• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ალტ-ინფოს კოორდინირებული აქცია: დამწვარი დროშები, ანტიდასავლური პროპაგანდა

ალტ-ინფოს კოორდინირებული აქცია: დამწვარი დროშები, ანტიდასავლური პროპაგანდა

ვიდეოში მონაწილე პირები ძირითადად აპელირებენ იმაზე, რომ ხელისუფლებამ ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების, ასევე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მოთხოვნითა და ბრძანებით „უკანონოდ დააპატიმრა უდანაშაულო ადამიანები“.

24/12/2021
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

პრორუსულმა და ანტიდასავლურმა ჯგუფმა, ალტ-ინფომ, 24 დეკემბრისთვის საპროტესტო აქცია დააანონსა, რომელიც მიზნად 5 ივლისის ძალადობასთან დაკავშირებით დაპატიმრებული პირების განთავისუფლების ისახავს. აქციის დაანონსების შემდეგ, Facebook-ზე ალტ-ინფოს მხარდამჭერების მიერ კოორდინირებულად ვრცელდება ანტიდასავლური გზავნილების შემცველი ვიდეოები. ყველა ვიდეო ძირითადად ერთი სცენარით ვითარდება, მონაწილე პირები მოუწოდებენ მხარდამჭერებს,  დაგეგმილ აქციას შემოუერთდნენ, შემდეგ მიზანმიმართულად, ყალბი ბრალდებებით, ესხმიან თავს აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს და საქართველოს სახალხო დამცველს და ბოლოს,  აშშ-სა და ევროკავშირის დროშებს წვავენ (იხილეთ: ვიდეო 1 ვიდეო 2 ვიდეო 3 ვიდეო 4 ვიდეო 5 ვიდეო 6 ვიდეო 7 ვიდეო 8 ვიდეო 9 ვიდეო 10 ვიდეო 11 ვიდეო 12 ვიდეო 13). 

ვიდეოში მონაწილე პირები ძირითადად აპელირებენ იმაზე, რომ ხელისუფლებამ ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების, ასევე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მოთხოვნითა და ბრძანებით „უკანონოდ დააპატიმრა უდანაშაულო ადამიანები“ და ციხეში გამოკეტა ისინი, რათა „სამაგალითოდ დასაჯონ ქართული ფასეულობებისა და ეროვნული ტრადიციების დამცველი ბიჭები“.

რეალურად, რასაც ალტ-ინფოს მხარდამჭერები „უდანაშაულო ბიჭების დაკავებას“ უწოდებენ, 55 ადამიანის ცემასა და 2 ოფისის დარბევას გულისხმობს. 

5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს (სცემეს 50-ზე მეტი ადამიანი) ფიზიკურად გაუსწორდნენ, რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა, დაარბიეს „თბილისი პრაიდისა“ და „სირცხვილიას“ ოფისები.

შსს-ს ინფორმაციით, 5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ 31 პირი იქნა დაკავებული.

• ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავდა 27 პირი;

• ,,თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დააკავეს 3 პირი, რომლებიც მოგვიანებით, 2021 წლის 22 დეკემბერს, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა;

• 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პირების მიმართ სასამართლო პროცესები ჯერ არ დასრულებულა, 5 ივლისს განვითარებული მოვლენების დროს ჟურნალისტებისადმი ფიზიკური ძალადობა, კერძო საკუთრებაში - ოფისებში შეჭრა და ა.შ. დადგენილი და დასაბუთებული ფაქტებია; აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ოთხმა მოსამართლემ 31-ვე დაკავებული პირი პატიმრობაში დატოვა (მოგვიანებით 3 მათგანი გირაოთი გაათავისუფლეს). 

5 ივლისს განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები - ფიზიკური ძალადობა, პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, კერძო საკუთრებაში შეჭრა და დარბევა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებებია (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილი - ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ჩადენილი ძალადობის მუქარით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი - ადამიანის დევნა საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობის მუქარით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილი - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, ასევე 160-ე მუხლის 3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, ჯგუფურად). შესაბამისად, მტკიცება რომ ძალადობრივი ქმედებების გამო დაკავებული პირები საქართველოში აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების, ან საქართველოს სახალხო დამცველის „უკანონო“ პირად პატიმრებს წარმოადგენენ, შეთქმულების თეორიას წარმოადგენს, რომელსაც არავითარი ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია. 

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად მედიაში არსებული ძალადობრივი მოწოდებებისა თუ ქმედებების ამსახველი ვიდეომასალისა, ამ დრომდე ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. ამ თემაზე „ფაქტ-მეტრი“ ადრეც წერდა. იხილეთ სტატია.

ქავერის ფოტო: რადიო თავისუფლება

თეგები:
ხვიჩა კვარაცხელია
5 ივლისი
სტატისტიკა
თბილისი პრაიდი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა