• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: დოქტორი დერეკ კნაუსი ამტკიცებს, რომ COVID-19 გამოგონილი ვირუსია

დეზინფორმაცია: დოქტორი დერეკ კნაუსი ამტკიცებს, რომ COVID-19 გამოგონილი ვირუსია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

21/04/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: დოქტორი დერეკ კნაუსი ამტკიცებს, რომ COVID-19 გამოგონილი ვირუსია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სოციალურ ქსელში COVID-19-თან დაკავშირებით მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4).  გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, დერეკ კნაუსი, ადასტურებს, რომ COVID-19 გამოგონილი ვირუსია. პოსტში ნათქვამია, რომ დოქტორმა 1500 კოვიდ-დადებითი ტესტი ლაბორატორიულად გადაამოწმა. მათ აბსოლუტურ უმრავლესობაში არა COVID-19, არამედ A ან B ტიპის გრიპის ვირუსი აღმოჩნდა. კნაუსი ასევე ირწმუნება, რომ ამერიკაში  COVID-19-ით გარდაცვლილი ადამიანები, რეალურად, სხვა დაავადებებით იყვნენ დასუსტებულნი, რომელთა გარდაცვალებაც, საბოლოოდ, გრიპმა გამოიწვია.  როგორც პოსტებშია აღნიშნული, კნაუსმა COVID-19-ის ცოცხალი ნიმუშები ვერ მოიპოვა, რადგან ისინი არ არსებობს. აღნიშნული პოსტები არაერთ დეზინფორმაციულ ჯგუფში და გვერდზე გაზიარდა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4). 2021 წლის 21 აპრილის მონაცემებით,  პოსტებს ჯამურად 2000-ზე მეტი გაზიარება, 1000-ზე რეაქცია და 500-ზე მეტი კომენტარი აქვს.

 

სინამდვილეში, ვირუსოლოგი და იმუნოლოგი, დოქტორი დერეკ კნაუსი, არ არსებობს, ის გამოგონილი პიროვნებაა. დეზინფორმაცია, რომელიც მან ვიდეოს მეშვეობით გაავრცელა, სოციალურ ქსელში იდენტური სახით ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში გავრცელდა. თუმცა მაშინ ტექსტის ავტორად ჯერ დოქტორი რობერტ ოსვალდი, შემდეგ კი დოქტორი ენდრიუ ვეი სახელდებოდა. 

დოქტორი რობერტ ოსვალდი ნამდვილად არსებობს, მაგრამ ციტატა მას არ ეკუთვნის. ოსვალდი კორნელის უნივერსიტეტის ვეტერინარიის კოლეჯის მოლეკულური მედიცინის დეპარტამენტში მუშაობს და ვირუსოლოგიაში დოქტორის ხარისხი არ გააჩნია. მისი სახელით გავრცელებული დეზინფორმაცია თავადვე უარყო. საინფორმაციო სააგენტო USA Today-სთან ოსვალდმა განაცხადა, რომ მთლიანი ციტატა ყალბია და მასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მეტიც, ოსვალდმა აღნიშნა, რომ COVID-19 რეალურია და ხალხს პირბადის ტარების, სოციალური დისტანციისა და ვაქცინის მიღებისკენ მოუწოდა. აღნიშნული ამბის სიყალბის შესახებ ფაქტების გადამოწმების არაერთი ავტორიტეტული პლათფორმა წერდა (Politifact, Snopes, Leadstories, Healthfeedback).

რაც შეეხება დოქტორ ენდრიუ ვეის, ეს მეცნიერიც, დოქტორ დერეკ კნაუსის მსგავსად, გამოგონილია. ციტატა ენდრიუ ვეის სახელით ესპანურ სოციალურ სივრცეში გავრცელდა. ფაქტების გადამოწმების ესპანური პლატფორმების (Efe, Open online) თანახმად, ამ სახელით კალიფორნიის უნივერსიტეტში არც ვირუსოლოგი და არც იმუნოლოგი არ იძებნება. ანალოგიური ვითარებაა დერეკ კნაუსთან მიმართებითაც -  ვირუსოლოგი და იმუნოლოგი არც მსგავსი სახელით არსებობს, ხოლო გავრცელებული ციტატა 2021 წლის დეკემბერში რობერტ ოსვალდს მიწერილი ყალბი ციტატის ანალოგია. 

ამრიგად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დოქტორი დერეკ კნაუსი ადასტურებს, რომ COVID-19 გამოგონილია, ყალბია. მსგავსი პიროვნება ვირუსოლოგიისა და იმუნოლოგიის სფეროში არ იძებნება, ხოლო იდენტური ტექსტი 2020 წლის დეკემბერშიც გავრცელდა. გარდა ამისა, ტექსტში მოყვანილი მტკიცებებიც გამოგონილი და ყალბია. 

მაგალითად, პოსტში მოყვანილი ლაბორატორიული კვლევა, რითაც 1500 კოვიდ-დადებით ნიმუშში გრიპის A და B ტიპის ვირუსი აღმოჩნდა, არარეალურია. ელექტრონული მიკროსკოპის საშუალებით, COVID-19-ისა და გრიპის ვირუსის ნიმუშებს შორის  განსხვავების დადგენა შეუძლებელია (ლინკი 1, ლინკი 2). ყალბია მტკიცებაც, თითქოს ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) კნაუსს COVID-19-ის ნიმუშები არ მიაწოდა. ნიმუშები მკვლევრებისთვის ხელმისაწვდომია, რის შესახებ ინფორმაცია CDC-ის ვებგვერდზეც ღიად დევს. 

რაც შეეხება COVID-19-ის გრიპის ვირუსთან გაიგივებას, ახალი კორონავირუსის გამოჩენისთანავე მისი გაიგივება სხვა, აქამდე არსებულ და ხშირად გაცილებით სუსტ ვირუსებთან, აქტიურად დაიწყო. გრიპის და COVID-19-ის სიმპტომები მსგავსია. ორივე ვირუსი რესპირატორულ დაავადებებს იწვევს. ორივე ვირუსი ადამიანიდან ადამიანს წვეთოვანი გზით გადაეცემა. შესაბამისად, მსგავსია ჯანდაცვის ზომებიც - ხელების ჰიგიენა, პირბადის გამოყენება და სოციალური დისტანცირება. თუმცა სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, მათი ერთმანეთთან გაიგივება, არ შეიძლება, რადგან ისინი ორ სხვადასხვა ვირუსს წარმოადგენენ. ვრცლად გრიპისა და COVID-19-ის განსხვავების შესახებ იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში. 

------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
COVID-19
გამოგონილი
დერეკ კნაუსი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

    უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა