• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ვადაგასულია

დეზინფორმაცია: COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ვადაგასულია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

12/11/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook გვერდი „კორონავირუსი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს დეზინფორმაციული შინაარსის სქრინს, რომლის თანახმადაც, კოვიდვაქცინის ბუსტერ დოზის გასაკეთებლად მისულ ადამიანს ექიმმა უთხრა, რომ ვაქცინა ვადაგასულია და ვალდებული იყო გაეფრთხილებინა. 

მტკიცება, რომ ვაქცინაციის პროცესში ვადაგასული ვაქცინები გამოიყენება არის ყალბი ამბავი. 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანახმად, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, რომელიც აცრის პროცესში, მათ შორის ბუსტერ დოზით აცრისას გამოიყენება არცერთი არაა ვადაგასული. 

დღეს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პფაიზერის ბუსტერ დოზა გაიკეთა. „ბუსტერი შეიძლება 6 თვეზე ნებისმიერი ვაქცინით. მაგრამ ადამიანები ვინც არიან 60 წელზე ზემოთ, ვინც აცრილი არიან სინოფარმით, სინოვაკით, მათ  3-დან 6 თვემდე შეუძლიათ ბუსტერ დოზის გაკეთება. ამიტომ, ამ რეგულაციას მე ვიცავ. მე უკვე გამივიდა 5-ნახევარი თვე მეორე აცრიდან და მოვედი ასაცრელად, ოღონდ გავიკეთე დღეს ფაიზერი. სპეციალურად გავიკეთე პფაიზერი, რომ ხალხი დავარწმუნო. მოგეხსენებათ, ბევრი მოარული ჭორი არის სოციალურ მედიაში, რომ ქვეყანაში არსებულ პფაიზერს გაუვიდა ვადა”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გავრცელებული მითები, თითქოს ვაქცინებს ვადა გაუვიდა და ვადაგასული ვაქცინები გამოიყენება, პფაიზერის ვადებს  უკავშირდება. სექტემბრის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ  ქვეყანაში შემოსული „ფაიზერის“ დიდ ნაწილს ვადა წლის ბოლოს ეწურებოდა, ნაწილს ნოემბრის ბოლოს. აღსანიშნავია, რომ FDA-მ (ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია) დაადგინა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის ვარგისიანობა 9 თვეს შეადგენს, საწყის ეტაპზე ვარგისიანობის ვადად 6 თვე იყო მიჩნეული. შესაბამისად, „ფაიზერს“ ვარგისიანობის ვადა დამატებით  სამი თვით გაუხანგრძლივდა. 

იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ვაქცინას ვადა გაუვა, ის, რა თქმა უნდა, ჩამოიწერება და არ იქნება გამოყენებული. აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის ბოლოს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დაახლოებით 17 000-მდე ვაქცინას ვადა გაუვიდა, ისინი ჩამოწერეს და გამოუყენებელი დარჩა. 

-------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
რომის პაპი
ჟურნალისტები
ამირან გამყრელიძე
მარიუპოლი
თეონა აბსანძე
თეონა აბსანძე

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა