• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ზელენსკის განცხადებით, მართლმადიდებლური ეკლესიების მოღვაწეობა უნდა აიკრძალოს

დეზინფორმაცია: ზელენსკის განცხადებით, მართლმადიდებლური ეკლესიების მოღვაწეობა უნდა აიკრძალოს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

06/12/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook-მომხმარებლები ავრცელებენ პოსტებს, რომელთა თანახმადაც, ზელენსკი აცხადებს, რომ მართლმადიდებლური ეკლესიების მოღვაწეობა უნდა აიკრძალოს და ამის მიზეზად რუსეთის საპატრიარქოსთან კავშირს ასახელებს. მასალის მიხედვით, ზელენსკის გადაწყვეტილი აქვს, რომ ყველა მღვდელთმსახური დაიჭიროს და ტყვეებზე გადაცვალოს. Facebook-მომხმარებლების თანახმად, უკრაინა მართლმადიდებლობას ებრძვის, შეურაცხყოფს და ანადგურებს.

მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (UOC-MP) მღვდლები არაერთხელ ყოფილან შემჩნეული ისეთ ქმედებებში, რომლებიც მიმართული იყო უკრაინის სახელმწიფოებრიობის შელახვისკენ და პრორუსული ნარატივების გავრცელებისკენ.    ჯერ კიდევ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე, 2020 წელს დონეცკის ოლქის ქალაქ სვიატოგორსკში, ლავრის ტერიტორიაზე გაიმართა კონფერენცია „მშვიდობა დონბასში“, რომლის დროსაც კიევისა და დონბასის ხალხი ომის მხარეებად მოიხსენიეს. UOC-MP-ის სინოდის 2022 წლის მაისის განცხადებით კი წინა ხელისუფლების და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობამ ომის პროვოცირება მოახდინა. 2022 წლის 27 მაისს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, ოფიციალურად დამოუკიდებლობა გამოაცხადა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან. თუმცა მისი ბევრი სასულიერო პირი კვლავაც კრემლის ერთგული რჩება.

27 ოქტომბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილ მალიუკმა განაცხადა, რომ „UOC-MP წარმოადგენს მტრის აგენტების ფუნქციონირებისთვის იდეალურ გარემოს“. 22 ნოემბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და პოლიციამ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (UOC-MP) არაერთ მონასტერში, მათ შორის კიევი-პეჩორის ლავრაში ჩაატარა „კონტრდაზვერვითი ღონისძიებები" რუსეთის სპეცსამსახურების „ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოსავლენად და აღსაკვეთად“. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ეს ღონისძიებები ჩატარდა იმისთვის, რომ არ დაუშვან დივერსიული ჯგუფების მიერ შენობის გამოყენება, დაიცვან მოსახლეობა პროვოკაციებისგან და ტერაქტებისგან. უკრაინის ოფიციალური პირების ინფორმაციით, თებერვალში დაწყებული ომის შემდეგ, უკრაინამ რუსეთის დახმარებაში ბრალდებული 33 მღვდელი დააკავა. მათ უმეტესობას ინფორმაციის შეგროვება და რუსეთისთვის მიწოდება ედება ბრალად.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ზელენსკიმ 1 დეკემბერს ხელი მოაწერა განკარგულებას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომელიც, რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის შეწყვეტას ითვალისწინებს. 

2 დეკემბერს სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დოკუმენტის თანახმად, მომდევნო ორი თვის განმავლობაში მთავრობას ევალება,   უკრაინაში რუსეთის ფედერაციაში გავლენის ცენტრებთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის შეწყვეტის შესახებ კანონპროექტი მოამზადოს და პარლამენტს წარუდგინოს. 

ამასთან ერთად, ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურმა უნდა ჩაატაროს გამოკვლევა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოსთან ურთიერთობის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში  კანონით გათვალისწინებული ზომები მიიღოს. 

ზელენსკის განმარტებით,  კიევი-პეჩორის ისტორიულ-კულტურული ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარე ქონების რელიგიური ორგანიზაციების მიერ გამოყენების პირობების შესაბამისობა და სამართლებრივი საფუძვლები შემოწმდება.  

პრეზიდენტის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა ყველა ორგანომ, უნდა გააძლიეროს ზომები უკრაინის რელიგიურ გარემოში რუსული სპეცსამსახურების დივერსიული მოქმედებების გამოსავლენად და დასაპირისპირებლად და  პერსონალური სანქციები დააწესოს. ზელენსკის თქმით, ამ და სხვა გადაწყვეტილებებით ქვეყნის სულიერი დამოუკიდებლობა გარანტირებული იქნება. 

ამრიგად, უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა უნდა აიკრძალოს და არა ქვეყანაში მოქმედი მართლმადიდებლური ეკლესიების მოღვაწეობა. შესაბამისად, Facebook-მომხმარებლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია.  

---------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
მართმადიდებლური ეკლესია
დეგნანი
ღაზა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა