• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ამერიკის ფედერალური სასამართლო Facebook-ისა და Youtube-ისგან ვაქცინაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის დაბლოკვის შეწყვეტას ითხოვს

დეზინფორმაცია: ამერიკის ფედერალური სასამართლო Facebook-ისა და Youtube-ისგან ვაქცინაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის დაბლოკვის შეწყვეტას ითხოვს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

26/05/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: ამერიკის ფედერალური სასამართლო Facebook-ისა და Youtube-ისგან ვაქცინაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის დაბლოკვის შეწყვეტას ითხოვს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ჰომეოპათი თინათინ თოფურია სოციალურ ქსელში დეზინფორმაციას ავრცელებს. 2021 წლის 13 მაისს გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, რეზერფორდის ინსტიტუტის საჩივრის შედეგად, ამერიკის ფედერალური სასამართლო ითხოვს, რომ Facebook-მა და Youtube-მა ვაქცინაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის დაბლოკვა შეწყვიტონ. თოფურია წყაროდ შეთქმულების თეორიების გავრცელებით ცნობილი ვებგვერდის - Children’s Health Defense - ის სტატიას იმოწმებს:

თოფურიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს რეზერფორდის ინსტიტუტის საჩივრის შედეგად, ამერიკის ფედერალური სასამართლო ითხოვს, რომ Facebook-მა და Youtube-მა ვაქცინაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის დაბლოკვა შეწყვიტონ, ყალბია.

სინამდვილეში, Facebook-ისა და Youtube-ისთვის ვაქცინაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის დაბლოკვის შეწყვეტა არა ამერიკის ფედერალურმა სასამართლომ, არამედ ერთ-ერთმა ფონდმა - Children’s Health Defense (CHD) – 2020 წლის აგვისტოში მოითხოვა. ფონდი ვაქცინებისადმი სკეპტიკურად განწყობილმა რობერტ კენედიმ დაარსა, რომელიც COVID-19-ისა და 5G ქსელებთან დაკავშირებით არაერთ შეთქმულების თეორიასა და დეზინფორმაციას ავრცელებს.

CHD-ის მიერ კალიფორნიის ჩრდილოეთ რაიონის სასამართლოში შეტანილ სარჩელს ადამიანის უფლებათა ერთ-ერთმა ორგანიზაციამ - The Rutherford Instutute - დაუჭირა მხარი. თუმცა, 2021 წლის 7 მაისის გადაწყვეტილების თანახმად, სასამართლომ რეზერფორდის ინსტიტუტის წინადადება განსახილველად არ მიიღო. სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, რეზერფორდის ინსტიტუტს CHD-ის სარჩელისგან განსხვავებული, ახალი არგუმენტები არ წამოუყენებია.

შესაბამისად, თინათინ თოფურიას მტკიცება, თითქოს ამერიკის ფედერალური სასამართლო Facebook-ისა და Youtube-ისგან ვაქცინაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის დაბლოკვის შეწყვეტას ითხოვს, ყალბია. აღნიშნული სარჩელი სასამართლოში ერთ-ერთმა ფონდმა - Children’s Health Defense (CHD) - შეიტანა, რაც კვლავ განხილვის პროცესშია.

რაც შეეხება Facebook-ის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის მიზეზს, აღნიშნული ფონდი Third-party fact-checking პროგრამის ფარგლებში მონიშვნის ობიექტი არაერთხელ გამხდარა. Facebook-ის ფაქტების გადამოწმების აღნიშნული პროგრამის მთავარ ფოკუსს ვირუსულად გავრცელებული არასწორი ინფორმაციის, ისეთი აშკარა სიცრუის გამოვლენა და მასთან გამკლავება წარმოადგენს, რომელსაც არანაირი ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია. Facebook-ი თავის პლატფორმაზე მისინფორმაციასთან ბრძოლის ფარგლებში, მრავალ ქვეყანასა და რეგიონში, დამოუკიდებელი ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობს, რომლებიც მიუკერძოებელი საერთაშორისო ფაქტების გადამმოწმებელი ქსელის (IFCN)-ის მიერ არიან სერტიფიცირებულნი. ფაქტების გადამმოწმებელი პარტნიორები პრიორიტეტს იმ ტიპის მტკიცებებს ანიჭებენ, რომელთა სიყალბეც დამტკიცებადია, განსაკუთრებით კი მათ, რომლებიც დროში რელევანტური ან ტრენდულია, ხოლო რიგითი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი. პროგრამა ინდივიდუალურ გამოხატვაში, მოსაზრებებში ან დებატებში, ღიად სატირულ ან იუმორისტულ მასალაში, ან ბიზნეს დავებში არ ერევა.

აღნიშნული პროგრამის გაშვების შედეგად, ინფორმაციას, რომელსაც ფაქტების გადამოწმების პლატფორმა სიყალბედ შეაფასებს, Facebook-ი საინფორმაციო ველის (News feed) ქვედა ნაწილში განათავსებს. ეს ნიშანდობლივად შეამცირებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და, ასევე, მცირდება იმ მომხმარებელთა რიცხვი, რომლებსაც, შესაძლოა, დეზინფორმაცია მიეწოდოს. ვრცლად პროგრამის შესახებ იხილეთ აქ.

2020 წელის სექტემბრიდან Third-party fact-checking პროგრამის ფარგლებში Facebook-ის პარტნიორები „ფაქტ-მეტრი“ და „მითების დეტექტორი“ გახდნენ.

-------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ამერიკის ფედერალური სასამართლო
იუთუბი
ფეისბუქი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 107 ქვეყანაში განხორციელდა. ექსპორტის მოცულობამ 1.7 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია

    აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 107 ქვ...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • პარლამენტი მუშაობას ოფიციალურად 2 სექტემბრიდან იწყებს და კანონების გაუქმება ვერ მოხდება

    პარლამენტი მუშაობას ოფიციალურად 2 სექტემ...

    მცდარი
    განცხადება არაზუსტია
  • 2012 წლის შემდეგ, ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები გაიზარდა 4-ჯერ… მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები  73%-დან 41%-მდე შემცირდა

    2012 წლის შემდეგ, ჯანდაცვაზე სახელმწიფო...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა