• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ლეიენი ევროპის სამართავად ციფრულ ტვინს ქმნის

დეზინფორმაცია: ლეიენი ევროპის სამართავად ციფრულ ტვინს ქმნის

ვერდიქტი:ყალბი ამბავი

01/02/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში გავრცელებული დეზინფორმაციის მიხედვით, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ვან დერ ლეიენი უახლოეს მომავალში, ევროპის კონტინენტის სამართავად, ციფრულ ტვინს ქმნის. 

იხ.Facebook პოსტი

აღნიშნული მტკიცების მხარდასაჭერად, Facebook-პოსტში  ევროკომისიის პრეზიდენტისა და მსოფლიო ეკონომიკური  ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის კლაუს შვაბის ვიდეოკონფენფერენციის ჩანაწერია მოცემული. 

2022 წლის 20 იანვარს ევროკომისიის პრეზიდენტმა,  ურსულა ფონ დერ ლეიენმა, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს ევროპული ჩიპების აქტის მიღებასთან დაკავშირებით ისაუბრა. აქტის მიღება თებერვალში იგეგმება. ქართულ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვერსია, რომ აღნიშნული დოკუმენტი ადამიანების კონტროლისთვის იქმნება, შეთქმულების თეორიას წარმოადგენს. 

მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საუბრისას ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეისათვის ევროპის ნახევარგამტარების ბაზრის გლობალური წილი მხოლოდ 10%-ია და ევროპისთვის საჭირო მარაგები ძირითადად  კონტინენტის მიღმა რამდენიმე მწარმოებელზე მოდის. ევროკომისიის მიზანია, რომ აღნიშნული დამოკიდებულება შემცირდეს და 2030 წლისათვის მიკროჩიპების პროდუქციაში ევროპის წილი გლობალური წარმოების 20% გახდეს.

აქტი პროცესორებისა და ნახევარგამტარული ტექნოლოგიების ევროპულ ალიანსს ეფუძნება, რომელიც   მიკროჩიპების წარმოებაში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირებას და კომპანიების განვითარებისთვის საჭირო ტექნოლოგიების განვითარებას ისახავს მიზნად. მიკროჩიპები, რომელთა შესახებაც ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა, გულისხმობს მასალებს, რომლებიც მათ შორის - მობილურ ტელეფონებში, კომპიუტერებსა და სხვა ელექტრონულ დანადგარებში, გამოიყენება. 

შესაბამისად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია ყალბია. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებას ციფრული ტვინის შექმნასთან და მით უფრო, ამით მთელი ევროპულ სივრცეზე კონტროლის დამყარებასთან, კავშირი არ აქვს.   

-------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2012 წლის შემდეგ, ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები გაიზარდა 4-ჯერ… მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები  73%-დან 41%-მდე შემცირდა

    2012 წლის შემდეგ, ჯანდაცვაზე სახელმწიფო...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • 2025 წლის პირველ ნახევარში, სურსათზე ფასების ზრდის ტემპმა ინფლაციის საშუალო განაკვეთს ორჯერ გადააჭარბა

    2025 წლის პირველ ნახევარში, სურსათზე ფას...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • თქვი, ვეთანხმებით 2024 წლის არჩევნების დასკვნას, სადაც არჩევნები კონკურენტუნარიანად არის ნაღიარები

    თქვი, ვეთანხმებით 2024 წლის არჩევნების დ...

    მცდარი
    განცხადება არაზუსტია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა