• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
"ფეისბუქ"-ის პასუხი ქართული სამოქალაქო საზოგადოების ღია წერილზე

"ფეისბუქ"-ის პასუხი ქართული სამოქალაქო საზოგადოების ღია წერილზე

საპასუხო წერილს, გაბრიელა ცსეჰი, საჯარო პოლიტიკის დირექტორი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში აწერს ხელს.

16/07/2020
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

29 ივნისს, ქართული საზოგადოების წარმომადგენლებმა, მარკ ზაკერბერგს, „ფეისბუქის“ დამფუძნებელს და CEO-ს, ნიკ კლეგს, „ფეისბუქის“ გლობალურ საქმეთა და კომუნიკაციების ვიცე-პრეზიდენტს, ღია წერილით მიმართეს.

გთავაზობთ, "ფეისბუქ"-ის ოფიციალურ პასუხს ქართულ ენაზე:

"მადლობა 29 ივნისს გამოგზავნილი წერილისთვის, რომლის ადრესატებიც არიან მარკ ცუკერბერგი და ნიკ კლეგი. მე გაბრიელა ცსეჰი ვარ, ფეისბუქის საჯარო პოლიტიკის დირექტორი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. ვუპასუხებ იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც გაგვიზიარეთ.

აქ, ფეისბუქში სრულად ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერასა და უსაფრთხო, დაცული და თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ბოლო წლებში ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებზე დაკვირვებით და შევიმუშავეთ გლობალური მიდგომა, რათა არჩევნების წინ ჩვენი პლატფორმები დაცული იყოს ყალბი ამბებისგან, რეკლამირება იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და დროულად წაიშალოს ყალბი ანგარიშები და ზიანის მომტანი კონტენტი. თითოეული არჩევნების წინ ჩვენ კონკრეტულ ჯგუფს გამოვყოფთ, რომელიც მუშაობს ამა თუ იმ ქვეყნისთვის სპეციფიკურ რისკებზე და, როცა შესაძლებელია, ჩვენი ზომებიც ლოკალურ საჭიროებებზეა მორგებული. ამ პროცესში გვეხმარებიან ადგილობრივი პარტნიორები, რომლებიც ქვეყნის შიდა ტრენდებზე კონტექსტსა და ინფორმაციას გვაწვდიან.

2019 წლის ივნისიდან მოყოლებული საქართველოში სარეკლამო თანხების გამჭვირვალობისთვის შექმნილი რეკლამების ბიბლიოთეკა (Ad Library) სურვილისამებრ, უკვე ხელმისაწვდომია და ჩვენ აქტიურად მოვუწოდებთ რეკლამის განმთავსებლებს, რომ ავტორიზაცია გაიარონ და პოლიტიკისა და არჩევნების თემაზე რეკლამების გაშვებისას შესაბამისი წარწერები დაურთონ. ინფორმაცია იმის შესახებ, როდის შეიქმნა გვერდი, შეიცვალა თუ არა სახელი და სად იმყოფებიან მისი ადმინისტრატორები Ad Library-ში საჯაროდ ხელმისაწვდომია.

2020 წლის აგვისტოდან მოყოლებული ჩვენ საქართველოში საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამებისთვის ავტორიზაციას სავალდებულოს გავხდით. ეს გამჭვირვალობის წარმოუდგენლად მაღალ დონეს შექმნის და მომხმარებლებს ეცოდინებათ, ვინ ცდილობს მათ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენას და რატომ.

ჩვენი მოთხოვნებია:

1. ვინაობის დადასტურება: ჩვენ მოვთხოვთ რეკლამის განმთავსებლებს, რომ ავტორიზაცია გაიარონ, თუ აპირებენ რეკლამის გაშვებას არჩევნების ან პოლიტიკის შესახებ. მათ უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი საბუთები, რათა რეკლამის გაშვება შეძლონ.

2. შესაბამისი მონიშვნების გაკეთება: საარჩევნო ან პოლიტიკურ რეკლამებს მითითებული უნდა ჰქონდეთ, რომელი ორგანიზაცია ან პიროვნება დგას რეკლამის უკან (Paid for By) – აუცილებელი იქნება მათი მისამართი, ტელეფონის ნომერი, იმეილი და ვებგვერდი. ეს ინფორმაცია რეკლამების ბიბლიოთეკაში 7 წლის განმავლობაში შეინახება.

3. რეკლამების ბიბლიოთეკა: ჩვენ საარჩევნო და პოლიტიკურ რეკლამებს საჯარო ბიბლიოთეკაში 7 წლის განმავლობაში ვინახავთ. ასევე ღია იქნება რეკლამაზე დახარჯული თანხის რაოდენობა და წვდომა. ამგვარად, რეგულატორები, ჟურნალისტები და მომხმარებლები სახიფათო საკითხებს მაშინვე შეამჩნევენ და რეკლამის განმთავსებლებს პასუხისმგებლობას დააკისრებენ"

თარგმანი: on.ge

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • ქალაქი მერის გარეშე - ვინ წყვეტს ბათუმის არჩეული მერების ბედს

    ქალაქი მერის გარეშე - ვინ წყვეტს ბათუმის...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • არც ერთი სამართლებრივი ჩანაწერი არ არსებობს, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი იქნება, ვინმემ გვითხრას, გააუქმეთ კონკრეტული კანონები, თორემ ვიზა-ლიბერალიზაციას გაგიუქმებთო

    არც ერთი სამართლებრივი ჩანაწერი არ არსებ...

    მცდარი
    განცხადება არაზუსტია
  • 1.3 მლრდ-იანი რეზერვების შესყიდვის ფონზე, რეზერვების მოცულობა მხოლოდ 570 მლნ დოლარით გაიზარდა

    1.3 მლრდ-იანი რეზერვების შესყიდვის ფონზე...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა