• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: გერმანიაში აცრის შედეგად 15 წლის გოგო დაიღუპა

დეზინფორმაცია: გერმანიაში აცრის შედეგად 15 წლის გოგო დაიღუპა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

05/06/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: გერმანიაში აცრის შედეგად 15 წლის გოგო დაიღუპა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის 2 ივნისს, ხათუნა საგინაშვილმა Facebook-მომხმარებელ Tea Jojua-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის თანახმად, „გერმანიაში დაიწყეს ბავშვების აცრა და დღეს 15 წლის გოგო დაიღუპა ვაქცინაციის შედეგად“.

სინამდვილეში გავრცელებული ინფორმაცია გერმანიაში ვაქცინაციის შედეგად ბავშვის გარდაცვალების შესახებ, მცდარია. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში ვაქცინაციის პროცესში ბავშვების ჩართვა ნამდვილად იგეგმება, ვაქცინაციის პროცესი ჯერჯერობით დაწყებული არ არის.

28 მაისს ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენების ავტორიზაცია გასცა. ავტორიზაციის მიუხედავად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად მიიღებენ. უშუალოდ გერმანიის მთავრობამ ამ გადაწყვეტილებას მწვანე შუქი გასულ კვირასვე აუნთო, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ვაქცინაციის კომისიას (Stiko) შესაბამისი რეკომენდაცია არ გაუცია. კომისიის აზრით, კვლევები მცირე ჯგუფებში ჩატარდა და გადაწყვეტილების მისაღებად არსებული ინფორმაცია საკმარისი არ არის. Stiko-ს პრეზიდენტმა, თომას მერტენსმა განაცხადა, რომ კომისია საკუთარ პოზიციას მინიმუმ ორი კვირაში განაცხადებს, თუმცა არსებობს ფართო მოლოდინი, რომ ის საყოველთაო რეკომენდაციას არ გამოაქვეყნებს, არამედ რეკომენდაციას ვაქცინაციის შესახებ განსაკუთრებით მოწყვლად ბავშვებში, მათ შორის ასთმით დაავადებულებში, გასცემს.

27 მაისს, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ 7 ივნისიდან ვაქცინაციაზე პრიორიტეტიზაციის მოხსნის შემდეგ, ვაქცინაზე რეგისტრაციის გავლა 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და ახალგაზრდებსაც შეეძლებათ. მისი თქმით, ყველა მოქალაქეს აგვისტოს ბოლოსთვის შეეძლება, რომ სულ მცირე ვაქცინის ერთი დოზით მაინც იყოს აცრილი. ამასთანავე, მერკელმა ხაზი გაუსვა, რომ ბავშვებში ვაქცინაციის პროცესი ნებაყოფლობითი იქნება. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის რეკომენდაციით ბავშვების ვაქცინაცია მხოლოდ ექიმების, ბავშვების და მშობლების ინტენსიური კონსულტაციის შემდეგ უნდა განხორციელდეს.

ცნობისთვის, 28 მაისამდე Pfizer/BioNTech-ის გამოყენების ავტორიზაცია 16 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფებში იყო გაცემული. დღეისათვის, Pfizer/BioNTech ერთადერთი ვაქცინაა, რომლის გამოყენება 12-15 წლის ასაკობრივ ჯგუფებში არის დაშვებული (კანადასა და აშშ-ში უკვე მიმდინარეობს ბავშვების ვაქცინაცია, შესაბამისი ნებართვა გაიცა ბრიტანეთის მარეგულირებლის მიერაც). ბავშვების ვაქცინირება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ბავშვებში ჩატარებულმა კვლევებმა ვაქცინების უსაფრთხოება და ეფექტურობა დაადასტურა.

-----------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
რუსული
კოვიდსტატისტიკა
დეფიბრილატორების ჯიხურები
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა