• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
მანიპულირება: აშშ-ში Johnson & Johnson-ის 60 მილიონ დოზას უსაფრთხოებაზე გადამოწმების შემდეგ გაანადგურებენ

მანიპულირება: აშშ-ში Johnson & Johnson-ის 60 მილიონ დოზას უსაფრთხოებაზე გადამოწმების შემდეგ გაანადგურებენ

ვერდიქტი: მანიპულირება

20/06/2021
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

ჰომეოპათი თინათინ თოფურია Facebook-ის პირად პროფილზე პოსტს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ამერიკაში Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენება შეაჩერეს და ვაქცინის 60- მილიონიანი პარტიის განადგურება მას შემდეგ მოითხოვეს, რაც ვაქცინები უსაფრთხოებაზე გადაამოწმეს. თოფურიას აზრით, მწარმოებელმა შესაძლოა, ვაქცინის დოზები არ გაანადგურონ და ისინი სხვა ქვეყნებს, მათ შორის - საქართველოს, დახმარების სახით გაუნაწილონ.

პოსტში მოცემული ინფორმაცია Johnson & Johnson-ის ვაქცინების დოზების განადგურებასთან დაკავშირებით სიმართლეა. თუმცა, მტკიცება, რომ ამ მიზეზით ამერიკაში Johnson & Johnson-ით ვაქცინაცია შეჩერდა, ტყუილია. სინამდვილეში, Johnson & Johnson-ის ვაქცინები არა ზოგადად მისი არაეფექტურობისა და არავარგისიანობის, არამედ ბალტიმორის ქარხანაში ვაქცინების კონკრეტული პარტიის წარმოების დროს დაშვებული შეცდომის გამო, უნდა განადგურდეს. ცნობისთვის, შეცდომა ვაქცინის წარმოებისას ბალტიმორის ქარხანაში მარტის თვეშიც დაუშვეს, როდესაც ქარხნის პერსონალმა Jonson&Jonson-ის 15 მილიონ დოზაში AstraZeneca-ს ვაქცინის ინგრედიენტები შეურიეს. შეცდომა ვაქცინის ხარისხის კონტროლის დროს დაფიქსირდა, შედეგად კი წარმოებული ვაქცინის პარტია სრულად განადგურდა და არც ერთი დოზა ქარხნის გარეთ არ გასულა. ამის შემდეგ, Jonson&Jonson-მა ზედამხედველობისა და პერსონალის რიცხვის გაზრდაზე პასუხისმგებლობა აიღო.

რაც შეეხება თოფურიას პოსტში განხილულ კონკრეტულ შემთხვევას 60 მილიონი დოზის განადგურებასთან დაკავშირებით, ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) 11 იანვარს ნამდვილად განაცხადა, რომ Johnson & Johnson კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები, რომლებიც პრობლემურ ბალტიმორის ქარხანაში დამზადდა, შესაძლოა, გამოყენებისთვის ვარგისიანი არ ყოფილიყო. კონკრეტულად, FDA-ის შეფასებით, ბალტიმორის ქარხანა ვაქცინების წარმოების პერიოდში GMP (Good manufacturing practice) [1] მოთხოვნების შესაბამისობით არ მოქმედებდა. შესაბამისად, ქარხნის რამდენიმე განყოფილებაში დამზადებული ვაქცინები შესაძლოა, ეფექტურობისა და ხარისხიანობის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ.

FDA-ის განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, რამდენი ვაქცინის დოზის განადგურება იგეგმება, თუმცა New York Times-ის ინფორმაციით, საუბარია 60 მილიონ დოზაზე. Reuters-ის ინფორმაციით, მწარმოებელმა 10 მილიონი დოზა უკვე გაანადგურა. FDA-ის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ბალტიმორის ქარხანას Johnson & Johnson ვაქცინისა და მისი კომპონენტების წარმოებისთვის FDA-ის ავტორიზაცია არ აქვს, რის გამოც ამ ქარხანაში დამზადებული Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ამერიკის შეერთებულ შტატებში დისტრიბუცია არ მომხდარა.

რაც შეეხება თოფურიას ვარაუდს, რომ ვაქცინის მწარმოებელმა გამოსაყენებლად უვარგისი ვაქცინა შესაძლოა სხვა ქვეყნებში დახმარების სახით გაგზავნოს, სიმართლეს არ შეესაბამება. პირიქით, მწარმოებლის მხრიდან მილიონიანი პარტიების განადგურებამ ვაქცინის დისტრიბუცია შეაფერხა და შესაბამისად, კუთვნილ დოზებს რამდენიმე ქვეყანა ვეღარ მიიღებს, მათ შორის - აშშ და გერმანია. უშუალოდ საქართველოში კი, როგორც მაისის დასაწყისში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, შესაძლოა COVAX პლატფორმის დახმარებით Novavax და Jonson&Jonson-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები შემოვიდეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით კი, ბოლო ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში ივნისის თვეში AstraZeneca-ს, Sinopharm-ის და მესამე კვარტალში Pfizer-ის ვაქცინები შემოვა და პარალელურად მოლაპარაკებები გაგრძელდება „Sinovac“-თან და „Novavax“-თან.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ თინათინ თოფურიას მეორე მტკიცება, Johnson & Johnson ვაქცინის გამოყენება თრომბოემბოლიის შემთხვევების დაფიქსირების გამო ერთი თვის წინ შეაჩერეს, სიმართლეს შეესაბამება. კონკრეტულად, 23 აპრილს ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების (FDA) სააგენტოსა და ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ Johnson & Johnson -ის ვაქცინის გამოყენების შეჩერების თაობაზე რეკომენდაცია გაიცა. მოკვლევის შედეგად, ვაქცინასა და თრომბოემბოლიის წარმოქმნის რისკს შორის კავშირი დადასტურდა. თუმცა, მაისის დასაწყისში Johnson & Johnson -ის ვაქცინის გამოყენების რეკომენდაცია თავიდან გაიცა, რადგან ვაქცინისგან მიღებული სარგებელი აღემატება მისგან გამოწვეულ პოტენციურ რისკებს.

[1] GMP- (Good manufacturing practice)- კარგი წარმოების პრაქტიკა წარმოადგენს საჭირო პრაქტიკას, რომელიც სურსათისა და სასმელების, კოსმეტიკური საშუალებების, ფარმაცევტული პროდუქტების, დიეტური დანამატების და სამედიცინო მოწყობილობების წარმოებისა და გაყიდვის დროს აუცილებელია განხორციელდეს ავტორიზაციისა და ლიცენზირების მაკონტროლებელი სააგენტოების რეკომენდაციების თანხვედრაში.

---------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
Johnson&Johnson
ალბერტ ბურლა
ჟურნალისტები
ხვიჩა კვარაცხელია
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა