• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოფელ კირბალთან მომხდარი მკვლელობის კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

სოფელ კირბალთან მომხდარი მკვლელობის კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

07/11/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ანგარიში „ფსიქიატრიული რესპუბლიკა“ ირაკლი ღარიბაშვილის  ციტატას ავრცელებს. ფოტოანაბეჭდზე ვკითხულობთ: „ნაცების პროვოკატორი იყო- ომი უნდოდა. საბედნიეროდ, დროულდ გაანეიტრალეს რუსებმა. არ აგარევინებთ. „რუსების მიერ დღეს დახვრეტილ ქართველთან დაკავშირებით“, - წერია პოსტის აღწერაში. რეალურად, აღნიშნული ციტატა ყალბია, ირაკლი ღარიბაშვილს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. 

 

მსგავსი ციტატა არც ერთ საძიებო სისტემაში, სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდზე და პრემიერის ოფიციალურ გვერდებზე არ იძებნება. 

6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს. საოკუპაციო ძალებმა ასევე დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე. 

აღნიშნულ ამბავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი წერილობითი განცხადებით გამოეხმაურა და საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისკენ მოუწოდა: „მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს და მეტყველებს ოკუპაციის მძიმე შედეგებზე, რომელთანაც გამკლავება საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, სამწუხაროდ, მშვიდობიან მოქალაქეებსაც უწევთ. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ამ უმძიმეს ტრაგედიას. სახელმწიფო მათ გვერდით დგას ამ მძიმე წუთებში. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ყველა შესაბამისი მექანიზმი, ინფორმირებულები არიან საერთაშორისო პარტნიორები“.

აღსანიშნავია, რომ Facebook-გვერდს „ფსიქიატრიული რესპუბლიკა“ 16 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.  აღწერაში მითითებულია, რომ გვერდი ახალ ამბებსა და სატირული შინაარსის პოსტებს აქვეყნებს. „სამართლიანი არჩევნების“ პლატფორმა Disinfoobserver.ge-ის თანახმად, „ფსიქიატრიული რესპუბლიკა“ მადისკრედიტირებელი გვერდია, რომელიც ანტილიბერალურ პროპაგანდას ავრცელებს. მათ პოსტებში ასევე ვხვდებით ანტისამთავრობო მასალებს.

 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#ირაკლი ღარიბაშვილი
#სოფელი კირბალი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა