• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ტრამპმა თქვა, რომ თუ ის პრეზიდენტი გახდება NATO-ს არ დაიცავს, თუ რუსეთი ალიანსს თავს დაესხმება, რასაც დარბაზში შეკრებილი ამომრჩევლის ტაში მოჰყვა

დეზინფორმაცია: ტრამპმა თქვა, რომ თუ ის პრეზიდენტი გახდება NATO-ს არ დაიცავს, თუ რუსეთი ალიანსს თავს დაესხმება, რასაც დარბაზში შეკრებილი ამომრჩევლის ტაში მოჰყვა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

09/08/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

„ალტ-ინფოს“ / „კონსერვატიული მოძრაობის“ ტყიბულის ოფისის ხელმძღვანელმა, არსენ ფოფხაძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის ფლორიდაში სიტყვით გამოსვლის ვიდეო წარწერით: „ტრამპმა თქვა, რომ თუ ის პრეზიდენტი გახდება ნატოს არ დაიცავს, თუ რუსეთი ალიანსს თავს დაესხმება რასაც დარბაზში შეკრებილი ამომრჩევლის ტაში მოჰყვა“. მისი პოსტი Facebook-გვერდმა „სექტა“-მაც გადააზიარა აღწერით: „ოოოო ეს უკვე ნატოს დასასრული იქნება…“.

რეალურად, მათ დონალდ ტრამპის განცხადება დაამახინჯეს. მოცემულ ვიდეოში ტრამპი მისი პრეზიდენტობის პერიოდში NATO-ს მოკავშირეებთან მოლაპარაკებების შესახებ ჰყვება. ტრამპის თქმით, მან NATO-ს წევრებს კითხვაზე, რომ თუ ისინი არ გადაიხდიდნენ [თავდაცვისთვის] და მათ რუსეთი თავს დაესხმებოდა, აშშ მათ დაიცავდა თუ არა, უპასუხა, რომ ის მათ დასაცავად არ მივიდოდა. ტრამპის განცხადებით, შემდეგ დღესვე დიდძალი ფული შემოვიდა (money came pouring in) - იგულისხმება, რომ NATO-ს წევრებმა ალიანსის თავდაცვის უზრუნველყოფისთვის მეტი ფინანსები გაიღეს.

ამასთან აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის პერიოდში ტრამპს NATO-ს მისამართით არაერთი მკვეთრად კრიტიკული განცხადება გაუკეთებია, მოკავშირეებს თავდაცვის ხარჯების გაზრდას სთხოვდა და NATO-ს მოძველებულიც კი უწოდა, თუმცა მისი ადმინისტრაციის პოლიტიკა კვლავ NATO-სადმი ერთგულებას და მის დაცვას ითვალისწინებდა. მათ შორის, ტრამპმა 2017 წელს მისი წინა განცხადებების გამოსწორებაც სცადა და განაცხადა, რომ NATO მოძველებული იყო, მაგრამ ამჟამად აღარაა. ტრამპმა ასევე  აღნიშნა, რომ ალიანსი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხითაც შეიცვალა და ახლა ის ნამდვილად ებრძვის ტერორიზმს. მან კვლავ მოუწოდა მოკავშირეებს, რომ თავდაცვისთვის მეტი ფინანსები გაეღოთ, რითაც ალიანსის ყველა წევრი მეტად დაცული გახდებოდა. ხოლო რუსეთის შესახებ განაცხადა, რომ ისინი რუსეთს ვერ ეწყობოდნენ და რუსეთთან ურთიერთობები შეიძლება ყველა დროის დაბალ ნიშნულზეც კი ყოფილიყო. ამასთან, ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში NATO-მ მის რიგებში მიიღო ახალი წევრი - მონტენეგრო. ვინაიდან, ალიანსში გაწევრიანებას ყველა სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება, ეს ნიშნავს, რომ ტრამპმა NATO-ს გაფართოებას მხარი დაუჭირა, რაც NATO-ს კოლექტიური უსაფრთხოების პასუხისმგებლობის გაზიარებაზეც მიუთითებს. 

შესაბამისად, ტრამპის მონაყოლიდან ირკვევა, რომ მან NATO-ს მოკავშირეები დააშინა, რომ თუ თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდიდნენ, აშშ მათ არ დაიცავდა, რასაც მათგან თავდაცვის ხარჯების ზრდა მოჰყვა. ხოლო არსენ ფოფხაძის მტკიცება, რომ თითქოს ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში, თუ რუსეთი NATO-ს წევრ ქვეყნებს თავ დაესხმებოდა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არ დაიცავდა, აღნიშნული არც ტრამპის გაკეთებულ განცხადებას და არც მისი პრეზიდენტობის დროინდელ პოლიტიკას არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.

-------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
უკრაინის ომი
ვახტანგ დემურია
სტატია
სკოლა
იაკობ ლაჩაშვილი
იაკობ ლაჩაშვილი

ყველა სიახლე

  • უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

    უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა