• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ბოლო ერთ წელში ქვეყანაში საარსებო მინიმუმი 16%-ით გაიზარდა

ბოლო ერთ წელში ქვეყანაში საარსებო მინიმუმი 16%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 223.5 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, 16%-ით (31 ლარით) არის გაზრდილი

28/01/2022
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 223.5 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, 16%-ით (31 ლარით) არის გაზრდილი. საარსებო მინიმუმის ზრდა სამომხმარებლო ფასების ზრდასთან (ინფლაციასთან) არის დაკავშირებული. 2021 წლის დეკემბრის მონაცემებით წლიური ინფლაციის დონემ 13.9% შეადგინა. 

აღსანიშნავია, რომ არსებული საარსებო მინიმუმი ადამიანის საჭიროებებს რეალურად არ ასახავს და ის მხოლოდ მინიმალური სასურსათო კალათის ფასის ცვლილებას გვიჩვენებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საარსებო მინიმუმი აჩვენებს, რამდენად გაძვირდა ცხოვრება. 

გრაფიკი 1: საარსებო მინიმუმი 2020-2021 წლებში (ლარი)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორ ხდება საარსებო მინიმუმის გაანგარიშება?

საარსებო მინიმუმს საქსტატი იმ მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს, რომელიც შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას შეიცავს. სასურსათო კალათის შემადგენლობა, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წელს განისაზღვრა. ის 40 დასახელების პროდუქტს მოიცავს - პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული, საკონდიტრო ნაწარმი და სხვა,  რაც ჯამში 2 300 კილოკალორიას შეადგენს.

მინიმალურ სასურსათო კალათაში შემავალი პროდუქტების ჯამური ღირებულება 0.86-ზე, ე.წ. „შევაჭრების კოეფიციენტზე“, მრავლდება. ეს არის დაშვება, რომ ადამიანი პროდუქტს საბაზრო ღირებულებასთან შედარებით, ვაჭრობის ან ფასდაკლების შედეგად, 14%-ით იაფად ყიდულობს.

მას შემდეგ, რაც სასურსათო კალათის ჯამური ღირებულება „შევაჭრების კოეფიციენტზე“ გამრავლდება, მისი კიდევ ერთხელ დაკორექტირება ხდება. ამისთვის, სასურსათო კალათის საბოლოო ღირებულება 0.7-ზე იყოფა. საარსებო მინიმუმში სასურსათო ხარჯების წილი 70%-ია, დანარჩენი 30% არის არასასურსათო ხარჯები, თუმცა აღნიშნული არასასურსათო ხარჯები გაწერილი არაა და ის სურსათის ღირებულებიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, საარსებო მინიმუმის ცვლილებაზე გავლენა მხოლოდ სურსათის ფასებს აქვს.

საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგია გადასახედია და რეალურად ის გაცილებით მაღალია. ხარჯების ამგვარი გადანაწილება (სასურსათო ხარჯები 70%, არასასურსათო ხარჯები 30%) რეალური საარსებო მინიმუმის ღირებულებას მნიშვნელოვნად ამცირებს. დღეს არსებული ოფიციალური მონაცემებით გამოდის, რომ ადამიანს არასასურსათო ხარჯებისთვის თვეში დაახლოებით 67 ლარი უნდა ეყოს, რაც არარეალურია, რადგან აქ შედის ტრანსპორტის, ტანსაცმლის, კომუნალური გადასახადების, ჯანდაცვისა და სხვა ხარჯები. რეალურად, არასასურსათო ხარჯების წილი გაცილებით მაღალია, ვიდრე არსებული საარსებო მინიმუმის 30%. საარსებო მინიმუმის დაანგარიშების მეთოდოლოგიის ცვლილება და ახალი ზღვრის დაწესება 2012 წელს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებაც იყო. თუმცა, ეს დაპირება არ შესრულებულა.

საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის ცვლილება და რეალური საარსებო მინიმუმის დადგენა მნიშვნელოვანია, რადგან სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის განხორციელებაში და სოციალური პროგრამების დაგეგმვაში საარსებო მინიმუმი ერთ-ერთი მთავარი ორიენტირია. ამასთან, საარსებო მინიმუმი ქვეყანაში მოსახლეობის ცხოვრების დონის, სიღარიბის მაჩვენებლის განსაზღვრისთვის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. 

თეონა აბსანძე
თეონა აბსანძე

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა