• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ქარწაღებული 73 000 ლარი - ჩაქვში, სტიქიით დაზარალებულებისთვის შეკეთებულ შენობას, რომელსაც ქარიშხალმა რამდენიმე თვეში ახალი სახურავი გადახადა, მეოთხე წელია, ქობულეთის მერია ყურადღებას არ აქცევს

ქარწაღებული 73 000 ლარი - ჩაქვში, სტიქიით დაზარალებულებისთვის შეკეთებულ შენობას, რომელსაც ქარიშხალმა რამდენიმე თვეში ახალი სახურავი გადახადა, მეოთხე წელია, ქობულეთის მერია ყურადღებას არ აქცევს

ჩვენი ყურადღება ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში არსებულმა ყოფილმა ადმინისტრაციულმა შენობამ მიიპყრო, რომლის საცხოვრებელ სახლად გადაკეთებასაც ქობულეთის თვითმმართველობამ 73 ათას ლარზე მეტი დაახარჯა.

08/05/2019
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

აჭარის რეგიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხი ხშირად კრიტიკისა და მსჯელობის საგანი ხდება. ფაქტ-მეტრი არაერთხელ წერდა ობიექტებზე, რომელთა მშენებლობისა თუ რეაბილიტაციისთვის გახარჯული თანხების მიზნობრიობა საზოგადოებაში კითხვებს აჩენს.

ამჯერად ჩვენი ყურადღება ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში არსებულმა ყოფილმა ადმინისტრაციულმა შენობამ მიიპყრო, რომლის საცხოვრებელ სახლად გადაკეთებასაც ქობულეთის თვითმმართველობამ 73 ათას ლარზე მეტი დაახარჯა.

2015 წელს ქობულეთის მერიამ (გამგეობამ), სტიქიით დაზარალებული ოთხი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, დაბა ჩაქვში, აჭარის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ადმინისტრაციული შენობის საცხოვრებელ სახლად გადაკეთების სამუშაოები შეისყიდა. შემსყიდველმა შპს „მარდთან“ 73 664 ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმადაც, მშენებლობის პროცესში გამოყენებული ყველა მასალა-მოწყობილობა მაღალი ხარისხის უნდა ყოფილიყო. მიმწოდებელს სამუშაოები მშენებლობის თანხმობის მიღებიდან 80 კალენდარულ დღეში უნდა დაესრულებინა. ხელშეკრულებაში განსაზღვრული პირობებით, შემსყიდველს უფლება ჰქონდა, განეხორციელებინა ტექნიკური ზედამხედველობა და გაეკონტროლებინა, იცავდა, თუ - არა კომპანია სახელშეკრულებო პირობებს. მიმწოდებელს კი, თავის მხრივ, კეთილსინდისიერად და მაღალი ხარისხის დაცვით უნდა შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულებები.

პროექტის განხორციელებაზე ზედამხედველობისა და ინსპექტირების მიზნით, ქობულეთის გამგებლის ბრძანებით, კონტროლის (ინსპექტირების) ჯგუფი შეიქმნა. სწორედ მას ევალებოდა სამუშაოების მონიტორინგი და გამგებლისთვის შესაბამისი ანგარიშების წარდგენა. ფაქტ-მეტრისთვის ქობულეთის მერიის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით, შუალედური ანგარიშები შემსრულებლის მიმართ რაიმე შენიშვნას არ შეიცავს. 2015 წლის 24 ნოემბერს კონტროლის ჯგუფმა გამგებელს მოხსენებითი ბარათით მიმართა. მასში ნათქვამია, რომ კომპანიის მიერ პირველ ეტაპზე განხორციელებული სამუშაოების ღირებულებამ 35 722 ლარი შეადგინა და ანგარიშსწორება მოითხოვა. 30 ნოემბერს კი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა.

მეორე შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი იმავე წლის 25 დეკემბრით თარიღდება. დოკუმენტის თანახმად, კომპანიამ 37 562 ლარის სამუშაოები შეასრულა. იქვე აღნიშნულია, რომ „მარდმა“, ჯამში, 73 285 ლარის სამუშაოები განახორციელა. ქობულეთის მერიამ ობიექტი ჩაიბარა და შემსრულებელს თანხა გადაუხადა.

არსებული მდგომარეობით, შენობა ცუდ მდგომარეობაშია. როგორც მერიიდან მოგვწერეს, ობიექტს, დასრულებიდან ძალიან მალე, ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა. მას შემდეგ, უკვე მეოთხე წელია, 73 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები ნელ-ნელა ნადგურდება.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 17 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელსაც თან ერთვის მოხსენებითი ბარათი. მასში ნათქვამია, რომ სამუშაოების პროცესში გადახურვის ფართი 10-15 მ2 - ით გაიზარდა, ასევე, პროექტით არ იყო გათვალისწინებული კიბის მოაჯირები. გარდა ამისა, მოხსენებით ბარათის თანახმად, სანტექნიკაზე საჭირო გახდა დამატებითი სამუშაოები. აქედან გამომდინარე, კომპანიამ მერიას შესთავაზა, რომ სახურავისთვის გათვალისწინებულ ფერად პროფნასტილს იმავე სისქის უფერო პროფნასტილით ჩაანაცვლებდა, ხოლო დაზოგილი თანხით გაუთვალისწინებელ სამუშაოებს შეასრულებდა. კონტროლის ჯგუფმა კომპანიის წინადადებას მხარი დაუჭირა და ჩათვალა, რომ ეს ცვლილება ხარისხს არ გააუარესებდა. შემსყიდველი წინადადებას დათანხმდა და შეთანხმებას ხელი მოაწერა. სახურავის მასალის ფასის ცვლილება, სავარაუდოდ, ხარისხზე მაინც აისახა. ფაქტია, რომ ახალმა სახურავმა ძლიერ ქარს ვერ გაუძლო.

ჩვენ ქობულეთის მაშინდელ გამგებელს დავუკავშირდით, რომელიც ბოლო ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ უფროსად დანიშნა და რამდენიმე ათეული მილიონი ლარის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება მიანდო. სულხან ევგენიძემ ფაქტ-მეტრთან განაცხადა, რომ მას სახურავის შესაკეთებლად თანხა ბიუჯეტის ცვლილების დროს უნდა გაეთვალისწინებინა, მაგრამ მალე არჩევნები დაინიშნა და ვერ მოასწრო. ყოფილმა გამგებელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ უსახურავოდ დარჩენილ შენობაში მხოლოდ ფანჯრები და კარია დაზიანებული. ჩვენ სიტუაციას ადგილზე გავეცანით და ფოტოებიც გადავიღეთ. ფოტოები იხილეთ ამ ბმულზე. სულხან ევგენიძე ფიქრობს, რომ პრობლემაზე ახალ მერს უნდა ეზრუნა და კარგი იქნებოდა, შენობა გადაეხურათ, რადგან ბევრ ადამიანს ქობულეთის მერია ქირას უხდის.

მირიან ქათამაძე ქობულეთის მერად მუშაობას 2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შეუდგა, თითქმის ორი წლის შემდეგ, რაც შენობას ქარიშხალმა სახურავი გადახადა, თუმცა პრობლემას არც ახალმა მერმა მიხედა. ქობულეთის პრესსამსახურიდან მოგვწერეს, რომ სტიქიით დაზარალებული ოჯახები, ადგილმდებარეობის გამო, უარს აცხადებდნენ შენობაში შესახლებაზე და მერიამ მისი რეაბილიტაცია „არარენტაბელურად“ ჩათვალა. ამავე ინფორმაციით, სახლის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტში თანხას ბენეფიციარების შერჩევის შემდეგ გაითვალისწინებენ.

ბიუჯეტიდან ამ ოთხი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის გაწეული ხარჯი ამით არ ამოწურულა. ორი ოჯახი აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 25 000 ლარიან პროგრამაში გაითვალისწინეს და საცხოვრებელი შეუძინეს. ერთ ოჯახს მერია სახლის აშენებაში ფინანსურად დაეხმარა, ხოლო კიდევ ერთ ოჯახს დღემდე ქირას უხდის.

ინფორმაციისთვის, საჯარო რეესტრიდან ბოლო ამონაწერის მიხედვით, შპს „მარდის“ დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მმართველია ომარ ქათამაძე. მისი კრედიტორები კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და სს „ბანკი ქართუ“ არიან.

ნაზი რეხვიაშვილი
ნაზი რეხვიაშვილი

ყველა სიახლე

  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა