• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: მადაგასკარის პრეზიდენტმა ჯანმო დაადანაშაულა

დეზინფორმაცია: მადაგასკარის პრეზიდენტმა ჯანმო დაადანაშაულა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

26/03/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: მადაგასკარის პრეზიდენტმა ჯანმო დაადანაშაულა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის 20 თებერვალს, Facebook-მომხმარებელმა Daji Mamulashvilma პოსტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც მადაგასკარის პრეზიდენტმა ჯანმო ამხილა. პოსტის მტკიცებით,  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 20 მილიონის სანაცვლოდ, მადაგასკარის პრეზიდენტს Covid-Organics-ის პრეპარატებში ტოქსინების დამატება მოსთხოვა, რაზეც პრეზიდენტმა უარი განაცხადა. ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია. 

აღსანიშნავია, რომ კონკრეტული დეზინფორმაცია ჯერ კიდევ 2020 წლის მაისში გავრცელდა და სხვადასხვა საერთაშორისო ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმის (AFP Fact Check; Rappler Fact Check, Africa Check) მიერაც შემოწმდა და შეფასდა, როგორც ყალბი ამბავი. აქვე აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაციის ქართულ ვარიანტში Covid-Organics-თან ერთად, ტოქსიკური ვაქცინებისა და მათი საშუალებით მოსახლეობის განზრახ შემცირებაზეა საუბარი. 

დეზინფორმაცია თავდაპირველად ტანზანიურ ჟურნალებში, Fahari Yetu-სა და Tanzania Perspective-ში გავრცელდა. ჟურნალების თანახმად, მადაგასკარის პრეზიდენტმა ჯანმოს ბრალი „აფრიკელი ძმების“ მოწამვლისთვის ქრთამის შეთავაზების გამო, France24-თან ინტერვიუს დროს დასდო. რეალურად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მადაგასკარის პრეზიდენტის, ენდრი რაჟოელინასთვის, 20 მილიონი დოლარი Covid-Organics-ის პრეპარატებში ტოქსინების დასამატებლად, არ შეუთავაზებია და შესაბამისად, არც მადაგასკარის პრეზიდენტს განუცხადებია ინტერვიუში ამის შესახებ.

რა არის Covid-Organics? Covid-Organics მალაგასის გამოყენებითი კვლევის ინსტიტუტის (IMRA) მიერ შექმნილი მცენარეული ბალახებისგან დამზადებული ნახარში/სასმელია. აღნიშნული პროდუქტის შემადგენლობაში სხვადასხვა მცენარეულ ბალახთან ერთად, მცენარე არტემიზაც შედის, რომელიც მალარიის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა. 2020 წლის აპრილში, მადაგასკარის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის თავიდან აცილებისა და განკურნების ეფექტური საშუალება Covid-Organics-ის შეიქმნა. პრეზიდენტის თქმით, ამ პრეპარატით ორი ადამიანიც კი გამოჯანმრთელდა. 

Bbc.com

მიუხედავად, პრეზიდენტი ენდრი რაჟოელინას მტკიცებისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ხსნარზე განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. ჯანმომ განაცხადა, რომ ის მიესალმებოდა ინოვაციებს, რომლებიც ტრადიციულ სამკურნალო საშუალებებს ეფუძნებოდა, თუმცა მათ გამოყენებას მხარს, მხოლოდ შესაბამისი სამეცნიერო მტკიცებულებების შემდეგ, დაუჭერდა. შესაბამისად, რადგანაც პრეპარატის/ხსნარის ეფექტიანობის არავითარი მტკიცებულება არ არსებობდა, ჯანმო ადამიანებს თვითმკურნალობისგან თავის შეკავებას ურჩევდა. 

პრეზიდენტი ენდრი რაჟოელინა Covid-Organics-ის მიმართ მსოფლიოში შექმნილ სკეპტიკურ განწყობებს არაერთხელ გამოეხმაურა. მისი თქმით, სკეპტიციზმის მიზეზი ამ ხსნარის მადაგასკარში შექმნა გახდა და ის, რომ ევროპაში გამოეგონებინათ, მაშინ Covid-Organics-ს ყველა შეიძენდა. ამ ფაქტის - მადაგასკარის პრეზიდენტისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, პრეზიდენტ ენდრი რაჟოელინას არც France24-თან ინტერვიუს განმავლობაში, და არც სხვაგან განუცხადებია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ქრთამის სანაცვლოდ Covid-Organics-ის მოწამვლა შესთავაზა. 

რაც შეეხება პოსტში გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობის შემცირებისკენ ისწრაფვის, ამ და მსგავს დეზინფორმაციებზე „ფაქტ-მეტრი“ სხვა სტატიებშიც წერდა ( ბმული 1, ბმული 2). 

ამრიგად, Facebook-ზე გავრცელებული ინფორმაცია მადაგასკარის პრეზიდენტთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება და მოსახლეობაში ანტივაქსერული პროპაგანდის გავრცელებას ისახავს მიზნად. 

-------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

    უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა