• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში კიანუ რივზის ყალბი ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში კიანუ რივზის ყალბი ციტატა ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

05/08/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

2021 წლის 31 ივლისს, Facebook-გვერდმა „ბრძენ კაცი“ მსახიობ კიანუ რივზის ფოტო და ყალბი ციტატა გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ მსახიობის გაყალბებული ციტატა ინტერნეტსივრცეში, როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში, პერიოდულად ვრცელდება.

Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი მსახიობს შემდეგ სიტყვებს მიაწერს:

რეალურად, კიანუ რივზის მსგავსი განცხადება არასდროს გაუკეთებია. როგორც საერთაშორისო ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმა Snopes-ს წერს, ზემოთ მოყვანილი ციტატა 2016 წლის 21 თებერვალს მსახიობის Facebook-ის ფან-გვერდმა („Keanu Reeves – the actor“) გაავრცელა. გავრცელების დღიდან მოყოლებული, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ციტატა ინტერნეტსივრცეში საკმაოდ აქტიურად ტრიალებს. ინტერნეტში რუსულენოვანი ვიდეოც გავრცელდა, რომელშიც თითქოს კიანუ რივზი ზემოთმოყვანილ განცხადებას აჟღერებს. სინამდვილეში, აღნიშნულ ვიდეოში მსახიობი შვეიცარიაში, პოლ გოგენის ნამუშევრების გამოფენაზე იმყოფება და მისი ხელოვნების შესახებ საუბრობს.

აღსანიშნავია, რომ ციტატის ნამდვილობის დამამტკიცებელი ჩანაწერი არ მოიპოვება. რივზის სარეკლამო აგენტის, შერილ მეისელის მიერ Politifact-ისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მსახიობი სოციალური ქსელებით საერთოდ არ სარგებლობს და როგორც განცხადება, ასევე მისი გამავრცელებელი გვერდი, ყალბია. გარდა ამისა, აგენტმა აღნიშნა, რომ არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო, მან Facebook-დან აღნიშნული გვერდი წააშლევინა.

ამრიგად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ციტატა კიანუ რივზის არ ეკუთვნის და გაყალბებულია, რადგანაც მსახიობს მსგავსი განცხადება არასდროს გაუკეთებია.

-----------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
კიანუ რივზი
ტენდერები
თინა თოფურია
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • ქალაქი მერის გარეშე - ვინ წყვეტს ბათუმის არჩეული მერების ბედს

    ქალაქი მერის გარეშე - ვინ წყვეტს ბათუმის...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • არც ერთი სამართლებრივი ჩანაწერი არ არსებობს, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი იქნება, ვინმემ გვითხრას, გააუქმეთ კონკრეტული კანონები, თორემ ვიზა-ლიბერალიზაციას გაგიუქმებთო

    არც ერთი სამართლებრივი ჩანაწერი არ არსებ...

    მცდარი
    განცხადება არაზუსტია
  • 1.3 მლრდ-იანი რეზერვების შესყიდვის ფონზე, რეზერვების მოცულობა მხოლოდ 570 მლნ დოლარით გაიზარდა

    1.3 მლრდ-იანი რეზერვების შესყიდვის ფონზე...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა