• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ევროკავშირმა „ქართულ ოცნებას“ უბრძანა, ეროვნული იდეოლოგია და  მართლმადიდებლობა აკრძალოს

დეზინფორმაცია: ევროკავშირმა „ქართულ ოცნებას“ უბრძანა, ეროვნული იდეოლოგია და მართლმადიდებლობა აკრძალოს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

15/12/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ანგარიში ანტი ლიბერალი მინისტრთა საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. გავრცელებულ პოსტი მოიცავს ფოტოსაც, რომელზეც შემდეგი წარწერაა: „ევროკავშირმა ოცნებას  უბრძანა აკრძალონ ეროვნული იდეოლოგია ჩვენს ქვეყანაში, აკრძალონ მართლმადიდებლობა! მალე დაიწყება რეპრესიები ერის წინააღმდეგ! არ დანებდე! ჩვენ შევძლებთ ლიბერალიზმის დამარცხებას საქართველოში!“. რეალურად, საქართველოსთან დაკავშირებით, ევროპული საბჭოს გამოქვეყნებული დასკვნა „მართლმადიდებლობის“ ან რომელიმე იდეოლოგიის დევნას არ შეიცავს, დოკუმენტში სიტყვები „მართლმადიდებლობა“ და „ეროვნული იდეოლოგია“ ნახსენები არ არის. 

 

2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა, რომ ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა. აღნიშნული რეკომენდაცია კომისიამ ევროპული საბჭოსთვის გასცა, რომელმაც 14 დეკემბერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. 

ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა დათქმით, რომ ქვეყანა 9 პირობას/ნაბიჯს შეასრულებს (9 დათქმასთან დაკავშირებით იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია). 

რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, ევროპულმა საბჭომ, იგივე მინისტრთა საბჭომ, 12 დეკემბერს გაფართოებასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.  დასკვნის სახით საბჭო „ადასტურებს თავის სრულ და ცალსახა ერთგულებას დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივისადმი და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათი მომავალი ევროკავშირშია“. 

სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ვითარების მიმოხილვისას საბჭო ეხება საქართველოსაც და ხაზს უსვამს ევროკავშირის მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.  დასკვნაში ასევე ვკითხულობთ: „საბჭო მოუწოდებს საქართველოს, გამოავლინოს მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ღირებულებებისადმი, განაგრძოს პროგრესი რეფორმებთან დაკავშირებით და შეასრულოს კომისიის მიერ განსაზღვრული პირობები ინკლუზიურად, მნიშვნელოვნად და შეუქცევადად, რათა  წინ წავიდეს ევროკავშირის მომავალი წევრობის პროცესში. საბჭო დადებითად აფასებს  ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნამდვილ მისწრაფებებს ევროკავშირის წევრობისკენ”. 

სხვა საკითხებთან ერთად, საბჭო მოუწოდებს საქართველოს დაძლიოს პოლარიზაცია, რამაც შეიძლება პოლიტიკური დაპირისპირება კიდევ უფრო გააღრმაოს. დასკვნაში ხაზგასმულია დეზინფორმაციისა და უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაც, რაც ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ არის მიმართული. დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესი, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებით. 

პოსტში გავრცელებული მცდარი ინფორმაცია, სავარაუდოდ, დასკვნის 125-ე პუნქტს შეიძლება უკავშირდებოდეს. აღნიშნული პუნქტი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის აუცილებლობასა და მათ შორის, ლგბტ თემის წარმომადგენლების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე საუბრობს:

„საქართველომ უნდა უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებების სრული პატივისცემა, მათ შორის - მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის, აზრის, შეკრების და გამოხატვის თავისუფლებისა და ლგბტ  პირების დაცვა დაშინებისგან, ასევე ძალადობისა და დისკრიმინაციისგან“. 

ცნობისთვის, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, გარანტირებულია:

• თანასწორობის უფლება (მუხლი 11)-  „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“.

• აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები (მუხლი 17)- „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო.“

• შეკრების უფლება (მუხლი 21)-„ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება.

ამდენად, მტკიცება, რომ საბჭოს მიერ გამოქვეყნებული დასკვნა მოიცავს „ბრძანებებს“ „ქართული ოცნებისადმი“, რომ მან   ეროვნული იდეოლოგია და მართლმადიდებლობა აკრძალოს, მცდარია. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#კანდიდატის სტატუსი
#მინისტრთა საბჭო
#ევროკომისია
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა