• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომის დაწყებას აღიარებს

დეზინფორმაცია: მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომის დაწყებას აღიარებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

22/01/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომის დაწყებას აღიარებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი

სოციალურ ქსელში პოპულარულმა მომხმარებელმა ბექა ვარდოსანიძემ გაავრცელა პოსტი, რომელში მოცემულ ვიდეოშიც, მიხეილ სააკაშვილი, თითქოს, „ომის დაწყებას“ აღიარებს.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ვიდეო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საგამოძიებო კომისიის სხდომის ჩანაწერის ერთ-ერთი ფრაგმენტია. მოჭრილი ფრაგმენტი და ვიდეოზე თანდართული სათაური - „სააკაშვილი: ჩვენ დავიწყეთ სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში“ - მიზნად სოციალური ქსელის მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას ისახავს.  

პოსტში მოცემულ ვიდეოში მიხეილ სააკაშვილი ამბობს: „კითხვაზე  განვახორციელეთ, თუ - არა, ჩვენ სამხედრო მოქმედებები აგვისტოს დასაწყისში იმისათვის, რომ აგვეყვანა კონტროლქვეშ ცხინვალი და ის ადგილები სამხრეთ ოსეთში, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებდით, მე ადრეც ღიად ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ, რომ: დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“.

სინამდვილეში, მიხეილ სააკაშვილი საუბრობს იმ მოვლენებზე, რამაც საქართველოს სახელმწიფო აიძულა, რუსეთის აგრესიაზე პასუხი გაეცა. ამავე ციტატის ბოლოს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას აფასებს როგორც მძიმეს, მაგრამ გარდაუვალს. ბექა ვარდოსანიძის მიერ პოსტში ციტატის სახით მოწოდებული შემდეგი ფრაზა კი: „სააკაშვილი: ჩვენ დავიწყეთ სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში“, ყალბია, რადგან მიხეილ სააკაშვილს აღნიშნული რამ არ უთქვამს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამხედრო მოქმედებების წარმოებისა და განხორციელების გადაწყვეტილებაზე საუბრობს. აღნიშნული ციტატის გადაკეთებით, ბექა ვარდოსანიძეს შეცდომაში შეჰყავს პოსტის მკითხველი, რომელმაც შესაძლოა, ყურადღება არ მიაქციოს, თუ კონკრეტულად, სიტყვასიტყვით რას ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

Facebook-პოსტი ბექა ვარდოსანიძემ სოციალურ ქსელში ჯერ კიდევ 2018 წელს განათავსა, როდესაც გრიგოლ ვაშაძე საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობდა. პოსტში ვარდოსანიძე გრიგოლ ვაშაძის დისკრედიტაციასაც ისახავდა მიზნად და ამ მანიპულაციის წინასაარჩევნოდ გამოყენებას ცდილობდა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ეს ვიდეო სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ გახდა პოპულარული და იმავე შინაარსის ვიდეო მსგავსი  წარწერით სხვა გვერდებმაც გაავრცელეს (მაგალითად, იხილეთ ბმული). „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბექა ვარდოსანიძის მიერ მოცემული მტკიცებები ყალბია.

------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

მალხაზ რეხვიაშვილი
მალხაზ რეხვიაშვილი

ყველა სიახლე

  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
  • 2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-დან 2217 ლარამდე გაიზარდა

    2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა