 2022 წლიდან 2024 წლის 1 ივნისამდე, რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 34 ათასზე მეტი კომპანია დააფუძნეს. საინტერესოა, რომ საქსტატს გამოქვეყნებული აქვს რეგიონებში ახალი საწარმოების დაბადების სტატისტიკა 2014-2023 წლების მიხედვით. ამ მონაცემებით, 2014 წლიდან მოყოლებული, აჭარაში არასდროს იმდენი ახალი საწარმო არ „დაბადებულა“, რამდენიც 2022-2023 წლებში, შესაბამისად, 7469 და 6 880. ახლად დარეგისტრირებული ეკონომიკური სუბიექტების რაოდენობა კი, 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 9 013-ს შეადგენს. მოსახლეობის 2024 წლის აღწერის წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ 10-წლიან პერიოდში საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა შემცირდა, საერთო მოსახლეობის ზრდა კი უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობის მკვეთრი მატების შედეგია. სავარაუდოდ, აჭარაშიც მოსახლეობის რაოდენობა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხარჯზე გაიზარდა. თუმცა ამაზე დადასტურებულად საუბარს 2026 წელს შევძლებთ, როცა საქსტატი 2024 წელს ჩატარებული აღწერის სრულ შედეგებს გამოაქვეყნებს.

აჭარის მოსახლეობის რეკორდულად ზრდა კითხვებს აჩენს იმიტომ, რომ, ბოლო რამდენიმე წელია, ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა იკლებს. კერძოდ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2024 წელს ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობამ 4 892 შეადგინა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 154-ით ნაკლებია. პარალელურად, შარშან გარდაცვლილთა მაჩვენებელი გაიზარდა და 3 457-ს მიაღწია. ეს კი 171-ით აღემატება 2023 წელს გარდაცვლილთა რაოდენობას.

ცხრილი 2. ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა აჭარის მუნიციპალიტეტების მიხედვით, 2019-2024 წლები


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ცხრილი 3. გარდაცვლილთა რიცხოვნობა აჭარის მუნიციპალიტეტების მიხედვით, 2019-2024 წლები


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

თუ ცხრილ 2-სა და ცხრილ 3-ს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ 2019-2024 წლებში აჭარაში, ჯამურად, 31,906 ადამიანი დაიბადა, ხოლო 22,437 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამისად, ბუნებრივმა მატებამ (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა შორის) 9,469 ადამიანი შეადგინა. ამავე პერიოდში კი, 2019 წელთან შედარებით, აჭარის მოსახლეობის რიცხოვნობა 17,700-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ბუნებრივი მატების მაჩვენებელს, აჭარაში მუნიციპალიტეტებში ასეთი სურათი გვაქვს:

ცხრილი 4. ბუნებრივი მატება აჭარის მუნიციპალიტეტების მიხედვით, 2019-2024 წლები


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც ცხრილი 4 აჩვენებს, საანგარიშო პერიოდში ბუნებრივი მატების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო 2019 წელს. პანდემიურ წლებში ის შემცირდა, ხოლო 2022 წელს გაიზარდა. თუმცა მომდევნო ორ წელს კვლავ კლება დაფიქსირდა.

ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა სტატისტიკა 2025 წლის მიხედვით ჯერ არ გვაქვს. თუმცა საქსტატმა გამოაქვეყნა 2025 წლის ორი კვარტლის სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, ბუნებრივი მატება აჭარაში, იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში, 296 ადამიანს შეადგენს - 2 145 ადამიანი დაიბადა და 1 849 ადამიანი გარდაიცვალა.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2025 წლის მონაცემებით, აჭარის მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა, თუმცა წლებია, შობადობა იკლებს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა მზარდია

    2025 წლის მონაცემებით, აჭარის მოსახლეობი...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის სხვაობა სამ წელიწადში გასამმაგდა, მოლდოვის ეკონომიკა მინუსშია

    საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორ...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა

    2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე და...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა