• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
„ფაქტ-მეტრი“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება

„ფაქტ-მეტრი“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება

„ფაქტ-მეტრი“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება

10/08/2023
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

„ფაქტ-მეტრი“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც მან აღნიშნა: „განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ამ პერიოდში სოციალურ ქსელში ორკესტრირებულად გამოქვეყნებული და გაზიარებული ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის - ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის, ვახტანგ გომელაურის, ყალბი ციტატები, რომლის მიზანი მათ მიმართ მკითხველებში მტრული განწყობის გამოწვევა იყო“.  

მისივე თქმით, „არცერთ ამ ყალბ ციტატას არ გამოეხმაურა ე.წ. ფაქტების შემოწმების პროექტები, იქნება ეს „ფაქტჩეკი“ თუ „მითების დეტექტორი“ და მხოლოდ მას მერე, რაც ჩვენი მხრიდან მოხდა ამის მხილება, მხოლოდ ამის შემდეგ საკუთარ ვებგვერდზე ამხილეს ეს ყალბი ციტატები“. აღნიშნული განცხადება საფუძველს მოკლებულია და ფაქტების გადამოწმების ობიექტური საქმიანობის პოლიტიკურად მიკერძოებულად წარმოჩენას ცდილობს. 

შალვა პაპუაშვილის მსგავსად, „ფაქტ-მეტრის“ წინააღმდეგ დაუსაბუთებელ ბრალდებებს  „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი ფეისბუქ-გვერდიც ხშირად ავრცელებს ხოლმე, რომელიც ფაქტების გადამოწმების პლატფორმად პოზიციონირებას ცდილობს. როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერების, ასევე აღნიშნული გვერდის მხრიდან ისმის ყალბი ბრალდებები, თითქოს „ფაქტ-მეტრი“ცალკეულ ინფორმაციას მიზანმიმართულად არ ამოწმებს, ან მხოლოდ მას შემდეგ ამოწმებს, რაც საჯაროდ მიგვითითებენ. 

ამგვარი შემთხვევები აჩვენებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის და „ქართული ოცნების“ ზემოაღნიშნული გვერდის მიზანი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა არაა. ასე რომ იყოს, მათთვის პრიორიტეტული ჩვენთან თანამშრომლობა და სავარაუდოდ დეზინფორმაციული ბმულების ჩვენთვის გაზიარება იქნებოდა. „ფაქტ-მეტრი“ დაინტერესებული მკითხველისთვის განმარტავს, რომ ფაქტებზე დაფუძნებული ობიექტური ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება ჩვენი მთავარი მიზანია და მიმდინარე ტრაგედიის შესახებ „ფაქტ-მეტრის“ მიერ მომზადებული მასალები შეგიძლიათ ჩვენს ვებ-გვერდზე იხილოთ. ეს მასალები, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართულ ყალბ ამბებსაც ამხელს. 

ჩვენ  დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას კვლავ აქტიურად გავაგრძელებთ.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა