• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: სიმფსონებმა ჰავაიზე ენერგეტიკული იარაღით შეტევა იწინასწარმეტყველეს

დეზინფორმაცია: სიმფსონებმა ჰავაიზე ენერგეტიკული იარაღით შეტევა იწინასწარმეტყველეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

24/08/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ის ანგარიში Tamuna Tamo, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციები „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3,) ანიმაცია „სიმფსონების“ ერთ-ერთი ეპიზოდიდან ნაწყვეტს ავრცელებს. ავტორი აღწერაში წერს: „სიმფსონებს სცოდნიათ ჰავაის ამბები. ნაჩვენებია პირდაპირი ენერგეტიკული იარაღით შეტევა“. რეალურად, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჰავაიში ტყის ხანძარი გამოწვეულია „ენერგეტიკული იარაღის“ საშუალებით და ამის რაიმე სახით წინასწარმეტყველება არც სიმფსონების ეპიზოდში ჩანს. 

 

„ფაქტ-მეტრმა“ უკვე გადაამოწმა დეზინფორმაცია, რომელიც ჰავაის ხანძრის გამომწვევ მიზეზად ე.წ. „ენერგეტიკულ იარაღს“ ასახელებდა. სინამდვილეში, როგორც ამერიკის ამინდის ეროვნული სამსახური (NWS), ისე დამოუკიდებელი ექსპერტები აცხადებენ რომ, სავარაუდოდ, კუნძულზე ხანძრის გაჩენას მშრალმა, ქარიანმა ამინდმა შეუწყო ხელი. დეტალურად, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია. 

დეზინფორმაცია, თითქოს „სიმფსონებმა“ ჰავაიში ენერგეტიკული იარაღის გამოყენება იწინასწარმეტყველეს, როგორც X-ზე (აქამდე ცნობილი როგორც Twitter), ასევე Facebook -ზეც გავრცელდა. აღნიშნული დეზინფორმაცია კი არაერთმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ (1, 2, 3,)  გადაამოწმა. 

იარაღი, რომელსაც ჰავაიში ხანძრის გამოწვევას მიაწერენ, სხვადასხვა სამიზნე ობიექტის გასანადგურებლად ლაზერისა და სხვა ელექტრომაგნიტური ენერგიის ტექნოლოგიას იყენებს. ამ იარაღის სახეობას მიმართული ენერგიის იარაღს უწოდებენ (directed energy weapon). აღნიშნული ტიპის იარაღიდან დამაზიანებელი მოქმედება  ვიწრო კონად კონცენტრირებული გამოსხივებით ხორციელდება. 

„სიმფსონების“ იმ ეპიზოდში, „Monty Burns' Fleeing Circus“, საიდანაც კონსპიროლოგებმა ნაწყვეტი ამოჭრეს, არათუ ჰავაი, არამედ მიმართული ენერგიის იარაღიც კი არაა ნახსენები. რეალურად, ანიმაციაში ლაზერის წყარო ქრომირებული ძეგლია, რომელიც ვიდეონაწყვეტში გამიზნულად არაა ნაჩვენები. ანიმაციაში მოქმედება კი ჰავაის მაგივრად სპრინგფილდში ხდება.  

ამდენად, მტკიცება თითქოს „სიმფსონების“ ზემოხსენებულ ეპიზოდში „ენერგეტიკული იარაღის“ გამოყენებაა ნაჩვენები და ამით ანიმაციამ ჰავაის ტყის ხანძარი იწინასწარმეტყველა, მცდარია. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#სიმფსონები
#ჰავაი
#ჰავაი
#სიმფსონები
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა