• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: თურქმა მსახიობმა ჰამით ალთინთოფმა რიონის ხეობაში თურქული ექსპანსია გააპროტესტა

დეზინფორმაცია: თურქმა მსახიობმა ჰამით ალთინთოფმა რიონის ხეობაში თურქული ექსპანსია გააპროტესტა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

07/06/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: თურქმა მსახიობმა ჰამით ალთინთოფმა რიონის ხეობაში თურქული ექსპანსია გააპროტესტა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სოციალურ ქსელში გავრცელებული დეზინფორმაციის მიხედვით, თურქმა მსახიობმა, ჰამით ალთინთოფმა „რიონის ხეობაში თურქული ექსპანსია“ თურქულ ტელევიზიაში გააპროტესტა. მსგავსი მტკიცება სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელდა და მას Facebook-ის ასეულობით მომხმარებელი გამოეხმაურა:

იხ. Facebook-პოსტი

Facebook-პოსტში გაჟღერებული მტკიცება ტყუილია, რადგან მსახიობად მოხსენიებული ჰამით ალთინთოფი, სინამდვილეში, ცნობილი თურქი ფეხბურთელია და ღია წყაროებში, მის მიერ რიონის ხეობაში ნამოხვანი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით დაფიქსირებული პოზიცია, საერთოდ არ იძებნება. ალთინთოფი ბოლოს საფეხბურთო კლუბ მიუნხენის ბაიერნის 16 წლამდელთა გუნდის დამხმარე მწვრთნელად მუშაობდა. ამასთან, თურქეთში Facebook-პოსტში ნახსენები ტელევიზია - „sen çüksün TV“, საერთოდ არ არსებობს.

იმის გამო, რომ ჰამით ალთინთოფს არარსებულ თურქულ ტელევიზიაში რიონის ხეობის/ნამოხვანი ჰესის გარშემო არ უსაუბრია, Facebook-პოსტში მოყვანილი კიდევ ერთი მტკიცება, რომ ამ ინტერვიუს შემდეგ ჰამითსა და მის ძმას - ჰალილს, „თურქული პოლიციისგან პრობლემები შეექმნათ“, სინამდვილეს არ შეესაბამება. აღსანიშნავია, რომ ჰამითის მსგავსად, მისი ძმა, ჰალილ ალთინთოფიც პროფესიონალი ფეხბურთელია, რომელმაც სათამაშო კარიერა რამდენიმე წლის წინ დაამთავრა. ძმები ტყუპები არიან და 1982 წლის 8 დეკემბერს გელზენკირხენში, გერმანიაში დაიბადნენ, თუმცა ისინი თურქეთის ნაკრების რიგებში ასპარეზობდნენ.

ღია წყაროებში Facebook-პოსტში გაჟღერებული მტკიცებების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. ამდენად Facebook-პოსტი, რომელიც საზოგადოებას, თითქოს, მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის, მთლიანად შეთხზულია და დეზინფორმაციას წარმოადგენს.

-------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ჰამით ალთინთოფი
მხარდამჭერები
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
  • 2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-დან 2217 ლარამდე გაიზარდა

    2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა