• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
უპატრონო ცხოველების მოვლა-პატრონობისთვის ბათუმის მერიამ ტენდერი მესამედ უნდა გამოაცხადოს

უპატრონო ცხოველების მოვლა-პატრონობისთვის ბათუმის მერიამ ტენდერი მესამედ უნდა გამოაცხადოს

მერიის წარმომადგენელი არ მიიჩნევს, რომ ბათუმში უპატრონო ცხოველების რაოდენობა გაზრდილია. თუმცა იქვე განმარტავს, რომ ქალაქის ტერიტორიაზე უპატრონო ცხოველები მეზობელი დასახლებებიდან შემოჰყავთ და შესაძლოა, მათი რაოდენობა ამიტომაც იმატებს

05/02/2020
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

ბათუმში უპატრონო ცხოველების, კერძოდ, ძაღლებისა და კატების, სიმრავლე უკვე შემაშფოთებელი გახდა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე ქალაქის სტუმრებისთვის. რამდენჯერმე მოქალაქეების დაკბენის შემთხვევაც დაფიქსირდა. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, ცხოველის მიერ ადამიანის დაკბენის შემთხვევები გაზრდილია. რთული გასარკვევია, როდისაა აცრილი ცხოველი, ან აქვს, თუ არა მას რაიმე ტიპის დაავადება. საყურე ნიშანი უსაფრთხოების გარანტია ვერ იქნება, რადგან გარკვეული პერიოდის შემდეგ, ცხოველს რევაქცინაცია უნდა ჩაუტარდეს.

ეს პრობლემა გასულ წლებშიც არსებობდა. თუმცა მაშინ, 2020 წლამდე, ბათუმსა და აჭარის ა/რ-ის ყველა სხვა მუნიციპალიტეტში უპატრონო ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების ღონისძიებების მომსახურებაზე ხელშეკრულებები შპს „СЕВЕР“- თან ფორმდებოდა. სწორედ ამ კომპანიას ჰქონდა გახსნილი ბათუმში ცხოველთა თავშესაფარი და აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში. დასახელებული კომპანია, უკვე წლებია, ყველა ტენდერში ერთადერთი მონაწილე და გამარჯვებული იყო. შარშან „ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნულ საკითხზე იმუშავა და სტატია გამოაქვეყნა. მაშინ კომპანიის დირექტორის მინდობილმა პირმა ჯემალ გოგიტიძემ ჩვენთან კომენტარისას განაცხადა, რომ მომავალ წელს „СЕВЕР“-ი უპატრონო ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების ღონისძიებების მომსახურების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობას აღარ მიიღებდა და საერთოდ, თავშესაფარი დაიხურებოდა.

2020 წელს პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი მომსახურების შესყიდვაზე ორჯერ გამოცხადებულ ტენდერში, „СЕВЕР“ მართლაც არ ჩაერთო. ვინაიდან შესყიდვით არც სხვა კომპანია დაინტერესდა, ტენდერი არ შედგა.

2019 წელს პროგრამა 2 600 ერთეული ცხოველის დაჭერას, ვეტერინარულ კლინიკამდე ტრანსპორტირებას, სტერილიზაციას, კასტრაციას, კვებას, ვაქცინაციას, დაბირკვასა და საჭიროების შემთხვევაში, ევთანაზიას ითვალისწინებდა. ასევე 2 000 ერთეულზე - ტრავმული ცხოველის დროულად გამოყვანასა და მკურნალობას; ბუნებრივ არეალში გაშვებული დაბირკული და გასტერილებული ცხოველების ეტაპობრივ გაყვანას ქალაქის ტერიტორიიდან; ტრანსპორტირებას ვეტერინარულ კლინიკებში, რევაქცინაციის ჩატარების მიზნით; ლეკვებისა და კნუტების ეტაპობრივ გაყვანასა და ტრანსპორტირებას კლინიკამდე, მათი მოვლა-პატრონობის მიზნით; საჭიროების შემთხვევაში, ცხოველების ლეშის დროულ გატანას სპეციალური ტრანსპორტით და „ბეიკერის“ ორმოში დამარხვას. 2020 წელს შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შემცირდა, ცხოველთა რაოდენობა და სერვისები კი უცვლელი დარჩა.

ინფორმაციისთვის, 2019 წელს შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 314 000 ლარს შეადგენდა. წელს იმავე მომსახურებისთვის 252 000 ლარი იყო გათვალისწინებული. როგორც ქალაქ ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის პოლიტიკის განყოფილების უფროსმა მარინა რუხაძემ „ფაქტ-მეტრს“ განუმარტა, 2019 წლის სექტემბერში, როცა 2020 წლის პროგრამებზე მუშაობდნენ, სურსათის უვნებლობის სააგენტო შინაური ცხოველების ვაქცინაციის პროგრამას ახორციელებდა, რის გამოც მერიამ ვაქცინაციის ღირებულება შესყიდვის თანხას გამოაკლო. განსაზღვრული იყო, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია, ცხოველების აცრის მოთხოვნით, სწორედ სააგენტოს მიმართავდა. აქედან გამომდინარე, მერიამ მოთხოვნებში ვაქცინაცია კი შეიტანა, მაგრამ შესაბამისი თანხის გადახდა მას აღარ მოუწევდა.

სატენდერო დოკუმენტაციით, კომპანიას, რომელიც ტენდერში ჩართვას გადაწყვეტს, ცხოველთა თავშესაფარი აუცილებლად ბათუმში უნდა ჰქონდეს მოწყობილი. აქამდე ცნობილი იყო, რომ ამ მოთხოვნას მხოლოდ „СЕВЕР“ აკმაყოფილებდა. მარინა რუხაძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ტენდერი მეორედაც არ შედგა, ერთ-ერთი კომპანია მათ დაუკავშირდა და პროგრამით დაინტერესდა. თუმცა მერიის წარმომადგენელმა არ იცის, რომელი კომპანიიდან დარეკეს, არც ის, აქვს, თუ - არა დაინტერესებულ მხარეს ცხოველთა თავშესაფარი ბათუმში.

უნდა ითქვას, რომ ბათუმის მერიამ მეორედ ტენდერი მიმდინარე წლის 9 იანვარს გამოაცხადა, ანუ იმ დროს, როცა უკვე იცოდა, რომ ვაქცინაციის ჩატარების ვალდებულება თვითმმართველობებს გადაეცათ. მიუხედავად ამისა, მეორე ტენდერი სწრაფადვე, უცვლელი პირობებით გამოცხადდა. ჩვენ დავინტერესდით, ხომ არ დადგებოდა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობა, რაზეც გვიპასუხეს, რომ თებერვლის ბოლომდე მოესწრებოდა პროგრამის განხორციელების დაწყება, ანუ საკრებულოსთვის მიმართვა, ახალი დოკუმენტაციის მომზადება, ტენდერის გამოცხადება და მის შემდგომ ყველა შესაბამისი პროცედურის განხორციელება. როგორც მერიის წარმომადგენელმა გვითხრა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ძველ ნიშნულამდე, 314 000 ლარამდე გაიზრდებოდა. როგორც აღმოჩნდა, მერიას მიმწოდებლის ტენდერის გარეშე შერჩევა მაინც მოუწევს, რადგან მესამე ტენდერი ჯერაც არ გამოცხადებულა. პრობლემა კი კიდევ უფრო მწვავდება.

ვაქცინაციის გარდა, პოპულაციის რეგულირებაც მნიშვნელოვანია. მერიის წარმომადგენელი არ მიიჩნევს, რომ ბათუმში უპატრონო ცხოველების რაოდენობა გაზრდილია. თუმცა, იქვე განმარტავს, რომ ქალაქის ტერიტორიაზე უპატრონო ცხოველები მეზობელი დასახლებებიდან შემოჰყავთ და შესაძლოა, მათი რაოდენობა ამიტომაც იმატებს. ფაქტია, რომ პოპულაციის რეგულირების გარეშე პრობლემა უფრო გამძაფრდება, მათ შორის, სხვა მუნიციპალიტეტებშიც, რადგან ზემოთ ნახსენები კომპანია აღნიშნულ სერვისს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს აწვდიდა.

ნაზი რეხვიაშვილი
ნაზი რეხვიაშვილი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა