• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: საფრანგეთში მომხდარი ადასტურებს, რომ პაპილომავირუსზე აცრა ჯანმრთელობისთვის საშიშია

დეზინფორმაცია: საფრანგეთში მომხდარი ადასტურებს, რომ პაპილომავირუსზე აცრა ჯანმრთელობისთვის საშიშია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

07/11/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ავრცელებს ვიდეოს, რომლის აღწერაშიც ვკითხულობთ: „საფრანგეთში 151 ბავშვიდან რომლებიც პაპილომა ვირუსზე აცრეს 22-ს დასჭირდა სასწრაფო დახმარება! ეს 15%-ია რომლებიც ცუდათ გახდნენ ნემსის გაკეთებისთანვე და რამდენი იქნება შემდგომ გვერდითი მოვლენებით რომელსაც არასდროს დააკავშირებენ თავად ვაქცინას ? ექიმი გაკვირვებულია ასეთი სწრაფი რეაქციით, ხსნის რომ  ეს აცრები ყოველ წელს ტარდება და ასეთი მოვლენები როგორც წესი უფრო მოგვიანებით იჩენს თავს.“ გარდა ამისა, Facebook- მომხმარებელი ამტკიცებს, რომ „დღესდღეობით აბსოლუტურად ყველა ვაქცინა, არა აქვს მნიშვნელობა  რის წინააღმდეგ კეთდება mRNK ტექნოლოგიაზე მზადდება, რაც გულისხმობს გენმოდიფიცირებას და ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია“. 

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ შემთხვევა არა საფრანგეთში, არამედ ბელგიაში, ქალაქ მორლანველცში 2022 წლის ნოემბერში მოხდა. ერთ-ერთ სკოლაში, სკოლის ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამსახურის (PSE) მიერ ჩატარებული პაპილომავირუსის ვაქცინაციის შემდეგ 18 მოსწავლეს რამდენიმე გვერდითი მოვლენა აღენიშნა, როგორებიცაა გულისრევა, სისუსტე და ცხელების სიმპტომები. ინფორმაცია რამდენიმე მედიასაშუალებამ გააშუქა, მათ შორისაა RTL, რომლის სიუჟეტის ნაწყვეტი სოციალურ ქსელში მანიპულაციურად გავრცელდა.

ინფორმაციის დაზუსტებაში დახმარებისთვის „ფაქტ-მეტრი“ ბელგიელ კოლეგებს დაუკავშირდა Factcheck.Vlaanderen-დან.

ინფორმაცია გერმანულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ DPA Factcheking-მაც გადაამოწმა. მომხდარის შესახებ ინფორმირებულმა „მედიკამენტებისა და სამედიცინო პროდუქტების ფედერალურმა სააგენტომ“ (AFMPS), რომელიც ბელგიაში სამედიცინო პროდუქციის ხარისხის მარეგულირებელი ორგანოა, განაცხადა, რომ მიჰყვებოდნენ პროცედურებს, რომელიც მსგავს სიტუაციაში მოქმედებს. აღნიშნული პარტია შემოწმებაზე გაიგზავნა, თუმცა მასში რაიმე ხარვეზი არ აღმოჩენილა. DPA-სთან საუბარში AFMPS-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მიზეზები, რის გამოც ვაქცინა ხელახლა შემოწმდა (კერძოდ, დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა სისუსტე, თავის ტკივილი, გულისრევა...) სინამდვილეში ვაქცინა Gardasil 9-ის გავრცელებული  და ცნობილი გვერდითი ეფექტებია, რომელთა შესახებ ინფორმაცია ვაქცინის საინფორმაციო ბუკლეტებზეცაა მოცემული. 

ვაქცინაციის შემდეგ დისკომფორტი სპეციალისტებისთვის კარგად ცნობილი ფენომენია, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაშიც აღწერილია. „სისუსტის ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს, ნებისმიერი ვაქცინაციის შემდეგ. აგრეთვე, ვაქცინაციამდეც. ამ შემთხვევაში საქმე შფოთვით რეაქციებთან გვაქვს, რაც განსაკუთრებით მოზარდებში იჩენს ხოლმე თავს. ეს არის გვერდითი ეფექტი, რომელიც დაკავშირებულია არა ვაქცინის პროდუქტთან, არამედ ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებულ სტრესთან“, - განმარტავს დოქტორი პალომა კარილო სანტისტევა, ვალონ-ბრიუსელის ფედერაციის (FWB) ვაქცინაციის პროგრამის ხელმძღვანელი.

გარდა ამისა, Facebook-ზე გავრცელებულ პოსტში სიუჟეტი სრული სახით არაა მოცემული. ბოლო რამდენიმე წამი,სადაც საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას აჟღერებენ, ორიგინალი სიუჟეტიდან მოჭრილია. კერძოდ, ამოჭრილ მონაკვეთში აღნიშნულია, რომ სიფრთხილისა და მოსწავლეების ადგილზე მონიტორინგის მიზნით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გეგმა გააქტიურდა. ასევე, სიუჟეტის ამ ნაწილში ნათქვამია, რომ მოსწავლეებს ადგილზე გაეწიათ სამედიცინო დახმარება და მალევე ბავშვებმა თავი კარგად იგრძნეს. ასევე, სიუჟეტის ბოლოს აღნიშნულია, რომ ვაქცინის დოზების პარტია შემოწმებაზე გაგზავნეს.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, შემოწმების შემდეგ ვაქცინის ხარისხში რაიმე ხარვეზი არ გამოვლენილა.

დეზინფორმაცია რნმ ვაქცინებზე

რაც შეეხება პოსტის მეორე მტკიცებას, რომლის თანახმადაც „დღესდღეობით აბსოლუტურად ყველა ვაქცინა, არა აქვს მნიშვნელობა  რის წინააღმდეგ კეთდება mRNK ტექნოლოგიაზე მზადდება, რაც გულისხმობს გენმოდიფიცირებას და ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია“, - ამ თემაზე „ფაქტ-მეტრს“ სტატია არაერთხელ გამოუქვეყნებია. 

მტკიცება, თითქოს რნმ (mRNA) ვაქცინები აზიანებს ადამიანის დნმ-ს, გენომს, არის ყალბი ამბავი. ვაქცინები, მათ შორის mRNA ვაქცინები, ადამიანის უჯრედის ბირთვში არ აღწევს, სადაც ინახება ჩვენი დნმ (გენეტიკური მასალა) და შესაბამისად, ვაქცინებს ადამიანის დნმ-ზე გავლენა არ აქვს. ვაქცინის ერთადერთი ფუნქცია დაავადებების წინააღმდეგ იმუნიტეტის ჩამოყალიბებაა. ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში, რაც ორგანიზმი ცილას ან ცილის ნაწილს წარმოქმნის, რნმ-ის მოლეკულა იშლება და ორგანიზმი მისგან თავისუფლდება. 

ვაქცინა ადამიანის დნმ-ს არ ცვლის.  COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, რიგ შემთხვევაში, ინოვაციური ტექნოლოგიით არის დამზადებული. კერძოდ, Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინები mRNA ტექნოლოგიას ეყრდნობა. იმუნური პასუხის შესაქმნელად, ბუნებრივი ქიმიური ნივთიერების ასლი - რნმ მატრიცაა გამოყენებული. უჯრედში მოხვედრის შემდეგ, რნმ ვაქცინა ფუნქციონირებს, როგორც რნმ მატრიცა და უჯრედს ასწავლის, უცხო ცილა ან მხოლოდ პროტეინის ნაწილი შექმნას, რომელიც იმუნური პასუხის გამომუშავებას იწვევს. 

პაპილომავირუსზე აცრა

რაც შეეხება პაპილომავირუსზე აცრას, აღნიშნულ საკითხზე „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც უმუშავია (ბმული 1,2,3). ადამიანის პაპილომა ვირუსი ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები ვირუსული ინფექციაა, რომელიც ქალებსა და მამაკაცებში იწვევს სხვადასხვა დაავადებას - კიბოსწინარე დაზიანებებს, სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოსა და სხვა.

„გარდასილის“ ეფექტურობა და უსაფრთხოება დამტკიცებულია ისეთი მაღალი სანდოობის მქონე საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ, როგორებიცაა: აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტო (FDA), აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), ევროპის წამლის სააგენტო (EMA). 

მსოფლიოში აპვ ვაქცინაცია 2006 წლიდან დაიწყო. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ოთხვალენტიანმა ვაქცინამ 14-19 წლის გოგონებში 86%-ით, ხოლო 20-დან 26 წლამდე ქალებში 71%-ით შეამცირა HPV ინფექციები. CDC-ის თქმითვე, გენიტალური კონდილომების, კიბოსწინარე დაზიანებებისა და სხვა HPV ინფექციების გავრცელება სხვა ქვეყნებშიც შემცირდა, სადაც ვაქცინა გამოიყენება.

ამგვარად, სიუჟეტი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, მანიპულაციურადაა მოჭრილი. გარდა ამისა, პოსტში  მოცემული მტკიცებები mRNA ვაქცინებსა და პაპილომავირუსის აცრაზე ყალბია.

---------------------------------- 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ვაქცინა
რომის პაპი
ნათია თურნავა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა