• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში 9/11-ის ტერაქტთან დაკავშირებით მორიგი შეთქმულების თეორია ვრცელდება

სოციალურ ქსელში 9/11-ის ტერაქტთან დაკავშირებით მორიგი შეთქმულების თეორია ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

01/09/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალური ქსელის მომხმარებელი ირაკლი ზაქარეიშვილი, რომლის გავრცელებული დეზინფორმაციაც „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), ამჯერად  9/11-ის ტერაქტთან დაკავშირებით შეთქმულების თეორიას ავრცელებს. ავტორი პოსტში ამტკიცებს:"ტყუპების" ჩამონგრევიდან 7 საათის შემდეგ განხორციელდა 47 სართულიანი მესამე 7 World Trade Center-ის შენობის კონტროლირებადი ნგრევა, რომელსაც არაფერი შეჯახებია და რომელშიც განთავსებული იყო აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ცალკეული სამსახურები!..”

2001 წლის 11 სექტემბერს, სულ ოთხი თვითმფრინავი გაიტაცეს ტერორისტებმა, აქედან ორი დაეჯახა “ტყუპ კოშკებს”, ერთი პენტაგონის შენობას, უკანასკნელი კი პენსილვანიის მინდრებში ჩამოვარდა. ცათამბჯენები პირველი ორი თვითმფრინავის შეჯახების შემდეგ, მალევე დაინგრნენ. აღნიშნულ ცათამბჯენებთან ახლოს ასევე მდებარეობდა მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის მეშვიდე შენობა, რომელიც, იმის მიუხედავად, რომ მას თვითმფრინავი არ დასჯახებია, 11 სექტემბერს მაინც დაინგრა. აღნიშნული გარემოების გამო გავრცელდა შეთმულების თეორიები, რომ ზემოხსენებული შენობის დანგრევა ან ზოგადად ტერაქტი 9/11, დადგმული იყო. მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის მეშვიდე შენობასთან დაკავშირებით კონსპირაციები არაერთხელ გადაუმოწმებიათ ფაქტების გადამამოწმებელ ორგანიზაციებს, მათ შორის „ფაქტ-მეტრს“ (1, 2, 3, 4,).

რეალურად, ტერაქტის შედეგად, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მეშვიდე შენობას, ჩრდილოეთით მდებარე “ტყუპი კოშკის” ნამსხვრევები შეეჯახა. ამასთანავე, კი WTC 7-ს “ტყუპი” ცათამბჯენებისგან ხანძარიც გადაედო. ნამსხვრევებით დაზიანებული შენობა შვიდი საათის განმავლობაში იწვოდა. რადგან “ტყუპი კოშკების” ჩამონგრევამ მასთან მდებარე წყლის მილები დააზიანა, WTC 7-ის ხანძარსაწინააღმდეგო სისტემამ ზოგიერთ სართულზე ვერ იმუშავა და ხანძარი უკონტროლო გახდა. ხანძრის შედეგად, ტემპერატურამ იმდენად მაღალ დონეს მიაღწია, რომ ფოლადის საყრდენი ბოძები გააფართოვა, შედეგად კი შენობა ჩამოინგრა. WTC 7-ის დანგრევის ტექნიკური დეტალები გამოიკვლია სტანდარტებისა და ტექნოლოგიის ეროვნული ინსტიტუტმა. როგორც კვლევაში გამოჩნდა, არ არსებობს არანაირი სამხილი, რომელიც შენობის კონტროლირებადი აფეთქების შედეგად დანგრევას დაამტკიცებდა.

ამავდროულად, მართალია ის მტკიცება, რომ მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მეშვიდე შენობაში განთავსებული იყო აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ოფისები. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2001 წლის 4-5 ნოემბერს, გაზეთები The New York Times და CBS News იუწყებოდნენ. მაგრამ, როგორც უკვე გამოჩნდა, შენობა არ დანგრეულა კონტროლირებადი აფეთქების შედეგად, მეტიც მისი ნგრევის მიზეზები საკმაოდ ცხადია და კვლევებში არ გამოვლენილა მესამე პირთა ჩარევის მტკიცებულებები. თვითმფრინავების “ტყუპ კოშკებთან” შეჯახების შემდეგ შვიდ საათში ჩამოინგრა WTC 7, ჩამონგრევამდე კი სამი საათით ადრე ყველა პირი, მეხანძრეების ჩათვლით, ევაკუირებული იყო შენობიდან. კონტროლირებული აფეთქებისთვის უზარმაზარი რაოდენობის ასაფეთქებელი საშუალების შეტანა იქნებოდა საჭირო, რაც შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა. მეტიც, მის ჩასამონტაჟებლად აფეთქებამდე რამდენიმე დღით ადრე შენობაში სხვადასხვა ხვრელების გათხრა უნდა დაეწყოთ, რისი შეუმჩნევლად გაკეთებაც ასევე შეუძლებელია. აღნიშნულის მოწმეები, ბუნებრივია, არც არსებობენ.

ამდენად, მტკიცება რომ  World Trade Center 7-ის შენობის კონტროლირებადი მოხდა და აღნიშნულში წვლილი აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიუძღვის, სიმართლეს არ შეესაბამება. 

-------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#დონალდ ტრამპი
#შეთქმულების თეორია
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა