• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
აჭარის ა/რ წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული სამი საწარმოსთვის ოთხ წელიწადში 219 691 500 ლარის დაფინანსება გამოიყო, თუმცა ბიუჯეტმა მათგან მოგება ჯერაც ვერ ნახა

აჭარის ა/რ წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული სამი საწარმოსთვის ოთხ წელიწადში 219 691 500 ლარის დაფინანსება გამოიყო, თუმცა ბიუჯეტმა მათგან მოგება ჯერაც ვერ ნახა

ფაქტ-მეტრი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების შესახებ არსებული ინფორმაციით დაინტერესდა. ჩვენ მონაცემები ღია წყაროებით მოვიპოვეთ, ასევე, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან გამოვითხოვეთ.

13/01/2020
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

როგორც ირკვევა, ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით ორმოცდაორი საწარმოა შექმნილი. აქედან თორმეტი დარეგისტრირებულია მოქმედ საწარმოთა რეესტრში, ხოლო ჩვიდმეტი - მოქმედ/პასიურ საწარმოთა რეესტრში. ოთხი საწარმო მართვის უფლებით არის გადაცემული, ცხრა კი გაკოტრების/ლიკვიდაციის რეჟიმში იმყოფება. დანართი 1

ცხრილი 1. აჭარის ა/რ მონაწილეობით შექმნილი საწარმოები 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით

წყარო: აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აჭარის ა/რ ავტონომიური ბიუჯეტი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული რამდენიმე კერძო სამართლის იურიდიული პირის დასაფინანსებლად გარკვეული მოცულობის თანხებს ყოველწლიურად ითვალისწინებს. მაგალითად: შპს „სტადიონი“, რომელიც 2012 წელს დაფუძნდა და მისი 100%-იანი წილი აჭარის ა/რ ეკუთვნის. საწარმოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა, მომსახურეობა და განხორციელება, მათ შორის, UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტების სტადიონის მშენებლობა, რომლის შესახებაც ფაქტ-მეტრი უკვე წერდა. გარდა ამისა, როგორც ჩვენ დეკემბერში გამოქვეყნებულ სტატიაში აღვნიშნეთ, შპს „სტადიონი“ კიდევ რამდენიმე მსხვილ პროექტს ახორციელებს - ბათუმში სპორტული კომპლექსისა და ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მშენებლობებს. ეს საავადმყოფოც სახელმწიფოს 100% მონაწილეობით დაფუძნებული შპს-ა, რომლის ახალი შენობაც განსაზღვრულ ვადაზე გაცილებით გვიან დასრულდა და დღემდე მისი ბედი გადაწყვეტილი არ არის.

კიდევ ერთი კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც რესპუბლიკური ბიუჯეტიდან თანხა ერიცხება, არის შპს „ჰიგიენა“, რომელსაც სახელი შეეცვალა და „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“ ეწოდა. მის ძირითად მიმართულებას პროექტის - „მყარი ნარჩენების მართვა აჭარაში“ განხორციელების ხელშეწყობა და ახალი სანიტარული ნაგავსაყრელი პოლიგონის მშენებლობა/ექსპლუატაცია წარმოადგენს. ეს საკითხი დღის წესრიგში 2010 წლიდან დგას. ფაქტ-მეტრმა ამ თემასაც არაერთი კვლევა მიუძღვნა (იხ. სტატიები მუნიციპაური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმა და ნაგავსაყრელი, რომლის აშენებასაც ხელისუფლება 2010 წლიდან გვპირდება და დაკარგული 5 მილიონი ლარი და სახელმწიფო უწყების დაგვიანებული რეაგირება). დღემდე პროექტი განხორციელებული არ არის, ბიუჯეტი კი უცხოური ბანკიდან მიღებული სესხის მომსახურებისთვის უკვე წლებია, ათასობით ლარს იხდის.

აჭარის ა/რ ავტონომიური ბიუჯეტიდან სს „აჭარის წყლის ალიანსის“ ანგარიშზეც მნიშვნელოვანი მოცულობის თანხა ირიცხება. ეს ორგანიზაცია აჭარის სოფლებსა და დაბის ტიპის დასახლებებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტების ხელშეწყობისთვის შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ აჭარის მუნიციპალიტეტების დასახლებების ნაწილს სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა დღემდე მოუგვარებელი აქვს.

ცხრილი 2. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფინანსება აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 2017-2020 წლების მიხედვით

წყარო: აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

როგორც ვხედავთ, ოთხი წლის განმავლობაში, მხოლოდ ამ სამი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფინანსების თანხა, 2020 წლის ბიუჯეტის გათვალისწინებით, ჯამურად, 219 691 500 ლარს შეადგენს. აქედან ყველაზე მეტი - 63 437 600 ლარი, საწარმოების ანგარიშებზე, 2019 წელს გადაირიცხა.

ჩვენ დავინტერესდით, 2017-2018 წლები (2019 წლის შესახებ ინფორმაციას მომდევნო პერიოდში გაგაცნობთ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულმა კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა როგორი შედეგით დაასრულეს. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მოგების შემთხვევაში, დივიდენდები, ძირითადად, საწარმოში რჩება, ან წინა წლის ზარალის დაფარვას ხმარდება. დანართი 2

ცხრილი 3. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კომპანიების წლიური შედეგები, 2017-2018 წლების მიხედვით

წყარო: აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

საინტერესოა, რომ 2017 წელი მოგებით - ცხრა, ხოლო ზარალით თორმეტმა ორგანიზაციამ დაასრულა. 2018 წელს კი ზარალის გარეშე, წინა პერიოდთან შედარებით, ოთხით ნაკლები - ხუთი კომპანია ფუნქციონირებდა, ჩვიდმეტისთვის კი შარშანწინდელი პერიოდი წარუმატებელი იყო.

იმ საწარმოების ნაწილში, რომლებიც წელს (წლებს) ზარალით ასრულებენ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 100%-იანი წილი აქვს. მაგალითად: შპს „სტადიონი“, შპს „აჭარავტო“, შპს „სარემონტო-სამშენებლო სამმართველო“, შპს „ივერია P. S.“ და სხვა. რაც შეეხება სს „ბათუმის ავტოსადგურს“, აქ სახელმწიფოს წილი 30,91%-ს შეადგენს. როგორც მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, ორგანიზაციამ ორივე საანგარიშო წელი ზარალით დაამთავრა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ავტოსადგურის გარდა, ორგანიზაციის ტერიტორიაზე არაერთი სავაჭრო და კვების ობიექტია განთავსებული (გაქირავებული). აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა, რამდენად რეალურია ის, რომ საწარმო მომგებიანი არ არის. ინფორმაციისთვის, სს „ბათუმის ავტოსადგურის“ სამეთვალყურეო საბჭოს ოთხი წევრი ჰყავს. აქედან ერთ-ერთმა, ავთანდილ ენუქიძემ, 2016 წელს „პატრიოტთა ალიანსს“ 60 000 შესწირა, ხოლო დავით ჭიაბერაშვილმა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სასარგებლოდ თანხა ორჯერ გადარიცხა: 2013 წელს - 2 000 ლარი და 2017 წელს - 5 000 ლარი.

რაც შეეხება 2019 წელს საწარმოების აქტივების ღირებულებაში შეტანილ ცვლილებას, როგორც სამინისტრომ მოგვწერა, შარშან შპს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ საწესდებო კაპიტალი 11 397 857 ლარით (319 775 კვ მ მიწის ნაკვეთითა და „აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტით“) გაიზარდა.

ფოტო: adjara.gov.ge

ნაზი რეხვიაშვილი
ნაზი რეხვიაშვილი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა