• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
საფრანგეთში კოვიდ-რეგულაციების წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს

საფრანგეთში კოვიდ-რეგულაციების წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს

ვერდიქტი: ნაწილობრივ ყალბი

17/03/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

საფრანგეთში კოვიდ-რეგულაციების წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს

ვერდიქტი: ნაწილობრივ ყალბი 

Facebook-მომხმარებელი გიორგი ჯავშანაშვილი , 30 იანვარს, პარიზში გამართულ დემონსტრაციებთან დაკავშირებით ნაწილობრივ ყალბ ამბავს ავრცელებს. 24-წამიან ვიდეოს, რომელიც გიორგი ჯავშანაშვილმა 2 თებერვალს გაავრცელა, ყალბი აღწერა ერთვის თან, რომელიც ამტკიცებს, რომ ვიდეო საფრანგეთში, პარიზში, კორონავირუსის საწინააღმდეგო რეგულაციების საპროტესტო აქციაზეა გადაღებული. ვიდეოს თან  შემდეგი წარწერა ერთვის: „საფრანგეთში, პარიზში კორონა რეგულაციების საპროტესტო აქციას პოლიცია ასე არბევს, სიტყვის თავისუფლება აღარ არის, დიქტატურა მყარდება :)) ახლა თუ ესე იქცევიან შემდგომ რაღა იქნება, არაფრის უფლება და მოთხოვნა აღარ გექნება, ასეთი რეჟიმი იქნება ანტიქრისტეს მეფობის მეორე ნახევარში „. პოსტს დღემდე 60 გაზიარება აქვს. 

 

პროტესტანტთა და პოლიციელთა დაპირისპირება მართლაც პარიზშია გადაღებული. თუმცა ის ფაქტი, რომ დაპირისპირება კორონავირუსის საწინააღმდეგო რეგულაციების საპროტესტო აქციაზე დაიწყო, ყალბია. რეალურად, 30 იანვარს, პარიზის მოსახლეობა ემანუელ მაკრონის მიერ წარდგენილ კანონპროექტს აპროტესტებდა, რომელიც ძალაში შესვლის შემთხვევაში, საფრანგეთში პოლიციის საქმიანობის გადაღებას აკრძალავს. ამასთან ერთად, მოსახლეობა აპროტესტებდა თვალთვალის მიზნით სხვადასხვა დაკვირვების საშუალებების - დრონებისა და ქუჩის კამერების - გამოყენებას აპროტესტებდა. „France24“-ის ცნობით, კონკრეტულ აქციაზე  ადამიანები იმყოფებოდნენ, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების მოხსნასაც უჭერდნენ მხარს, თუმცა დემონსტრაცია უშუალოდ მაკრონის მიერ წარდგენილ ახალ კანონპროექტს ეხებოდა და მისი შინაარსიც კონკრეტულ თემაზე იყო ფოკუსირებული.

 

საპროტესტო გამოსვლები,  2020 წლის 21 ნოემბერს, პოლიციელის მიერ შეუიარაღებელი შავკანიანი მუსიკოსის ცემის კადრების გასაჯაროების შესახებ - საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას მოჰყვა.  მაკრონის განცხადებით, მსგავსი კადრების გასაჯაროება ქვეყნისთვის სასირცხვილოა და ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების კანონი გადასახედია.  პრეზიდენტის მიერ გაცხადებული ახალი კანონპროექტის 24-ე, ყველაზე კონტრავერსიული თავის თანახმად,  პოლიციის საქმიანობის ამსახველი მასალის გავრცელება, კრიმინალად ჩაითვლება. კონკრეტული კანონპროექტი, ჟურნალისტებისა და ზოგადად საფრანგეთის მოქალაქეების მიერ, საზოგადოების ინფორმირების ძირითადი უფლების შეზღუდვად იქნა აღქმული, რასაც საფრანგეთში ზემოთ აღნიშნული საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.  

რაც შეეხება საფრანგეთში კორონავირუსის შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციებს, პარიზში საპროტესტო აქცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მართლაც გაიმართა, თუმცა პოლიციას ის არ დაურბევია. კერძოდ, 2020 წლის 15 დეკემბერს - ასობით მსახიობი, რეჟისორი, მუსიკოსი და კინემატოგრაფიის სფეროში დასაქმებული ტექნიკოსი, პარიზის ცენტრში, მთავრობის იმ რეგულაციების გასაპროტესტებლად შეიკრიბა, რომლის გამოც ქვეყანაში კულტურის ცენტრები არ ფუნქციონირებს. 

--------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

    უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა