• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სატირა: ბათუმი და ჩელიაბინსკი დაძმობილებული ქალაქები გახდებიან

სატირა: ბათუმი და ჩელიაბინსკი დაძმობილებული ქალაქები გახდებიან

ვერდიქტი: სატირა

03/10/2023
სატირა
ფაქტი შეიცავს გაზვიადებას, ირონიას, სარკაზმს ან სატირას, აბსურდულია და რიგითი ადამიანი მას სატირად ვერ აღიქვამს
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშმა „ფსიქიატრიული რესპუბლიკა“ გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის - თორნიკე რიჟვაძის ინიციატივით ქალაქები - ბათუმი და ჩელიაბინსკი, დაძმობილდებიან (დაარქივებული პოსტის ბმული).

აღსანიშნავია, რომ გვერდ „ფსიქიატრიული რესპუბლიკა“ აღწერაში თანდართულ ინფორმაციის მიხედვით, ის სატირული და პაროდიული გვერდია.  ამდენად, მის მიერ გამოქვეყნებული პოსტების უმრავლესობა სატირული ან პაროდიული შინაარსისაა. 

ამასთანავე, არცერთი ოფიციალური წყარო, მათ შორის - ბათუმის მერიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ვებგვერდი, ბათუმის ქალაქ ჩელიაბინსკთან დაძმობილების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.  ინფორმაცია არც მედიაში გაჟღერებულა და მხოლოდ ზემოთაღნიშნული Facebook-გვერდის მიერ გავრცელდა. 

ჩელიაბინსკთან დამეგობრების ან დამეგობრების განზრახვის წერილის ხელმოწერის შესახებ ინფორმაცია ბათუმთან დამეგობრებული ქალაქების სიაშიც არ იძებნება. 

ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით, ბათუმი 39 სხვა ქალაქთანაა დამეგობრებული, მათგან რუსეთში მხოლოდ ერთი - ქ. კისლოვოდსკი, მდებარეობს და ის სიაში 1997 წლიდანაა. ამასთანავე, დამეგობრების განზრახვის წერილი 3 ქალაქთან არის გაგზავნილი. ისინი ჩინეთში (ქ. სანია), ლიეტუვასა (ქ. კლაიპედა) და პოლონეთში (ქ. ზიელონა გურა) მდებარეობენ. 

ამდენად, ინფორმაცია, რომ ბათუმი ქალაქ ჩელიაბინსკთან დაძმობილებული ქალაქი გახდება, ოფიციალურ წყაროებში არ იძებნება, Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტი კი სატირას წარმოადგენს.  

-------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ბიუჯეტი
ჩელიაბინსკი
თორნიკე რიჟვაძე
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • კახა კალაძის პირობებში ავარიული სახლების გამაგრების ხარჯები წლიდან წლამდე იკლებს

    კახა კალაძის პირობებში ავარიული სახლების...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • ოლქს, რომელსაც, არჩევნების შემდეგ, რვა თვე მაჟორიტარი არ ჰყავდა, ახლაც მაჟორიტარი მოუხსნეს და წელიწად-ნახევარი, ოთხი წლიდან, მაჟორიტარის გარეშეა

    ოლქს, რომელსაც, არჩევნების შემდეგ, რვა თ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა