• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ინფიცირებული ოთარ კახიძე კამპანიას აგრძელებს

დეზინფორმაცია: ინფიცირებული ოთარ კახიძე კამპანიას აგრძელებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

26/10/2020
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

რეგიონული საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-მ Facebook- გვერდზე  სიახლე შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: „ინფიცირებული ოთარ კახიძე საარჩევნო კამპანიას აგრძელებს“.

Topnews.com.ge-ის სტატიის ვებგვერდზე გადასვლისას, მას განსხვავებული სათაური აქვს: „ოთარ კახიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა“. სტატიაში კი ოთარ კახიძის Facebook- პოსტი უცვლელადაა გადმოტანილი, სადაც „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარმა კანდიდატმა საზოგადოებას ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ აცნობა. ამასთანავე, ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ ის თვითიზოლაციაში გადავიდა და საარჩევნო კამპანიას მისი გუნდი გააგრძელებდა. 

Topnews.com.ge-ის Facebook-ზე გაზიარებულ სტატიაში, მანიპულირებული სათაურის გარდა, თანდართული ფოტოც მომხმარებელს  შთაბეჭდილებას  უქმნის, თითქოს კოვიდინფიცირებული ოთარ კახიძე  წესებს არღვევს და კამპანიის ჩატარებას თავისუფლად განაგრძობს. ფოტო, რომელიც სტატიას ახლავს თან, სინამდვილეში 2020 წლის 13 ოქტომბერს არის გადაღებული, როდესაც ოთარ კახიძე ინფიცირებული არ იყო. აღნიშნული ფოტო მაჟორიტარობის კანდიდატის Facebook- გვერდზეა ხელმისაწვდომი. 

Topnews.com.ge-ის მანიპულაციური სათაურით გამოქვეყნებული Facebook- პოსტი   ჯგუფში „ბიძინა ივანიშვილის მეგობრები „ფეისბუქზე“ გავრცელდა. გაზიარებულ პოსტზე მომხმარებლების კომენტარებიდან ჩანს, რომ Topnews.com.ge-ის სათაური და თანდართული ფოტო მათთვისაც შეცდომაში შემყვანი აღმოჩნდა. სიახლის ქვეშ, მომხმარებლები კახიძის წინააღმდეგ შსს-საც კი სთხოვენ რეაგირებას, რომელიც მათი აზრით, იზოლაციის წესებს არღვევს და ადამიანებს აინფიცირებს.

მარიამ წიწიკაშვილი
მარიამ წიწიკაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
  • 2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-დან 2217 ლარამდე გაიზარდა

    2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა