• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ბეისბოლისტი ჰენკ აარონი, Moderna-ს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების შედეგად გარდაიცვალა

დეზინფორმაცია: ბეისბოლისტი ჰენკ აარონი, Moderna-ს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების შედეგად გარდაიცვალა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

03/02/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: ბეისბოლისტი ჰენკ აარონი, Moderna-ს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების შედეგად გარდაიცვალა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

25 იანვარს, Facebook-ჯგუფში „კორონამაფია და საქართველო როგორც საექსპერიმენტო ქვეყანა“, Facebook-მომხმარებელი Zaur Fiodorovivich-ის მიერ, ყოფილი ბეისბოლისტი ჰენკ აარონის გარდაცვალებისა და Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ Heathimpactnews.com-ის დეზინფორმაციული სტატია გაზიარდა. Heathimpactnews.com-ის, რომელიც ცნობილია როგორც დაბალი სანდოობის მქონე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კონსპირაციული თეორიებისა და ანტივაქცინური პროპაგანდის პლატფორმა, სტატიაში ამტკიცებს, რომ 86 წლის ყოფილი ბეისბოლისტის სიკვდილი, მის მიერ გარდაცვალებამდე 2 კვირით ადრე მიღებულმა Moderna-ს ვაქცინამ გამოიწვია. გაზიარებულ პოსტს თან ერთვის Zaur Fiodorovivich-ის კომენტარი, სადაც ის Moderna-ს ვაქცინას „ლიბერასტულ მკვლელ ვაქცინას“ უწოდებს.

ჰენკ აარონი 22 იანვარს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ანტივაქსერი აქტივისტების მიერ მისი გარდაცვალების თემის ატაცება იმან გამოიწვია, რომ გარდაცვალებამდე 2 კვირით ადრე, ყოფილმა ბეისბოლისტმა Moderna-ს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიიღო. აარონის გარდაცვალების შემდეგ, ფულტონის სამედიცინო კვლევით ცენტრში (Fulton County Medical Examiner Centre) მოხდა მისი სხეულის აუტოპსია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ აარონი ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა და მის გარდაცვალებასთან Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას არანაირი კავშირი არ ჰქონდა.

უშუალო მიზეზი იმის, თუ რით გარდაიცვალა აარონი, აუტოპსიის განმახორციელებელ ცენტრს არ დაუსახელებია. 22 იანვარს, USA Today-ის სამედიცინო განათლების მქონე ანონიმურმა წყარომ, რომელმაც ანონიმურობა თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე შეინარჩუნა, განაცხადა, რომ აარონი ინსულტის შედეგად გარდაიცვალა. ფულტონის სამედიცინო გამოკვლევის ცენტრის დასკვნასთან ერთად, აარონის ინსულტით გარდაცვალების ფაქტი კიდევ უფრო ამყარებს არგუმენტს, რომ ყოფილი ბეისბოლისტის გარდაცვალებასთან ვაქცინას არანაირი საერთო არ აქვს. კორონავირუსს შეუძლია ინსულტის გამოწვევა, თუმცა ფილადელფიის ბავშვთა ჰოსპიტლის, ვაქცინის საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორის განცხადებით, ბიოლოგიურად წარმოუდგენელია, რომ Moderna-ს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ, რომელიც მხოლოდ ვირუსის ერთ ცილას შეიცავს, ადამიანის ორგანიზმში ინსულტი გამოიწვიოს.

ამასთან ერთად, ემორის ვაქცინაციის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ვაქცინასთან კავშირის არ ქონას ასევე აარონის ასაკი და ინექციიდან გარდაცვალებამდე ორკვირიანი პერიოდი ადასტურებს. მისი განცხადებით, მაღალი ასაკობრივი კატეგორიის ადამიანის გარდაცვალება, რომელიც ვაქცინაციიდან 2 კვირის გასვლის შემდეგ ფიქსირდება, ვაქცინასა და გარდაცვალებას შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს, არ ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის Moderna-ს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ კლინიკური კვლევების დროს 94% ეფექტურობა აჩვენა, რის შედეგადაც მას FDA-მ 18 დეკემბერს, ხოლო EMA-მ 6 იანვარს ავტორიზაცია მიანიჭა.

-----------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

სალომე მარგველაშვილი
სალომე მარგველაშვილი

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა