• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ვიდეო ასახავს იმას, თუ როგორ არ უშვებენ ქალს „15-წუთიანი ქალაქიდან”

დეზინფორმაცია: ვიდეო ასახავს იმას, თუ როგორ არ უშვებენ ქალს „15-წუთიანი ქალაქიდან”

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

12/04/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook-ანგარიში Hestia Hestia, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია, მორიგ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. მტკიცების თანახმად, კანადაში ე.წ „15-წუთიანი ქალაქი“ მოსახლეობაზე კონტროლის მოსაპოვებლად შეიქმნა. გავრცელებულ პოსტს თან ერთვის ვიდეოც, რომელიც სოციალურ ქსელ Twitter-ზეც გავრცელდა.

 გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს ქალი, რომელიც პოლიციის ოფიცერს მას შემდეგ  უპირისპირდება, რაც მას მანქანით გასვლის საშუალებას არ აძლევენ. გავრცელებული მტკიცების თანახმად, მოქმედება კანადაში ვითარდება, სადაც ე.წ „15-წუთიან“ ქალაქში ცხოვრება გადაადგილების შეზღუდვებს ითვალისწინებს.

სინამდვილეში, ვიდეო, რომელსაც Facebook-ანგარიში აქვეყნებს, „15-წუთიან ქალაქთან“ კავშირში არაა. კადრები 1993 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმიდანაა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასა და კანადის ხელისუფლებას შორის დაპირისპირებას აღწერს.

აღსანიშნავია ისიც, რომ „15-წუთიანი ქალაქის“ მოდელის შესახებ პირველად 2016 წელს გახდა ცნობილი. 15-წუთიანი ქალაქის პროექტი (the 15-Minute City project) წარმოადგენს გეგმას, რომლის იდეალურად განხორციელების შემთხვევაში, ქალაქის მაცხოვრებლები მნიშვნელოვან სერვის ცენტრებამდე ფეხით ან ველოსიპედით 15 წუთში მივლენ. „15-წუთიანი ქალაქის“ იდეა სორბონის უნივერსიტეტის პროფესორ კარლოს მორენოს ეკუთვნის. ხოლო პროექტი სან ფრანცისკოში მცხოვრები ურბანისტის, დენ ლუშერის მიერ შეიქმნა, რომელსაც სურდა, ქალაქში ცხოვრება ყველასთვის კომფორტული გაეხადა. პროექტი მიზნად ისახავს მგზავრობის საჭიროების შემცირებას, რაც მოქალაქეებს საცობებსა და გადატვირთულ ავტობუსებით მგზავრობას თავიდან აარიდებს. აღნიშნული კი შესაძლებელი  იმ შემთხვევაში იქნება, თუ ადამიანებს კვებასთან, ჯანმრთელობასთან, განათლებასთან, სამუშაოსა და დასვენებასთან დაკავშირებული ყოველდღიური საჭიროებები 15 წუთის სავალ მანძილზე ექნებათ. პროექტი ქალაქში ნახშირბადის ემისიების შემცირებასაც ემსახურება. ინიციატივას მხარს უჭერს გაერო, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და გლობალური C40 ქალაქების ალიანსი.

ქალაქის მოდელი, რომელიც ადგილობრივ კულტურას, პირობებსა და საჭიროებებს შეიძლება მოერგოს, პარიზში, მელბურნსა და კოპენჰაგენში უკვე დაინერგა. 2021 წელს კი „15-წუთიანი ქალაქის” იდეისთვის კარლოს მორენოს ნობელის პრემია მიენიჭა.

რაც შეეხება „15-წუთიანი ქალაქის” შესახებ ვირუსულად გავრცელებულ კონსპირაციებს, იდეის ავტორმა, კარლოს მორენომ AFP-სთან მიმოწერაში განაცხადა, რომ „15-წუთიანი ქალაქების” შექმნა არავითარ შეზღუდვას არ ითვალისწინებს, არამედ პირიქით, სერვისების მეტ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს: „2023 წლის დასაწყისიდან 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციის შესახებ შეთქმულების თეორიები ვრცელდება, განსაკუთრებით იმ ადამიანების მიერ, რომლებიც Covid-19-ის ვირუსის, ვაქცინების, კლიმატისა და პოლიტიკის შესახებ დეზინფორმაციას მანამდეც ავრცელებდნენ“, – განაცხადა კარლოს მორენომ. 

ამდენად, მტკიცება, რომ კანადაში ადამიანებს „15-წუთიანი ქალაქის“ გარეთ გასვლა ეკრძალებათ, ყალბია. პროექტი გადაადგილების შეზღუდვებს არ ითვალისწინებს და ყოველდღიურად საჭირო სერვისების მარტივ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ხოლო კადრები, რომელსაც Facebook-მომხმარებელი აქვეყნებს „15-წუთიანი ქალაქის” პროექტთან კავშირში არაა და 1993 წელს გადაღებული ფილმიდან არის ამოჭრილი.

----------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
  • 2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-დან 2217 ლარამდე გაიზარდა

    2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა