• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში  საქართველოს მოქალაქის ტყვედ ჩავარდნასთან დაკავშირებით დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება

სოციალურ ქსელში საქართველოს მოქალაქის ტყვედ ჩავარდნასთან დაკავშირებით დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

09/10/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში საქართველოს მოქალაქის ტყვედ ჩავარდნასთან დაკავშირებით  დეზინფორმაცია ვირუსულად ვრცელდება (1,2,3) . პოსტების მტკიცებით,  „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის  დროს ტყვედ ჩავარდნილთა შორის საქართველოს მოქალაქეა. რეალურად, აღნიშნული  ინფორმაცია არ დასტურდება.  

 

სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტების  ნაწილი ინფორმაციის პირველწყაროდ სოციალური ქსელის მომხმარებელს უთითებს. თუმცა, მის  გვერდზე აღნიშნული პოსტი არ იძებნება. ამავდროულად, ინფორმაცია სხვადასხვა ონლაინ მედია საშუალებების მხრიდანაც ვრცელდება (1,2,3).

აღნიშნულ თემას  8 ოქტომბერს  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. „ რაც შეეხება ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ფოტომასალას, მიმდინარეობს ავთენტურობის დადგენა და ვიდრე არ გაირკვევა დეტალები, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან გთხოვთ თავი შეიკავოთ“, - წერია განცხადებაში. 

ინტერნეტ ღია  წყაროებში აღნიშნული ფოტო ახალი ამბების ვებ-გვერდზე  alwatanvoice იძებნება. „ჰამასის სამხედრო ფრთამ  ღაზის სექტორში დატყვევებული ათობით ისრაელელის ფოტო გამოაქვეყნა“,- ვკითხულობთ გამოცემის ვებ-გვერდზე. 

 

ცნობისთვის, 8 ოქტომბერს ისრაელის პოლიციამ გამოაქვეყნა ინფორმაცია 34 დაღუპული ოფიცრის შესახებ, მათ შორის ორი - აბრაამ ჰოვლაშვილი და იცხაკ ბაზუკაშვილი,  ისრაელის მოქალაქე, ქართველი-ებრაელები არიან.  აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ. მისივე თქმით, 8 ოქტომბრის მონაცემებით, საელჩოში გარდაცვლილი ან ტყვედ ჩავარდნილი საქართველოს მოქალაქის შესახებ ცნობა არ შესულა.

ამგვარად, ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქე „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს ტყვედ ჩავარდა, არ დასტურდება. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#გაეროს რეზოლუცია
#საქართველოს მოქალაქე
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • კალაძეს დიდი ბაქი-ბუქი ჰქონდა ატეხილი, რომ მიწისზედა მეტროს მშენებლობა დაიწყებოდა, ორი აგური ერთმანეთზე არ დაუდია

    კალაძეს დიდი ბაქი-ბუქი ჰქონდა ატეხილი, რ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • ბათუმის №4 და №5 საჯარო სკოლები ახალ სასწავლო წელს მოსწავლეებს ვერ მიიღებს

    ბათუმის №4 და №5 საჯარო სკოლები ახალ სას...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • გამოვიდა [ევროკავშირის] ელჩი და თქვა, რომ 31 აგვისტო არის ბოლო ვადა, რაც ნიშნავს, რომ პირველი სექტემბრიდან, შეიძლება, უვიზო მიმოსვლა შეწყდესო. რაც გაავრცელა ევროკავშირის ელჩმა, არის აბსოლუტური დეზინფორმაცია

    გამოვიდა [ევროკავშირის] ელჩი და თქვა, რო...

    მცდარი
    განცხადება არაზუსტია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა