• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინია კაკაბაძის მანიპულაციურად ამოჭრილი ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინია კაკაბაძის მანიპულაციურად ამოჭრილი ვიდეო ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

20/10/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook (1,2) და TikTok ანგარიშები ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის ვიდეოს მანიპულაციურად ავრცელებენ. გავრცელებულ ვიდეოში ნინია კაკაბაძე ამბობს: „ შვილი გავაჩინე ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ცხოვრებაში დამიშვია, მარტო ამისათვის უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც ეს ნორმად დაადგინა. ასე რომ არავითარ შემთხვევაში ეს შეცდომა არ დაუშვათ“. რეალურად, ვიდეო იმგვარადაა ამოჭრილი, რომ ნინია კაკაბაძის ნათქვამს სრულად დამახინჯებულად წარმოაჩენს. ჟურნალისტი გადაცემაში ადრეულ ასაკში დაქორწინებაზე საუბრობს და სინანულს სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით გამოხატავს.


ქართველი ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე ტელეკომპანია ფორმულაზე გადაცემის „მე-17 სართული“ ერთ-ერთი თანაწამყვანია. ვიდეოს მონაკვეთი სწორედ გადაცემიდან, მე-17 სართული, არის ამოჭრილი. ის ეთერში 2023 წლის 14 ოქტომბერს გავიდა და ეხებოდა ისეთ თემებს, როგორიცაა ადრეული, იძულებითი ქორწინება, პედოფილია, სექსუალური ძალადობა. გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი ჩინარა კოჯაევა იყო, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, რომელიც ძალით გათხოვებას ორჯერ - 14 და 17 წლის ასაკში, გადაურჩა.

სწორედ ჩინარა კოჯაევას მიმართავს ნინია კაკაბაძე შემდეგი სიტყვებით: „ძალიან დიდი მადლობა, ბევრი ჩინარა გვჭირდება და მე დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე გვეყოლება ეს ბევრი ჩინარა. ის, რაც შეძლო ჩინარამ, მე ვერ შევძელი. 16 წლის ასაკში მე გავთხოვდი, 17 წლის ასაკში შვილი გავაჩინე, ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ცხოვრებაში დამიშვია, რომლის გამოსწორებაც შემდეგ იყო შეუძლებელი, იმიტომ არა, რომ ჩემი მაშინდელი მეუღლე რამით ცუდი იყო, ძალიან კარგი ადამიანია, დღესაც ძალიან მიყვარს და ჩვენ დღეს მეგობრები ვართ. მყავს შვილი, ასევე მეგობრები ვართ დღეს. ამაში არ არის საქმე. უბრალოდ, 16 წლის ასაკში გათხოვება იყო დანაშაული და მე ამ დანაშაულის ჩადენისგან არავინ არ შემაჩერა და აღმოვჩნდი ჩემდა უნებურად, იმიტომ რომ ვიყავი პატარა, სულელი გარკვეულწილად. აღმოვჩნდი აი ასეთი მსხვერპლი, ამ საყოველთაოდ გამეფებული დანაშაულის, რომელიც 90-იან წლებში მართლაც ნორმად ითვლებოდა. მარტო ამისათვის უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც ეს ნორმად დაადგინა“.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის ნათქვამს მცდარი კონტექსტით წარმოაჩენს, თითქოს ის საკუთარი ბავშვის გაჩენას უწოდებს დანაშაულს.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#ნინია კაკაბაძე
#კლაუს შვაბი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა