• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ისრაელში Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით 50-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

დეზინფორმაცია: ისრაელში Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით 50-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

29/03/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: ისრაელში Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით 50-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-მომხმარებელი შორე შანიძე, პლატფორმაზე მორიგ დეზინფორმაციას ისრაელში ვაქცინაციის შედეგების შესახებ ავრცელებს. 22 მარტს გამოქვეყნებულ პოსტში, რომელსაც დღემდე 131 გაზიარება აქვს, შორე შანიძე აღნიშნავს, რომ Pfizer-ით 50-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რიცხვი კვლავ იზრდება.  The Jerusalem Post ასაიდუმლოებს ინფორმაციას, რათა აჩვენოს სხვა ქვეყნებს ვაქცინის ,,უსაფრთხოება“.! - აცხადებს პოსტის ავტორი. შორე შანიძეს, ინფორმაციის წყაროდ, კომენტარებში პლატფორმა Bitchute-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს ბმული აქვს მითითებული. 

პირველ რიგში, ვებსაიტი Bitchute, რომელზე გამოქვეყნებული ვიდეოც, შორე შანიძემ საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად მოიყვანა, კონსპირაციული თეორიების გავრცელებისთვის ცნობილ პლატფორმას წარმოადგენს. ვებსაიტზე ხშირად ვრცელდება, როგორც კონსპირაციული თეორიები, ასევე ჭარბი რაოდენობის დეზინფორმაციული ცნობები სხვადასხვა საკითხთან, მათ შორის კორონავირუსთან და მის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით. Bitchute-ზე ხშირად ხვდება ვიდეოები, რომლებიც სხვა სოციალურ პლატფორმებზე (Youtube, Facebook) დეზინფორმაციის გავრცელების გამო იშლება. 

ამ ეტაპზე, ისრაელში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ქვეყნის მოსახლეობის ყველაზე დიდ პროცენტულ რაოდენობას - 60%-ს (5.22 მილიონ ადამიანს)  ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა მაინც აქვს მიღებული. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ფორმა, რითაც მოქალაქეებს ვაქცინაციის შემდგომ გამოვლენილი გვერდითი მოვლენების შესახებ განაცხადის გაკეთების საშუალება აქვთ. ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, ისრაელში ამ დრომდე არ დაფიქსირებულა არცერთი გარდაცვალების შემთხვევა, რომელიც ვაქცინაციასთან იქნებოდა კავშირში. შესაბამისად, შორე შანიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი და მიზნად  მოქალაქეებში ვაქცინაციის პროცესის მიმართ უნდობლობის გაჩენას ისახავს. 

რაც შეეხება შორე შანიძის განცხადებას, რომ The Jerusalem Post, ისრაელში პოპულარული ინგლისურენოვანი გაზეთი, ინფორმაციას ასაიდუმლოებს, სავარაუდოდ, მისი მოსაზრება ვიდეოში გაჟღერებულ აზრს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ვაქცინით გარდაცვლილთა მონაცემები მხოლოდ არაოფიციალურ საიტებზე ვრცელდება. ვიდეოს ავტორი, რომელიც ვიდეოს დასაწყისში, ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს და აცხადებს რომ ვაქცინამ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 5-წუთიან ინგლისურენოვან რადიო მაუწყებლობის ნაწყვეტს რთავს, სადაც წამყვანი იმ 28 ადამიანების სახელს და გვარს ასახელებს, რომლებიც, მისი განცხადებით, ვაქცინით ინექციის შემდეგ, მცირე დროის მონაკვეთში გარდაიცვალნენ. მოგვიანებით, რადიოში გამომსვლელის მიერ გაკეთებული განცხადებით დგინდება, რომ ჩამოთვლილი ადამიანების სახელები, მან არაოფიციალური საიტი Nakim.org- დან ამოიკითხა. აღმოჩნდა, რომ ვებსაიტი, ხშირ შემთხვევაში, ინფორმაციას Facebook-პლატფორმაზე ინდივიდების მიერ დაწერილი პოსტებიდან ან იშვიათად საინფორმაციო გადაცემებიდან აგროვებს. Nakim.org-ზე ნახსენებ არცერთ Facebook-პოსტში, რომელზე დაყრდნობითაც ბაზის ძირითად ნაწილი დგება, გარდაცვალებასა და ვაქცინაციას შორის კავშირის მტკიცებულება მოყვანილი არაა. ამასთან ერთად, თვალშისაცემია ბაზაში შეყვანილი ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც არა ვაქცინაციის - როგორც რადიოში გამომსვლელი ირწმუნება, არამედ კორონავირუსით დაინფიცირების შედეგად გარდაიცვალა.  

აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მტკიცებულება, როგორც ოფიციალურ ისე არაოფიციალურ საიტებზე, რომელიც ისრაელში ვაქცინაციის შედეგად გამოწვეული სიკვდილის შემთხვევას დაადასტურებს. 

ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია აქამდეც გავრცელებულა. იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები (წყარო 1; წყარო 2; წყარო 3) 

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

    უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა