• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში ვიდეოთამაშის კადრებს ისრაელის სამხედრო ნაწილზე ჰამასის თავდასხმის ამსახველ რეალურ ვიდეოდ წარმოაჩენენ

სოციალურ ქსელში ვიდეოთამაშის კადრებს ისრაელის სამხედრო ნაწილზე ჰამასის თავდასხმის ამსახველ რეალურ ვიდეოდ წარმოაჩენენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

07/11/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Irakli Zakareishvili ავრცელებს ვიდეოს (დაარქივებული ვიდეო), რომელშიც ჩანს, თუ როგორ ფეთქდება სამხედრო ტექნიკა სარაკეტო თავდასხმის მეშვეობით.

ვიდეოში ასევე ჩანს ჯარისკაცი, რომელიც ინგლისურ ენაზე გასცემს ბრძანებას. ვიდეო ისრაელ-ჰამასის დაპირისპირების კონტექსტში ქვეყნდება და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ისრაელის სამხედრო ნაწილზე თავდასხმა ჰამასმა განახორციელა.

ამაზე მეტყველებს პოსტის კომენტარებში ავტორის მიერ გაჟღერებული მტკიცება, რომ ვიდეოში ნაჩვენები ჯარისკაცი ებრაელია.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით იდენტური ვიდეო X პლატფორმაზე მსგავსი კონტექსტით ვრცელდებოდა. იხილეთ ვიდეო 1, 2, 3;

ტექსტი: ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელის ტანკის განადგურების სცენა

სინამდვილეში, კადრები რეალობას არ ასახავს და ის ვიდეოთამაშიდანაა აღებული.

ვიდეო, საიდანაც Facebook-ზე გავრცელებული კადრებია მოჭრილი, წარმოადგენს თამაშის (სახელწოდებით Squad) მოკლე მიმოხილვას, სადაც თამაშის ახალ ვერსიაში არსებული სიახლეებია წარმოდგენილია. YouTube-ზე განთავსებული ვიდეოს აღწერაში ვხვდებით ინფორმაციას, რომ თამაშს ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია (PLA) დაემატა, ამდენად თამაში აშშ-სა და ჩინეთს შორის სამხედრო დაპირისპირებას ასახავს. ამასთანავე, ვიდეო YouTube-ზე 2022 წლის 7 დეკემბერს გამოქვეყნდა. შესაბამისად, მას 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელსა და ჰამასს შორის დაწყებულ დაპირისპირებასთან საერთო არაფერი აქვს.

ცნობისთვის, სხვადასხვა შეიარაღებული კონფლიქტისა და ომის დროს ვიდეოთამაშის კადრების, როგორც სხვადასხვა მოვლენის რეალური ვიდეომასალის სანაცვლოდ გამოყენება, საკმაოდ ხშირად ხდება (იხილეთ ბმული 1).

ამდენად მტკიცება, რომ ვიდეო ისრაელის სამხედრო ნაწილზე ჰამასის თავდასხმას ასახავს, რეალობას არ შეესაბამება. სინამდვილეში, გავრცელებული კადრები ვიდეოთამაშიდანაა აღებული.

-------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ვიდეოთამაში
ღაზა
პალესტინა
ისრაელი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა - 9.4%.  2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს

    2024 წელს სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლიტიკაში რეალური ცვლილება არ მომხდარა

    [ევროინტეგრაციის მიმართულებით] ჩვენს პოლ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა