• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: 500 000 მიგრანტი ლიბიის გავლით იტალიაში შესვლას ცდილობს

დეზინფორმაცია: 500 000 მიგრანტი ლიბიის გავლით იტალიაში შესვლას ცდილობს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

18/07/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში მომხმარებელი მაია თვალთვაძე, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია  „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არა ერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3) ვიდეოს ავრცელებს. პოსტის მტკიცებით, 500 000-ზე მეტი  მამაკაცი მიდის ლიბიის სანაპიროზე და ემზადება იტალიის გავლით ევროპაში შესაჭრელად. რეალურად, ვიდეოში ლიბიის უსაფრთხოების ძალების მიერ არალეგალების წინააღმდეგ ჩატარებული  „სპეცოპერაცია“ ჩანს.  

 

თავდაპირველად, აღნიშნულ თემაზე პოსტი სოციალურ ქსელში Twitter-ის ანგარიშმა   „RadioGenova” გაავრცელა. 

 

„შეხედეთ, 500,000 ადამიანი მზადაა შეიჭრას იტალიაში ლიბიიდან. ნამდვილი აპოკალიფსი. შეაჩერეთ შეჭრა, გადაარჩინეთ ევროპა!“

მოცემული  გვერდი მიგრანტების თემასთან დაკავშირებით სხვა ვიდეოებსაც ავრცელებს (1,2,3): 

„ლიბიიდან იტალიაში, მხოლოდ კაცები! მალე თქვენს სახლთან, ევროპაში. შეაჩერეთ შეჭრა, გადაარჩინეთ ევროპა!“

„RadioGenova”-სა და სხვა ანგარიშების მიერ გავრცელებული ინფორმაცია  „France 24“-მა გადაამოწმა. გამოცემა წერს, რომ „RadioGenova“-ს მიერ გამოქვეყნებული ვიდეო ლიბიაში, კერძოდ ქალაქ მუსაიდშია (მდებარეობს ეგვიპტის საზღვართან) გადაღებული. გავრცელებული ვიდეოებიდან ერთ-ერთი  თავდაპირველად, 1 ივნისს, პოლიციის დეპარტამენტის Facebook-გვერდზე გააზიარეს წარწერით: „პოლიციის განყოფილების მოვალეობები [...] ქალაქ მუსაიდში“(იხილეთ ფოტო). 

 

ლიბიაში გადაღებულ ვიდეოებში ადგილობრივი პოლიციის მიერ ჩატარებული „სპეცოპერაცია“ ჩანს, რომელიც ქვეყანაში  31 მაისიდან 2 ივნისამდე განხორციელდა. ადგილობრივი მედიის „Libya News 24“-ის  სტატიაში, ხაზგასმულია, რომ აღნიშნული „სპეცოპერაციის“ შედეგად მუსაიდიდან ასამდე ემიგრანტის გაყვანა მოხდა: „მუსაიდის ოპერაციებმა ამ დრომდე გაათავისუფლა 1500 ემიგრანტი ადამიანებით ვაჭრობისთვის განკუთვნილი  საწყობებიდან“. სტატიაშია ასევე მითითებულია, რომ ემიგრანტებს შორის იყო 700 ეგვიპტელი, რომელთა დიდი ნაწილი მუსაიდის გამშვები პუნქტის გავლით  თავიანთ ქვეყანაში დააბრუნეს. 

რაც შეეხება მიგრანტების რაოდენობას, „France 24“ ვარაუდობს, რომ  ციფრი 500 000 გაზვიადებულია, ამ დასკვნის საშუალებას 2023 წელს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ლიბიის ფილიალის ანგარიში იძლევა, რომლის  შეფასებითაც,  ქვეყანაში სულ 706 000 მიგრანტი იყო. 2022 წლის განმავლობაში იტალიამ  დაახლოებით 105 000-ზე მეტი მიგრანტი მიიღო, იგულისხმება  როგორც ქვეყანაში ცხოვრების მსურველები,  ასევე პირები, რომლებსაც იტალიის სატრანზიტო ქვეყნად გამოყენება სურდათ. ამავდროულად, არც ერთი სხვა წყარო აღნიშნულ რაოდენობას არ ადასტურებს.   

ამდენად, ლიბიიდან იტალიისკენ 500,000 იმიგრანტის გადაადგილება არ დასტურდება. Facebook-ის ანგარიშის მიერ გავრცელებულ ვიდეოში „სპეცოპერაციაა“ ასახული და არა-ევროპისკენ მიმავალი იმიგრანტები. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#სომხეთი
#იტალია
#500000 მიგრანტი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა