• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
საკანონმდებლო „ხარვეზით“ გაჩენილი სქემა, რომელიც ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით აბიტურიენტებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების შესაძლებლობას აძლევს

საკანონმდებლო „ხარვეზით“ გაჩენილი სქემა, რომელიც ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით აბიტურიენტებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების შესაძლებლობას აძლევს

05/11/2018
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print
2011 წლის 29 დეკემბრის განათლების მინისტრის ბრძანება ადგენს იმ კრიტერიუმებს, რომლის მეშვეობითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის/საქართველოს მოქალაქეებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელებაა შესაძლებელი. ბრძანების თანახმად, აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის კანდიდატთა ხელშეწყობისა და სტუდენტთა მობილობის მიზნით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების/ საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში დასაშვებია თუ: ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება; ბ) საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში; გ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატში/მაგისტრატურაში; დ) საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ (უცხო ქვეყანაში ცხოვრება გულისხმობს უცხო ქვეყანაში ყოფნას არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში) და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატში/მაგისტრატურაში; ე) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში  ჩაირიცხნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით; ზ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომლებმაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და აქვთ საქართველოში გაცემული სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. აღსანიშნავია, რომ ამ ბრძანების დ პუნქტმა გააჩინა შემდეგი პრაქტიკა: საქართველოს აბიტურიენტების ნაწილი, რომლებიც საგამოცდო ზღვარს მიღმა რჩება (იჭრება) ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, მიდიან უკრაინაში და სომხეთში სასწავლებლად, შესაბამისი თანხის გადახდის შემდეგ, „სწავლობენ“ ამ ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში, 75 დღიანი სასწავლო ვადის გასვლის შემდეგ, ბრუნდებიან ქვეყანაში და მხოლოდ გასაუბრების საფუძველზე ხვდებიან საქართველოს იმ უნივერსიტეტებში, რომლებიც მათთვის სასურველია. შედეგად, წლიდან-წლამდე ვიღებთ იმ პირების მზარდ რაოდენობას, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით, შეძლეს გამხდარიყვნენ სტუდენტები. ამ პრაქტიკამ, ბაზარზე გააჩინა ორგანიზაციები, რომლებიც შესაბამისი ანაზღაურების შემთხვევაში ჩაჭრილ აბიტურიენტებს სთავაზობენ აღნიშნულ სქემაში ჩართვას. შეტყობინება მსგავსი შესაძლებლობის შესახებ საქართველოში ძალიან ბევრ მომხმარებელს მობილურ ტელეფონზე შესდის. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ 2018 წელს, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მობილურზე შესული შეტყობინებები:   3333333333333   სტატიის ფარგლებში ჩავატარეთ ექსპერიმენტი: ჩვენ ვესაუბრეთ ცოტნე დადიანის 7 ნომერში მდებარე კომპანიას და ვთხოვეთ, ერთ-ერთი ჩაჭრილი აბიტურიენტისთვის საბუთების მომზადება და შესაბამისი ხარჯების დათვლა. აღმოჩნდა, რომ ჩაჭრილი აბიტურიენტი 1 770 დოლარად შეძლებს სომხეთის ან უკრაინის უნივერსიტეტში სწავლას 3 თვით, შემდეგ კი, საბუთების გადმოტანას და მობილობით გადმოსვლას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. ჩვენ, ასევე, ვესაუბრეთ სტუდენტს, რომელმაც აღნიშნული სქემით ისარგებლა. რესპოდენტის განცხადებით, 2017 წელს 3 თვე ისწავლა კიევის ერთ-ერთ სასწავლო უნივერსიტეტში, შემდეგ მობილობის შედეგად, გასაუბრების საფუძველზე, სწავლა გააგრძელა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. სქემაში ჩართვა რესპოდენტს 3 000 დოლარი დაუჯდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სქემა უკანონო არ არის, ის მხოლოდ კანონის შესაბამისად მორგების მაგალითია. შესაძლებელია ბრძანების გამოცემის პერიოდში, მისმა ავტორებმა ეს რისკები წინასწარ ვერ შეაფასეს, თუმცა კანონის მიღებიდან დაახლოებით 7 წელი გავიდა და საკანონმდებლო ხარვეზი ჯერაც არ გამოსწორებულა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზოგიერთმა უნივერსიტეტმა ამ საკითხის თვითრეგულირება დაიწყო, დააწესა შესაბამისი შეზღუდვები და ცდილობს საკუთარი საუნივერსიტეტო სივრცე დაიცვას მსგავსი შემთხვევებისგან. მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტრომ სისტემურად გაანალიზოს კანონის ფარგლებში გაჩენილი პრაქტიკული ხარვეზი და უნივერსიტეტებისთვის შეიმუშავოს უნიფიცირებული მიდგომა, რომელიც აღნიშნულ ხარვეზს გამოასწორებს.
ირინა გურგენაშვილი
ირინა გურგენაშვილი

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა