• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ბრიტანეთის სამთავრობო კოვიდ კვლევითი სისტემის თანახმად, ვაქცინამ 460 ადამიანი მოკლა, 900-მდე კი დააავადა

დეზინფორმაცია: ბრიტანეთის სამთავრობო კოვიდ კვლევითი სისტემის თანახმად, ვაქცინამ 460 ადამიანი მოკლა, 900-მდე კი დააავადა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

12/03/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: ბრიტანეთის სამთავრობო კოვიდ კვლევითი სისტემის თანახმად, ვაქცინამ 460 ადამიანი მოკლა, 900-მდე კი დააავადა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სოციალურ ქსელ Facebook-ში ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების შესახებ ყალბი ამბავი ვრცელდება. გავრცელებული ყალბი ინფორმაციის თანახმად, ბრიტანეთის სამთავრობო კოვიდ კვლევითმა სისტემამ ვაქცინის უკუჩვენებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საერთო ჯამში, ვაქცინისგან 460 ადამიანი დაიღუპა, 243-ს მძიმე უარყოფითი შედეგები, ხოლო 612-ს სხვადასხვა დაავადება განუვითარდა. 

 

აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. გარდაცვალება და ჯანმრთელობის გაუარესება, ვაქცინაციის შემდეგ შესაძლებელია, დაფიქსირდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული აუცილებლად ვაქცინითაა გამოწვეული. ანალოგიური დეზინფორმაცია საერთაშორისო მასშტაბითაც ფართოდ გავრცელდა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3), რის შესახებაც ფაქტების გადამოწმების პლატფორმა Full Fact-მაც დაწერა.  

Full Fact-ის მიხედვით, 4 მარტს ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე - 2020 წლის 9 დეკემბრიდან 2021 წლის 28 თებერვლამდე - მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის ანგარიშები გამოქვეყნდა. აღნიშნული ანგარიში ბრიტანეთის ე.წ. ყვითელი ბარათის მონაცემებს ეფუძნება, რომელიც მედიკამენტებისა და სამედიცინო საშუალებების მონიტორინგის შედეგებს აგროვებს და აქვეყნებს. თუმცა მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ვაქცინაციის მიმდინარეობისას ამ ბაზაში დაფიქსირებული მონაცემები აუცილებლად ვაქცინის გვერდითი ეფექტები არაა. ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს (MHRA) თანახმად, ყვითელი ბარათში დაფიქსირებული შემთხვევები ყოველთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გვერდით ეფექტს არ ნიშნავს. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა, ნებისმიერ შემთხვევაში დაფიქსირებულიყო, მიუხედავად იმისა, გაიკეთებდა, თუ - არა ადამიანი ვაქცინაციას.  

ბრიტანეთის მარეგულირებელმა Pfizer ვაქცინისა და AstraZeneca ვაქცინისთვის ანგარიშები ცალ-ცალკე გამოაქვეყნა (2020 წლის 9 დეკემბრიდან 2021 წლის 21 თებერვლის პერიოდის).  ასევე იმ შემთხვევათა ანგარიშები გამოქვეყნდა, სადაც ვაქცინის კონკრეტული ბრენდი დასახელებული არ იყო.  ამ პერიოდში Pfizer ვაქცინის ანგარიშში 85 179 გვერდითი ეფექტი და 212 გარდაცვალება აღირიცხა, Astrazeneca ვაქცინის ანგარიშში 157 737 გვერდითი ეფექტი და 244 გარდაცვალება დაფიქსირდა, ხოლო ანგარიშში, სადაც კონკრეტული ვაქცინა დასახელებული არ იყო, 976 რეაქცია და 4 გარდაცვალება.

ეს ნიშნავს, რომ Facebook-მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე არსებული რიცხვები ანგარიშში მართლაც გვხვდება, მაგრამ მცდარია მტკიცება, რომ მოცემული რიცხვები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებისგან გარდაცვლილ და დაზარალებულ ადამიანებს აღნიშნავს. 

ბრიტანეთის მარეგულირებელმა ანგარიშებში მოყვანილი მონაცემების ანალიზი გამოაქვეყნა:  გარდაცვალების თითოეული შემთხვევის ინდივიდუალურმა ანალიზმა აჩვენა, რომ მათ სიკვდილს კორონავირუსის ვაქცინასთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ ჰქონია. რაც შეეხება სერიოზულ გვერდით ეფექტებს, მარეგულირებლის თანახმად, ყველა შემთხვევა დაკვირვების პროცესშია. ჯერჯერობით არ გამოკვეთილა რაიმე სპეციფიკური მიზეზი, რომელიც დაადასტურებდა, რომ გვერდითი ეფექტები ვაქცინამ გამოიწვია. მარეგულირებელი ასევე აცხადებს, რომ აცრილი მოსახლეობის უმრავლესობა მოხუცები და თანმხლები დაავადებების მქონე პირები იყვნენ. ასაკი და ქრონიკული დაავადებები გარდაცვალების და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების ალბათობას უფრო მეტად ზრდის (რაც ვაქცინაციის პერიოდს ემთხვევა, თუმცა ჩვეულებრივ პერიოდში ბუნებრივი მოვლენაა), მით უმეტეს მაშინ, როცა ვაქცინა მილიონობით ადამიანმა გაიკეთა.  

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, Facebook-მომხმარებლის მტკიცება, ბრიტანეთის მთავრობამ ვაქცინისგან გარდაცვლილი და დაზარალებული ადამიანების მაჩვენებელი გამოაქვეყნა, ყალბია.

ვაქცინის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ დეტალურ ინფორმაციის გაცნობა „ფაქტ-მეტრის“ სტატიებშია შესაძლებელი (ბმული 1, ბმული 2).

-----------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

    უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა