• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 2018 წელს არსებობდა

დეზინფორმაცია: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 2018 წელს არსებობდა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

17/11/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

2021 წლის 15 ნოემბერს, Facebook-მომხმარებელმა Merabi Khidasheli-მა ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც Canine Coronavirus ვაქცინის ფლაკონია გამოსახული. პოსტს თან ახლავს სათაური: „2018 წელს საფრანგეთში ნაყიდ მანქანაში აღმოვაჩინე. რა ჩინეთი, რა ღამურა? ეჰჰ. რეჟიმს აჩვევენ დედამიწას“. ამდენად, ავტორი მიანიშნებს, თითქოს  COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ კიდევ 2018 იყოს გამოგონებული. 

რეალურად, ფოტოზე კანინის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ფლაკონია გამოსახული, რომელიც ძაღლებისა და ლეკვების მკურნალობისთვის გამოიყენება. კანინის კორონავირუსი ძაღლებში, განსაკუთრებით ლეკვებში, მწვავე ნაწლავურ ინფექციას იწვევს. ჯერჯერობით, ამ დაავადების სამკურნალო მედიკამენტები არ არსებობს. ზემოთ აღნიშნული  ვაქცინა 6 კვირის ან უფრო დიდი ასაკის ჯანმრთელი ძაღლებისა და ლეკვების შემთხვევაში, კორონავირუსის საწინააღმდეგოდაც ეფექტური აღმოჩნდა. ვაქცინაცია ჯანმრთელ ძაღლებში 2 დოზით ხდება 2-3-კვირიანი ინტერვალით.

აღსანიშნავია, რომ დღემდე დასახელებული ვაქცინა COVID-19-ის პანდემიასთან მსოფლიოში აქამდეც არაერთხელ დააკავშირეს. საერთაშორისო ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმები კი (Africa Check, PolitiFact) აღნიშნავენ, რომ კანინის კორონავირუსის ვაქცინას თუ ძაღლის კორონავირუსს და Covid-19-ის პანდემიას ერთმანეთთან კავშირი არ აქვს.

ამდენად, კანინის კორონავირუსის ვაქცინები ცხოველებისთვის განკუთვნილი სამედიცინო საშუალებაა და მას ადამიანის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებთან არავითარი კავშირი არ აქვს. შესაბამისად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია ყალბია და იმ შეთქმულების თეორიის ნაწილს წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის პანდემია წლების წინ დაიგეგმა.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ჟურნალისტები
კანინის კორონავირუსი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • არჩევნების შემფასებელმა მთავარმა სადამკვირვებლო მისიამ - იცით, რომ ეუთო\ოდირის მისია გვყავდა მოწვეული - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულად, ხოლო „ქართული ოცნება“ არჩეულ ხელისუფლებად გამოაცხადა

    არჩევნების შემფასებელმა მთავარმა სადამკვ...

    მცდარი
    განცხადება არაზუსტია
  • 2012 წლის შემდეგ აეროპორტებში მგზავრთნაკადი 430%-ით გაიზარდა

    2012 წლის შემდეგ აეროპორტებში მგზავრთნაკ...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • 2026 წლის ბიუჯეტში სოციალური მიმართულებები პრიორიტეტად ნარჩუნდება, პენსიების გაცემაზე 5 მლრდ ლარზე მეტი დაიხარჯება

    2026 წლის ბიუჯეტში სოციალური მიმართულებე...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა