• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: გიორგი რურუა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განახლებულ სიაში პირველ ნომერს დაიკავებს

დეზინფორმაცია: გიორგი რურუა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განახლებულ სიაში პირველ ნომერს დაიკავებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

15/05/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: გიორგი რურუა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განახლებულ სიაში პირველ ნომერს დაიკავებს 

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-გვერდი „პოლიტ ამბები - Polit news” გიორგი რურუას შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს. 13 მაისს, Facebook-გვერდის მიერ გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, გიორგი რურუამ, რომელმაც #8 პენიტენციური დაწესებულება რამდენიმე კვირის წინ დატოვა,  ჟურნალისტებთან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ „ნაცმოძრაობის“ განახლებულ სიაში პირველ ნომერს დაიკავებს. 13 მაისს გამოქვეყნებულ პოსტს დღემდე 1000 რეაქცია, 348 კომენტარი და 34 გაზიარება აქვს. აღსანიშნავია, რომ პოსტი გვერდის მიერ დარეკლამებულია.

სინამდვილეში, გიორგი რურუას მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. მისი აღნიშნული განცხადება ან პოზიცია არ გაჟღერებულა არც ერთი ჟურნალისტის მიერ და ამასთან ერთად, არ იძებნება არც ერთ მედიამაუწყებლობაში მიცემულ ინტერვიუში. აღნიშნული პოზიცია მას არ დაუფიქსირებია მის ოფიციალურ Facebook გვერდზეც. აქედან გამომდინარე,  „პოლიტ ამბები - Polit news“ - ის მიერ გავრცელებული პოსტი, თითქოს რურუას განცხადებით, ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განახლებულ სიაში პირველ ნომერს დაიკავებს, ყალბია. 

რაც შეეხება დეზინფორმაციის გამავრცელებელ გვერდს, ის 2020 წლის 25 ოქტომბერს შეიქმნა და ზემოთ აღნიშნული, გვერდის მიერ  დღემდე ატვირთული ერთადერთი პოსტია.  გვერდი ასევე იყენებს დარეკლამების ფუნქციას, რომელშიც დღემდე 100$-მდე აქვს გადახდილი.

 

--------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
გიორგი რურუა
ანა დოლიძე
პირველი ნომერი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • საქართველოს მოსახლეობა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხარჯზე იზრდება, საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა კი წლიდან წლამდე იკლებს

    საქართველოს მოსახლეობა უცხო ქვეყნის მოქა...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რიყის დოქები, ქუთაისის პარლამენტი და ზუგდიდის სტადიონი - ეს არის მაგალითები, როგორ ანადგურებს ივანიშვილის ხელისუფლება სახელმწიფო ქონებას

    რიყის დოქები, ქუთაისის პარლამენტი და ზუგ...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • გლდანის მეტროს მეორე ამოსასვლელის რეაბილიტაციას 2024 წელს უნდა დაწყებულიყო

    გლდანის მეტროს მეორე ამოსასვლელის რეაბილ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა