• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ვაქცინის ორი დოზა ორ წელიწადში ადამიანს კლავს

დეზინფორმაცია: ვაქცინის ორი დოზა ორ წელიწადში ადამიანს კლავს

ვედიქტი: ყალბი ამბავი

21/07/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეზინფორმაცია: ვაქცინის ორი დოზა ორ წელიწადში ადამიანს კლავს

ვედიქტი: ყალბი ამბავი

17 ივლისს Facebook-ჯგუფში ლევან ვასაძის მხარდამჭერები levan vasadze Facebook-მომხმარებელმა tvm.ge-ის დეზინფორმაციული სტატია გამოაქვეყნა. სტატიის სათაურის თანახმად, ვაქცინის ორი დოზა ორ წელიწადში ადამიანს კლავს, ამას კი არავინ გვიმხელს. 

გარდა იმისა, რომ მოცემული მასალა ანტივაქსერულ შინაარს ატარებს, ის ასევე,ვაქცინებთან და ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით, დაუდასტურებელ მტკიცებებს შეიცავს. 

მტკიცება, თითქოს ვაქცინის ორი დოზა ორ წელიწადში ადამიანს კლავს და ამას არ გვიმხელენ, უსაფუძვლოა და ვაქცინაციის პროცესის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ ვაქცინის მოწინააღმდეგეები ათეული წლებია, არსებობენ და მასთან დაკავშირებული დეზინფორმაციები მორიგი ვირუსის გამოჩენისთანავე ხელახლა ვრცელდება. კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე აქტიურად ვრცელდება კონსპირაცია, თითქოს პანდემია კარგად დაგეგმილი აფიორაა, რომლის მიზანიც ვაქცინების საშუალებით მოსახლეობის შემცირებაა. 

კოვიდვაქცინები, რომლებიც მთელ მსოფლიოში, მათ შორის - საქართველოშიც, გამოიყენება (ფაიზერი, ასტრაზენეკა, სინოფარმი), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლების მიერ არის დამტკიცებული და გადაუდებელი მოხმარების ავტორიზაცია აქვს მინიჭებული. ავტორიზებული ვაქცინა ნიშნავს, რომ მან პრეკლინიკური და კლინიკური კვლევის ყველა ფაზა წარმატებით გაიარა. მართალია, COVID-19-ის ვაქცინები ექსტრემალური პირობებიდან გამომდინარე, შემჭიდროვებულ ვადებში შეიქმნა და დამტკიცდა, თუმცა კვლევის არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, გამოტოვებული არ ყოფილა.

სინამდვილეში, ექსპერიმენტული მხოლოდ კვლევის პრეკლინიკური ფაზაა, რა დროსაც   ვაქცინების გამოცდა ცხოველებზე ხორციელდება და ის კონკრეტული ანტიგენი განისაზღვრება, რომელიც იმუნური რეაქციის გამოსაწვევად არის საჭირო. 

პრეკლინიკური ფაზის შემდგომი ეტაპი კლინიკური კვლევებია, რაც თავის მხრივ, სამი ფაზისაგან შედგება და სამივე ფაზის დროს ვაქცინის გამოცდა მოხალისეობრივი გზით შერჩეულ ცდის პირებზე ხდება. 

კოვიდვაქცინებმა კვლევის ყველა საფეხური წარმატებით გაიარეს, რის საფუძველზეც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლების (EMA, FDA) მიერ, ავტორიზაცია მიენიჭათ. თუმცა ვაქცინის გამოყენებაში ჩაშვებისთანავე, ვაქცინის უსაფრთხოებაში დასარწმუნებლად, მუდმივი მონიტორინგის წარმოებაა საჭირო. სწორედ ამ მიზნით არსებობს VAERS-ის (Vaccine Adverse Event Reporting System) სისტემა, სადაც ვაქცინებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების შემთხვევების აღრიცხვა ხდება.  

აქედან გამომდინარე, მტკიცება, რომ ვაქცინები ადამიანს 2 წელიწადში კლავს, სიმართლეს არ შეესაბამება. მოცემული დეზინფორმაცია, კონსპირაციული და ყალბი მტკიცებების გამოყენებით, მოსახლეობაში ანტივაქსერული განწყობების გაღვივებას ისახავს მიზნად.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
დიმიტრი ლორთქიფანიძე
ორი დოზა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა